"კგბ-ს გენერალი" ირინა სარიშვილის "ელვა-დეპეშა კრემლში"

"კგბ-ს გენერალი" ირინა სარიშვილის "ელვა-დეპეშა კრემლში"

პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კრემლის მისამართზე "ელვა-დეპეშას" აქვეყნებს.

"ელვა-დეპეშა კრემლში

სრულიად საქართველოს ნათელმხილველის ლელა კაკულიას ხილვაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ გატყობინებთ, რომ ჩემი პოზიციები ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით რადიკალურად შეიცვალა!

მოგახსენებთ მიზეზს:

კაკულიას ხილვით, საქართველო ნეიტრალური ქვეყანა მხოლოდ ნატო-დან გამოსვლის შემდეგ გახდება, ანუ ჯერ შევდივართ ნატო-ში, და მერე გამოვდივართ, ვხდებით ნეიტრალურები და ალილუია: დგება ჩემი პოლიტიკის დროც.

ალბათ მიხვდით უკვე, ჩემო საყვარელო ბოსებო, საითაც ვუმიზნებ:

რაც მალე შევალთ ნატო-ში, მით მალე გამოვალთ იქიდან - ანბანური ლოგიკაა. აქედან გამომდინარე, იძულებული ვხდები, ნატო-ში უსწრაფეს და უპირობო შესვლას დავუჭირო მხარი, რათა იქიდან გამოსვლის შემდეგ ჩემი პოლიტიკური აქტიურობის დროც დადგეს: მარტო აგენტი ხო არ ვარ, მეც ხო მინდა მუშაობა!

თან ვადებშიც შეზღუდული ვართ: სომხეთში ატომური ელექტროსადგურის აფეთქებამდე - ანუ საქართველოს რადიაციულ გაბრწყინებამდე უნდა მოვასწროთ შესვლაც და გამოსვლაც... ამასობაში 2030 წელიც მოგვისწრებს!!!

მოკლედ: დღეის ამას იქით, მე მომხრე ვარ საქართველოს ნატო-ში შესვლის, თან დროზე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

იმედია, გაგებით მოეკიდებით ჩემს გადაწყვეტილებას! მე ეს დავიმსახურე!

კგბ-ს გენერალი. დროებით კულისებში მყოფი ირინა სარიშვილი

სტატუსი რადიკალურად დასავლურია

თქვენ მეისპეთ რუსებო ერთ დღეს, აღარ მეშინია თქვენი

ვოტ ტაკ!

(აბა თუ მიხვდებით, ვხუმრობ თუ არ ვხუმრობ)" , - წერს სარიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს