რუსთავში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მთელი ოჯახი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება , დაღუპულია ცოლ-ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი – 2 წლის და 10 თვის ბავშვები.
ტრაგედია რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მოხდა.
გარდაცვლილები დღეს დილით იპოვეს. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურების ეკიპაჟები მუშაობენ. ტრაგედიის ადგილზე იმყოფებიან რეგიონის და ქალაქის ხელმძღვანელობაც.