ინდოეთში ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საკუთარ თმას. ინდური ნიღაბი ხელს უწყობს თმის ძირების გაძლიერებას და სწრაფ ზრდას. ნიღაბი გამოიყენება კვირაში ერთხელ და უკვე 2 თვის შემდეგ დაინახავთ გამაოგნებელ შედეგს.
საჭირო მასალა:
თაფლი - 1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი (ზეითუნის, მზესუმზირის, რეპეინოე, ნუშის და ა.შ.) - 3-5 ს.კ. დაფქული დარიჩინი - 1 ჩ.კ. დაფქული წითელი მწარე წიწაკა - 1/3 ჩ.კ. დაფქული მიხაკი - 1 ჩ.კ.
მომზადება:
აურიეთ ერთმანეთში თაფლი, სანელებლები და 1 ს.კ. მცენარეული ზეთი და მოათავსეთ ჭურჭელი გასათბობად ცხელ წყალში. ცალკე იგივე წესით შეათბეთ დარჩენილი მცენარეული ზეთი. ინდური ნიღაბი უნდა წაისვათ წმინდა სავარცხლით დავარცხნილ მშრალ თმაზე, თავდახრილ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს დამატებით სისხლის მიწოდებას და გააძლიერებს ნიღბის ეფექტს.