1968 წელს ამერიკელმა ექიმმა, კენეტ კუპერმა შეიმუშავა ტესტების მთელი რიგი, რომელიც ადამიანის ფიზიკურ ამტანობას ცდიდა. თითოეული ტესტის გავლას 12 წუთი ჭირდებოდა. მაგალითად, თუ 12 წუთში დიდ მანძილზე სირბილს მოასწრებთ, ესე იგი, ჯანმრთელი ორგანიზმი და კარგი სპორტული მომზადება გაქვთ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ "კუპერის 12 წუთს" უფრო ფართო გამოყენება აქვს. რამდენი დრო ჭირდება მეხანძრეს, რომ მიაღწიოს ხანძრის ეპიცენტრამდე, დიასახლისს კვერცხის მოსახარშად, ან მაიკლ ჯექსონს Thriller -ის შესასრულებლად?
კომპანია AXA-ს კვლევებმა, რომელშიც 2 ათასი წყვილი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ 12 წუთი საკმარისია იმისათვის, რომ ქალმა დააინტირესოს პარტნიორი პირველივე შეხვედრაზე.
მაშ როგორ გავიაროთ წარმატებით "კუპერის ტესტი" ისე, რომ პირველივე შეხვედრაზე დავაინტერესოთ მამაკაცი?
1:00 წუთი. ღიმილი
გამოთქმა "ერთი ნახვით შეყვარება" თამამად შეგვიძლია შევცვალოთ ფრაზით "ერთი ღიმილით შეყვარება". მამაკაცების 64 % აღნიშნავს, რომ სწორედ ქალის ღიმილია გადამწყვეტი ფაქტორი შემდგომი ურთიერთობის გასაგრძელებლად. მოხიბვლის ეს მეთოდი იქამდე ხდება, სანამ ერთმანეთს პირველ სიტყვებს ეტყოდეთ.
2:00 წუთი. გარეგნობა
იმას, თუ რამდენად მშვენიერი ხართ ბუნებით, მამაკაცი შემდგომ გაიგებს. ესეც იმ შემთხვევაში თუ ტესტის მეორე წუთს წარმატებით გაივლით. სწორედ ამ დროს, შეხვედრის მეორე წუთიდან აღიქვამენ გარეგნულად ერთმანეთს პარტნიორები. ძველმოდური ფეხსაცმელი ან გაწეწილი თმა შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს, მაგრამ უსიამო სუნს შემდგომი ურთიერთობის შანსი მინიმუმადე დაყავს 60 % შემთხვევაში.