სულ მცირე რვა ადამიანი დაიჭრა ხარკოვის ერთ-ერთ ლუდხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. აფეთქების მიზეზების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.