სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მომღერალი არჩილ ჩიხლაძე შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა
მომღერალი არჩილ ჩიხლაძე შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა

2014 წლის 11 ნო­ემ­ბერს ჩემ­მა ფე­ის­ბუკ-მე­გო­ბარ­მა გი­ორ­გიმ (მას­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად და­აწ­კა­პუ­ნეთ ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე) გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბა­ტო­ნი არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძის ფოტო თან­დარ­თუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად და­ვა­კო­პი­რებ ამ სტა­ტი­ა­ში იმის გამო, რომ ფოტო და ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა "მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის­თვის" ხილ­ვა­დო­ბით და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მისი ფე­ის­ბუკ-მე­გობ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ არი­ან, ვერ შეძ­ლე­ბენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბას:

"SOS!! მე­გობ­რე­ბო!!

ბევრ თქვენ­განს ალ­ბად ახ­სოვს, რომ 2 წლის უკან მე თქვე­ნის გულ­მო­წყა­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის დახ­მა­რე­ბით, ცნო­ბილ ქარ­თველ მომ­ღე­რალ­სა, არ­ტისტსა და ცხო­ნე­ბუ­ლი მა­მა­ჩე­მის, პოეტ და ჭე­დუ­რო­ბის ოს­ტატ - რე­ვაზ კა­ხი­ძის (უჩი­ნოს) სიყრმის მე­გო­ბარს, ბა­ტონ არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძეს (უფ­რო­სი და ჩემი თა­ო­ბი­სათ­ვის სა­ყო­ველ­თა­ოდ საყ­ვა­რე­ლი - დუ­ე­ტი მაყ­ვა­ლა და არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძე­ე­ბი) და­ვეხ­მა­რე, გა­ვუ­მარ­თე 2 საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო, გა­მო­ვიყ­ვა­ნე ტე­ლე­კომ­პა­ნია "ობი­ექ­ტი­ვის" პირ­და­პირ ეთერ­ში, მწე­რალ და მხატ­ვარ - მარ­სი­ან­თან ერ­თად, ასე­ვე სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით და რა­დიო "პი­კის სა­ათ­შიც", სა­ი­და­ნაც მივ­მარ­თავ­დი ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ზო­გა­დად კე­თილ ადა­მი­ა­ნებს, რათა დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ამ უნი­ჭი­ე­რეს, კო­ლო­რი­ტულ და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ მომ­ღე­რალს, რო­მელ­საც მა­შინ, 2 წლის წინ უკვე ძა­ლი­ან უჭირ­და! და მარ­თლაც, მა­შინ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა აგ­როვ­და, რი­თაც ბა­ტონ არ­ჩილს, ასე 1 თვე მა­ინც შე­ვუმ­სუ­ბუ­ქეთ არ­სე­ბო­ბა!

ახლა კი, მე­გობ­რე­ბო, უნდა მო­გიყ­ვეთ, თუ რა უმ­ძი­მეს და ჩემ­თვის მა­შო­კი­რე­ბელ სუ­რათს შე­ვეს­წა­რი ამ სა­ღა­მოს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, პუშ­კი­ნის სკვერ­თან: მე და ჩემი მე­უღ­ლე ვი­ჯე­ქით სკამ­ზე, უკვე და­ღა­მე­ბუ­ლი იყო და 2 სკა­მის იქეთ სკამ­ზე იწვა ვი­ღაც კაცი და ხვნე­შო­და… მერე გად­მო­ვარ­და სკა­მი­დან და ზღარ­თა­ნი გა­ა­დი­ნა ას­ფალტზე! უცებ 2 ღვთის­ნი­ე­რი ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მი­იჭრ­ნენ იმ უბე­დურ­თან და ეცად­ნენ წა­მო­ყე­ნე­ბას, რათ­ქმა­უნ­და ამა­ოდ, წაქ­ცე­უ­ლი კი სიმ­წრის­გან უა­რე­სად ხვნე­შო­და. ვე­ღარ გა­მიძ­ლო გულ­მა და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მი­ვე­დი რათ­ქმა­უნ­და, მეთ­ქი წა­მო­ყე­ნე­ბა­ში მა­ინც და­ვეხ­მა­რე­ბი იმ 2 ქალ­ბა­ტონს და ამ სა­ცო­დავ მა­მა­კაცს სკამ­ზე დავ­სვამთ ისევ თქო. მი­ვე­დი და ვხე­დავ, შიმ­ში­ლის­გან და და­ცე­მის­გან გაძ­ვალ­ტყა­ვე­ბულ, სრუ­ლი­ად გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ და მთე­ლი ქვეყ­ნის­გან მი­ტო­ვე­ბულ მომ­ღე­რალ - არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძეს!! :(( შევ­კივ­ლე, აჩი­კო, მე ვარ, გოგი თქო… რათ­ქმა­უნ­და გონ­ზე არ იყო… ამ დროს გა­მო­ი­ა­რა ერ­თმა ბერ-მო­ნა­ზონ­მა, გა­ჩერ­და ჩვენ­თან, დაგ­ვეხ­მა­რა მის აყე­ნე­ბა­ში, მა­მა­ომ ჯი­ბე­ში მო­ი­ქე­ქა ხურ­დე­ბი და შე­მოგ­ვთა­ვა­ზა ბა­ტო­ნი აჩი­კოს ტაქ­სით წაყ­ვა­ნა შინ. (ამ ქალ­ბა­ტო­ნებს და ბერს, რათ­ქმა­უნ­და ეგ­რე­ვე ავუხ­სე­ნი, თუ ვინ იყო ეს გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რა­მაც მათ­ში ასე­ვე შოკი გა­მო­იწ­ვია!!) მეც უფუ­ლოდ გახ­ლდით ამ დროს, სამ­წუ­ხა­როდ იმ ორმა ქალ­ბა­ტონ­მაც მო­ი­ძი­ეს ლარ­ნა­ხე­ვა­რი… გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ფე­ხე­ბწარ­თმე­უ­ლი არ­ჩი­ლი, ძლივს, მე და ბერ­მა, ქუ­ჩის მე­ო­რე მხა­რეს და ტაქ­სით, მე და მე­უღ­ლემ მი­ვიყ­ვა­ნეთ ძლივს სახ­ლამ­დე, იქ მარ­ტომ ვე­რაფ­რით ავიყ­ვა­ნე მე­ო­რე სარ­თულ­ზე და 2 მე­ზო­ბე­ლი დაგ­ვეხ­მა­რა. აღარც გო­ნე­ბა­ზე იყო და ფე­ხე­ბიც აღარ ემორ­ჩი­ლე­ბო­და! ნას­ვამს გავ­და, თუმ­ცა არ­ჩი­ლი ბი­ძია, რო­მელ­საც მა­მა­ჩე­მის წყა­ლო­ბით ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, ნას­ვა­მი ქუ­ჩა­ში არა­სო­დეს მი­ნა­ხავს! სახ­ლის გა­სა­ღე­ბი ვერ მო­ვი­ძი­ეთ მის ტა­ნი­სა­მოს­ში, შე­საძ­ლოა სად­მე ქუ­ჩა­ში და­უ­ვარ­და. მე­ზობ­ლებ­მა გვი­თხრეს - კა­ი­ხა­ნია აღარც შუქი აქვს, აღარც გაზი და სრუ­ლი­ად უპატ­რონ­ბო­დაა მი­ტო­ვე­ბუ­ლიო!

მე­გობ­რე­ბო, გე­კი­თხე­ბით: ეს ქვე­ყა­ნაა? ეს მთავ­რო­ბაა?? ასე­თი უნი­ჭი­ე­რე­სი, ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი და მომ­ღერ­ლე­ბი, ასეთ სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში უნდა კვდე­ბოდ­ნენ, ასე უპატ­რო­ნოდ?? მე არ მინ­და ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა! აღარ მინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ცხოვ­რე­ბა და არც ამ ქვეყ­ნის, რო­მე­ლიც მუ­დამ კლავ­და და კლავს ასეთ ტა­ლან­ტებს, სამ­შობ­ლოდ მოხ­სე­ნი­ე­ბა! ეს ქვე­ყა­ნა პა­ტი­ო­სა­ნი, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მორ­გია და სხვა არა­ფე­რი!! და როცა და­ი­ღუ­პე­ბი­ან ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი შიმ­ში­ლის­გან თუ უპატ­რო­ნო­ბი­სა­გან, მერე ვი­წყებთ ვიშ-ვიშ­სა და ქვი­თინს - ეს რა ადა­მო­ი­ა­ნი დავ­კარ­გეთ? რო­გორ ვერ მო­ვუბრთხილ­დი­თო და გას­ვე­ნე­ბა­ში ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლოც მიბ­რძან­დე­ბა, რომ ვიტ­რი­პა­ჩოდ ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­შე!

მე­გობ­რე­ბო, გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ბა­ტო­ნი არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძე, და­ვეხ­მა­როთ, ისევ მოგ­მარ­თავთ უმორ­ჩი­ლე­სად… შუქი და გაზი მა­ინც გა­და­ვუ­ხა­დოთ და რამე საკ­ვე­ბი ვუ­ყი­დოთ…

ვი­საც რისი გა­ღე­ბა გე­სურ­ვე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ მე მომ­წე­როთ პი­რად­ში და მე გად­მომ­ცეთ თან­ხე­ბი… მე მივ­ხე­დავ მერე მას, რო­გორც ადრე ვა­კე­თებ­დი ამას ხში­რად!..

დიდი მად­ლო­ბა წი­ნას­წარ! დაგ­ლო­ცოთ უფალ­მა და გა­გა­ხა­როთ".

მაყ­ვა­ლა და არ­ჩილ ჩხლა­ძის დუ­ეტს ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უს­მე­ნენ სხვა­დას­ხვა თა­ო­ბე­ბი და მათი სიმ­ღე­რე­ბი დღე­საც პო­პუ­ლა­რუ­ლია. სიმ­ღე­რე­ბის დიდი ნა­წი­ლის ავ­ტო­რია ბა­ტო­ნი ოთარ თევ­დო­რა­ძე.

რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც ვართ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმ­დე­ნი გა­მო­სა­ვა­ლი და იდეა წა­მო­ვა და რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რა­დი­ოს გა­და­ცე­მა "პი­კის სა­ა­თის" კო­ლექ­ტი­ვი (ად­რეც არა­ერ­თხელ დამ­დგა­რან არ­ჩილ და მაყ­ვა­ლა ჩიხ­ლა­ძე­ე­ბის გვერ­დში) მუ­შა­ობს და მალე კონ­კრე­ტულ შე­დე­გებს გა­მო­ი­ღებს მათი მუ­შა­ო­ბა; ქა­ლა­ქის მე­რი­ა­შიც და­ინ­ტე­რეს­დნენ და ეძე­ბენ ამ ადა­მი­ა­ნის­თვის რე­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის გზებს; არა­ერ­თი კერ­ძო პირი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფე­ის­ბუკ პოს­ტის ავ­ტორს - გი­ორ­გის დახ­მა­რე­ბის მზა­ო­ბით და სურ­ვი­ლით…

ხვალ პი­რა­დად ვნა­ხავთ ბა­ტონ არ­ჩილს, ვეც­დე­ბით ვი­დე­ო­მა­სა­ლაც მო­გა­წო­დოთ, ოღონდ არა გა­სა­ჭირ­ზე და გუ­ლის გა­ხეთ­ქვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შოუ… ვეც­დე­ბით შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად დე­ლი­კა­ტუ­რად გაჩ­ვე­ნოთ რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი სუ­რა­თი და კონ­კრე­ტუ­ლი იდე­აც გვაქვს, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბაც უკვე და­ვი­წყეთ: მაყ­ვა­ლა და არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძე­ე­ბის დუ­ე­ტის აუ­დიო დისკს გა­მოვ­ცემთ სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით. ალ­ბო­მის სა­ფა­სუ­რი სა­ბაზ­რო ფას­ზე და­ბა­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ გა­ყი­დუ­ლი დის­კე­ბი­დან შე­მო­სულ თან­ხას მთლი­ა­ნად გა­დავ­ცემთ ავ­ტო­რებს.

ჩვენ ქველ­მოქ­მე­დე­ბას არ ვე­წე­ვით - შრო­მით და ფი­ნან­სურ ინ­ვეს­ტი­ცი­ას ვდებთ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ში - გვინ­და რომ დამ­კვიდ­რდეს ავ­ტორ­თა და შემ­სრუ­ლე­ბელ­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა ნორ­მად! ხე­ლოვ­ნე­ბა მხო­ლოდ მე­ცე­ნა­ტე­ბის იმე­დად გან­წი­რუ­ლია დაკ­ნი­ნე­ბის­თვის - განა რამ­დენს ან რამ­დენ­ჯერ გას­წვდე­ბა მე­ცე­ნა­ტო­ბა?! ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შრო­მაც შრო­მაა და სა­თა­ნა­დო ანა­ზღა­უ­რე­ბას მო­ი­თხოვს!

კონ­კრე­ტუ­ლად მაყ­ვა­ლა და არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძე­ე­ბის წი­ნა­შე თა­ო­ბე­ბი ვართ ვალ­ში და ეს ვალი უნდა გა­ვუს­ტუმ­როთ სა­ნამ ცო­ცხლე­ბი არი­ან! წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ უა­რე­სი სი­ბე­რე გვე­ლის (თუ მი­ვაღ­წი­ეთ სი­ბე­რემ­დე).

ჩვენ ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით - რამ­დე­ნი­მე დღე­ში ალ­ბო­მის პირ­ვე­ლი ეგ­ზემპლა­რე­ბი მზად იქ­ნე­ბა და შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი უკვე თქვენ­ზეა ძვირ­ფა­სო მკი­თხვე­ლე­ბო და მსმე­ნე­ლე­ბო.

კი­დევ ერთს და­ვა­მა­ტებ­დი:

ძვირ­ფა­სო გზა­გაკ­ვა­ლუ­ლო მომ­ღერ­ლე­ბო, ტელე-მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის (ტელე იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ზე დიდი აუ­დი­ტო­რია და გავ­ლე­ნა ამ აუ­დი­ტო­რი­ა­ზე თქვენს ხელ­თაა) სა­რე­დაქ­ციო სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბო, დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბის მფლო­ბე­ლე­ბო:

კარ­გად მეს­მის, ძა­ლი­ან იო­ლია სათ­ქმე­ლად, მით უმე­ტეს როცა სხვას უთი­თებ რო­გორ მო­იქ­ცეს, მაგ­რამ… თქვენ რომ გა­ერ­თი­ან­დეთ და წე­ლი­წად­ში ერთი ან ორი კონ­ცერ­ტი რომ მო­ა­წყოთ ასა­კო­ვა­ნი მუ­სი­კო­სე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად… წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რამ­ხე­ლა საქ­მის გა­კე­თე­ბა და რა თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ყო­ველ­წლი­უ­რად, სტა­ბი­ლუ­რად? შე­დე­გად ნე­ბის­მი­ერ მუ­სი­კოსს, ყო­ფილ­სა თუ მოქ­მედს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი კვა­ლი და­ტო­ვა ქარ­თულ მუ­სი­კა­ში, ავ­ტორს, კომ­პო­ზი­ტორს, ექ­ნე­ბა უკე­თე­სი სი­ბე­რე. ერ­თგვა­რად ეს სა­კუ­თა­რი სი­ბე­რის შიმ­ში­ლის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბის გა­რან­ტი­აც კი იქ­ნე­ბა თუკი ტრა­დი­ცი­ულ სა­ხეს მი­ი­ღებს. არა­ვის არ ეგო­ნა ძვე­ლი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ასე­თი სი­ბე­რე თუ ექ­ნე­ბო­და. კაც­მა არ იცის რა მო­მა­ვა­ლი გვე­ლო­დე­ბა ჩვენც. ეს სა­ქარ­თვე­ლოა. ჩვენ კლდე­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი ამი­რა­ნის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობთ…

წყა­რო: aragviani.com

იხი­ლეთ ასე­ვე: ცნო­ბი­ლი დუ­ე­ტის ორად გა­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბის გზა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მომღერალი არჩილ ჩიხლაძე შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა

მომღერალი არჩილ ჩიხლაძე შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა

2014 წლის 11 ნოემბერს ჩემმა ფეისბუკ-მეგობარმა გიორგიმ (მასთან დასაკავშირებლად დააწკაპუნეთ ამ წინადადებაზე) გამოაქვეყნა ბატონი არჩილ ჩიხლაძის ფოტო თანდართული ინფორმაციით, რომელსაც უცვლელად დავაკოპირებ ამ სტატიაში იმის გამო, რომ ფოტო და ინფორმაცია გამოაქვეყნა "მხოლოდ მეგობრებისთვის" ხილვადობით და ის ადამიანები, რომლებიც მისი ფეისბუკ-მეგობრების ჩამონათვალში არ არიან, ვერ შეძლებენ ამ ინფორმაციის გაცნობას:

"SOS!! მეგობრებო!!

ბევრ თქვენგანს ალბად ახსოვს, რომ 2 წლის უკან მე თქვენის გულმოწყალებისა და ადამიანურობის დახმარებით, ცნობილ ქართველ მომღერალსა, არტისტსა და ცხონებული მამაჩემის, პოეტ და ჭედურობის ოსტატ - რევაზ კახიძის (უჩინოს) სიყრმის მეგობარს, ბატონ არჩილ ჩიხლაძეს (უფროსი და ჩემი თაობისათვის საყოველთაოდ საყვარელი - დუეტი მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები) დავეხმარე, გავუმართე 2 საქველმოქმედო საღამო, გამოვიყვანე ტელეკომპანია "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში, მწერალ და მხატვარ - მარსიანთან ერთად, ასევე სხვა ტელევიზიებით და რადიო "პიკის საათშიც", საიდანაც მივმართავდი ჩვენს ხელისუფლებას და ზოგადად კეთილ ადამიანებს, რათა დახმარებოდნენ ამ უნიჭიერეს, კოლორიტულ და ყველასათვის საყვარელ მომღერალს, რომელსაც მაშინ, 2 წლის წინ უკვე ძალიან უჭირდა! და მართლაც, მაშინ გარკვეული თანხა აგროვდა, რითაც ბატონ არჩილს, ასე 1 თვე მაინც შევუმსუბუქეთ არსებობა!

ახლა კი, მეგობრებო, უნდა მოგიყვეთ, თუ რა უმძიმეს და ჩემთვის მაშოკირებელ სურათს შევესწარი ამ საღამოს, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან: მე და ჩემი მეუღლე ვიჯექით სკამზე, უკვე დაღამებული იყო და 2 სკამის იქეთ სკამზე იწვა ვიღაც კაცი და ხვნეშოდა… მერე გადმოვარდა სკამიდან და ზღართანი გაადინა ასფალტზე! უცებ 2 ღვთისნიერი ხანდაზმული ქალბატონი მიიჭრნენ იმ უბედურთან და ეცადნენ წამოყენებას, რათქმაუნდა ამაოდ, წაქცეული კი სიმწრისგან უარესად ხვნეშოდა. ვეღარ გამიძლო გულმა და მეუღლესთან ერთად მივედი რათქმაუნდა, მეთქი წამოყენებაში მაინც დავეხმარები იმ 2 ქალბატონს და ამ საცოდავ მამაკაცს სკამზე დავსვამთ ისევ თქო. მივედი და ვხედავ, შიმშილისგან და დაცემისგან გაძვალტყავებულ, სრულიად გაუბედურებულ და მთელი ქვეყნისგან მიტოვებულ მომღერალ - არჩილ ჩიხლაძეს!! :(( შევკივლე, აჩიკო, მე ვარ, გოგი თქო… რათქმაუნდა გონზე არ იყო… ამ დროს გამოიარა ერთმა ბერ-მონაზონმა, გაჩერდა ჩვენთან, დაგვეხმარა მის აყენებაში, მამაომ ჯიბეში მოიქექა ხურდები და შემოგვთავაზა ბატონი აჩიკოს ტაქსით წაყვანა შინ. (ამ ქალბატონებს და ბერს, რათქმაუნდა ეგრევე ავუხსენი, თუ ვინ იყო ეს გაუბედურებული ადამიანი, რამაც მათში ასევე შოკი გამოიწვია!!) მეც უფულოდ გახლდით ამ დროს, სამწუხაროდ იმ ორმა ქალბატონმაც მოიძიეს ლარნახევარი… გადავიყვანეთ ფეხებწართმეული არჩილი, ძლივს, მე და ბერმა, ქუჩის მეორე მხარეს და ტაქსით, მე და მეუღლემ მივიყვანეთ ძლივს სახლამდე, იქ მარტომ ვერაფრით ავიყვანე მეორე სართულზე და 2 მეზობელი დაგვეხმარა. აღარც გონებაზე იყო და ფეხებიც აღარ ემორჩილებოდა! ნასვამს გავდა, თუმცა არჩილი ბიძია, რომელსაც მამაჩემის წყალობით ბავშვობიდან ვიცნობ, ნასვამი ქუჩაში არასოდეს მინახავს! სახლის გასაღები ვერ მოვიძიეთ მის ტანისამოსში, შესაძლოა სადმე ქუჩაში დაუვარდა. მეზობლებმა გვითხრეს - კაიხანია აღარც შუქი აქვს, აღარც გაზი და სრულიად უპატრონბოდაა მიტოვებულიო!

მეგობრებო, გეკითხებით: ეს ქვეყანაა? ეს მთავრობაა?? ასეთი უნიჭიერესი, ჩვენი მშობლების თაობის მსახიობები და მომღერლები, ასეთ სიდუხჭირეში უნდა კვდებოდნენ, ასე უპატრონოდ?? მე არ მინდა ამ ქვეყნის მოქალაქეობა! აღარ მინდა საქართველოში არც ცხოვრება და არც ამ ქვეყნის, რომელიც მუდამ კლავდა და კლავს ასეთ ტალანტებს, სამშობლოდ მოხსენიება! ეს ქვეყანა პატიოსანი, ნიჭიერი ადამიანების მორგია და სხვა არაფერი!! და როცა დაიღუპებიან ასეთი ადამიანები შიმშილისგან თუ უპატრონობისაგან, მერე ვიწყებთ ვიშ-ვიშსა და ქვითინს - ეს რა ადამოიანი დავკარგეთ? როგორ ვერ მოვუბრთხილდითო და გასვენებაში ნახევარი საქართველოც მიბრძანდება, რომ ვიტრიპაჩოდ ერთმანეთის წინაშე!

მეგობრებო, გადავარჩინოთ ბატონი არჩილ ჩიხლაძე, დავეხმაროთ, ისევ მოგმართავთ უმორჩილესად… შუქი და გაზი მაინც გადავუხადოთ და რამე საკვები ვუყიდოთ…

ვისაც რისი გაღება გესურვებათ, შეგიძლიათ მე მომწეროთ პირადში და მე გადმომცეთ თანხები… მე მივხედავ მერე მას, როგორც ადრე ვაკეთებდი ამას ხშირად!..

დიდი მადლობა წინასწარ! დაგლოცოთ უფალმა და გაგახაროთ".

მაყვალა და არჩილ ჩხლაძის დუეტს ათწლეულების განმავლობაში უსმენენ სხვადასხვა თაობები და მათი სიმღერები დღესაც პოპულარულია. სიმღერების დიდი ნაწილის ავტორია ბატონი ოთარ თევდორაძე.

რამდენი ადამიანიც ვართ, დარწმუნებული ვარ იმდენი გამოსავალი და იდეა წამოვა და როგორც ჩვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა "პიკის საათის" კოლექტივი (ადრეც არაერთხელ დამდგარან არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების გვერდში) მუშაობს და მალე კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს მათი მუშაობა; ქალაქის მერიაშიც დაინტერესდნენ და ეძებენ ამ ადამიანისთვის რეალური მხარდაჭერის გზებს; არაერთი კერძო პირი გამოეხმაურა ფეისბუკ პოსტის ავტორს - გიორგის დახმარების მზაობით და სურვილით…

ხვალ პირადად ვნახავთ ბატონ არჩილს, ვეცდებით ვიდეომასალაც მოგაწოდოთ, ოღონდ არა გასაჭირზე და გულის გახეთქვაზე ორიენტირებული შოუ… ვეცდებით შეძლებისდაგვარად დელიკატურად გაჩვენოთ რეალობის ამსახველი სურათი და კონკრეტული იდეაც გვაქვს, რომლის განხორციელებაზე მუშაობაც უკვე დავიწყეთ: მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტის აუდიო დისკს გამოვცემთ საკუთარი ხარჯებით. ალბომის საფასური საბაზრო ფასზე დაბალი იქნება, მაგრამ გაყიდული დისკებიდან შემოსულ თანხას მთლიანად გადავცემთ ავტორებს.

ჩვენ ქველმოქმედებას არ ვეწევით - შრომით და ფინანსურ ინვესტიციას ვდებთ ქვეყნის მომავალში - გვინდა რომ დამკვიდრდეს ავტორთა და შემსრულებელთა შრომის ანაზღაურება ნორმად! ხელოვნება მხოლოდ მეცენატების იმედად განწირულია დაკნინებისთვის - განა რამდენს ან რამდენჯერ გასწვდება მეცენატობა?! ინტელექტუალური შრომაც შრომაა და სათანადო ანაზღაურებას მოითხოვს!

კონკრეტულად მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების წინაშე თაობები ვართ ვალში და ეს ვალი უნდა გავუსტუმროთ სანამ ცოცხლები არიან! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უარესი სიბერე გველის (თუ მივაღწიეთ სიბერემდე).

ჩვენ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე პირველი ნაბიჯი გადავდგით - რამდენიმე დღეში ალბომის პირველი ეგზემპლარები მზად იქნება და შემდეგი ნაბიჯი უკვე თქვენზეა ძვირფასო მკითხველებო და მსმენელებო.

კიდევ ერთს დავამატებდი:

ძვირფასო გზაგაკვალულო მომღერლებო, ტელე-მედიასაშუალებების (ტელე იმიტომ, რომ ყველაზე დიდი აუდიტორია და გავლენა ამ აუდიტორიაზე თქვენს ხელთაა) სარედაქციო სამსახურების ხელმძღვანელებო, დიდი საკონცერტო დარბაზების მფლობელებო:

კარგად მესმის, ძალიან იოლია სათქმელად, მით უმეტეს როცა სხვას უთითებ როგორ მოიქცეს, მაგრამ… თქვენ რომ გაერთიანდეთ და წელიწადში ერთი ან ორი კონცერტი რომ მოაწყოთ ასაკოვანი მუსიკოსების მხარდასაჭერად… წარმოგიდგენიათ რამხელა საქმის გაკეთება და რა თანხების მობილიზება შეგიძლიათ ყოველწლიურად, სტაბილურად? შედეგად ნებისმიერ მუსიკოსს, ყოფილსა თუ მოქმედს, რომელმაც თავისი კვალი დატოვა ქართულ მუსიკაში, ავტორს, კომპოზიტორს, ექნება უკეთესი სიბერე. ერთგვარად ეს საკუთარი სიბერის შიმშილის გარეშე გატარების გარანტიაც კი იქნება თუკი ტრადიციულ სახეს მიიღებს. არავის არ ეგონა ძველი თაობის ადამიანებიდან ასეთი სიბერე თუ ექნებოდა. კაცმა არ იცის რა მომავალი გველოდება ჩვენც. ეს საქართველოა. ჩვენ კლდეზე მიჯაჭვული ამირანის ცხოვრებით ვცხოვრობთ…

წყარო: aragviani.com

იხილეთ ასევე: ცნობილი დუეტის ორად გაყოფილი ცხოვრების გზა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია