ხედი ივანიშვილის შუშის სასახლიდან 2030 წელს

ხედი ივანიშვილის შუშის სასახლიდან 2030 წელს

ის, რომ ბიძინა ივანიშვილს სამომავლოდ 20 წლიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობები აქვს დაგეგმილი, საზოგადოებამ პოლიტიკაში მისი გამოჩენისთანავე შეიტყო, თუმცა ექს-პრემიერს ამის შეხსენება პერიოდულად მაინც უწევს და გაკვირვებას არ მალავს საზოგადოების მხრიდან ქვეყნის განვითარების სწრაფ მოლოდინზე.

მისი ბოლო ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ 2030 მისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ივანიშვილი მის საავტორო ტელე-პროექტსაც "საზოგადოება 2030"-ს არქმევს და დასძენს, რომ "ამ საზოგადოების ლოზუნგი გახლავთ ილიას სიტყვები - "ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე გავაცნობიეროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა".

რეალურად, რამდენად სასიკეთოდ შეიცვლება ქვეყანა 2030 წელს, მოსახლეობის დიდ ნაწილს ივანიშვილისგან განსხვავებით, ამის პროგნოზირება უჭირს, თუმცა, ვინც წარმოსახვა მოიშველია, მან შეძლო შეექმნა ფუტურისტული სურათი, თუ როგორი შეიძლება იყოს ხედი ივანიშვილის შუშის სასახლიდან 2030 წელს... აღნიშნული ფოტო ქართულმა ყოველკვირეულმა ინგლისურენოვანმა გამოცემა Georgian Journal-მა გამოაქვეყნა.

იხილეთ| Georgian Journal, "2030"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია