"შუქი რომ აინთო, ახალი წელი გვეგონა" - 15 წლიანი პაუზის შემდეგ სურებს ელექტროენერგია მიეწოდება

"შუქი რომ აინთო, ახალი წელი გვეგონა" - 15 წლიანი პაუზის შემდეგ სურებს ელექტროენერგია მიეწოდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ ელექტროენერგიის 24-საათიანი მიწოდება აღუდგა. ამ წლების განმავლობაში მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა ელექტროენერგიას საკუთარი ჰესიდან იღებდა, თუმცა, თვეები ისე გადიოდა, რომ სოფელს შუქი საერთოდ არ ჰქონდა.

"ჰესი ხშირად ფუჭდებოდა, ზაფხულში კი წყალი არ ყოფნიდა და თვეების განმავლობაში უშუქოდ ვიყავით. წლების განმავლობაში ვითხოვდით დახმარებას, თუმცა, პატრონი არავინ გვყავდა. შუქი რომ აინთო, ახალი წელი გვეგონა. არც კი ვიცით, რა უნდა ვთქვათ. დღეიდან ჩვენც ვუყურებთ ტელევიზორს, ჩვენი შვილებიც ჩართავენ კომპიუტერს, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, რომ ცოტათი მაინც გავიხალისოთ ის მძიმე ყოფა, რომელიც სოფელში ცხოვრებას ახლავს, სოფელში, რომელსაც ამდენი ხანი შუქიც კი არ ჰქონდა", - აცხადებენ ადგილობრივები.

სურების მოსახლეობის ნაწილმა საკუთარ სახლებში ნათურის ანთებაზე 15 წლის შემდეგაც უარი თქვა. მათი თქმით, ამის მიზეზი ელექტროენერგიის მაღალი ტარიფია, რომლის გადახდასაც ვერ შეძლებენ.

ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდეგ, სურების მოსახლეობას გზის აღდგენის თხოვნა აქვს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა