სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით უსუფაშვილი - მოსაზრებები, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას საფრთხე ემუქრება, უსაფუძვლოა
დავით უსუფაშვილი - მოსაზრებები, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას საფრთხე ემუქრება, უსაფუძვლოა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სი და მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა უც­ვლე­ლი რჩე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა ამ კურ­სის აღ­სრუ­ლე­ბას, ეს არის მი­ნის­ტრე­ბის გა­დად­გო­მა. "მინ­და მივ­მარ­თო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს, მათ შო­რის უცხო­ეთ­ში და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სი და მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა რჩე­ბა უც­ვლელ­ლი.

ქვეყ­ნის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დად მი­მარ­თუ­ლე­ბებს გან­სა­ზღვრავს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და პარ­ლა­მენტს ეს კურ­სი გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს არა­ერ­თხელ, მათ შო­რის ბო­ლოს, 2014 წლის ივ­ლის­ში, რო­დე­საც ჩვენ და­ვამ­ტკი­ცეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის პროგ­რა­მა. ყო­ველ­გვა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ რა­ი­მე საფრ­თხე ემუქ­რე­ბა ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას, არის უსა­ფუძ­ვლო. თუ რა­ი­მე საფრ­თხე და პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა ამ კურ­სის აღ­სრუ­ლე­ბას, ეს არის ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის წამ­ყვა­ნი მი­ნის­ტრე­ბის მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­ტო­ვე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, ამან შექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი ამ კურ­სის აღ­სრუ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან წამ­ყვა­ნი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის გა­რე­შე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ძა­ლი­ან მალე ამ თა­ნამ­დე­ბო­ბებს და­ი­კა­ვე­ბენ შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და ხედ­ვე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი და ქვე­ყა­ნა გა­აგ­რძე­ლებს ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას", - აღ­ნიშ­ნა უსუ­ფაშ­ვილ­მა. ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მი­ნის­ტრებს, რომ­ლებ­მაც "ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ქვეყ­ნის წინსვლა­ში" სწო­რედ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"მინ­და გა­მოვ­თქვა სი­ნა­ნუ­ლი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მათ­თან ერ­თად კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს აღარ მო­უ­წევს საქ­მი­ა­ნო­ბა. ჩვენ ამ მი­ნის­ტრებ­თან ერ­თად და­ვამ­ტკი­ცეთ მთავ­რო­ბა და გვქონ­და მათი იმე­დი. გვინ­დო­და ბო­ლომ­დე ემ­სა­ხუ­რათ ქვეყ­ნის­თვის და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ეს მოვ­ლე­ნე­ბი ასე ფორ­სი­რე­ბუ­ლად არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო", - აღ­ნიშ­ნა უსუ­ფაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" გას­ვლით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და. მან ერ­თად ბრძო­ლოს­თვის "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ პარ­ლა­მენ­ტში მათ­თან ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დავით უსუფაშვილი - მოსაზრებები, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას საფრთხე ემუქრება, უსაფუძვლოა

დავით უსუფაშვილი - მოსაზრებები, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას საფრთხე ემუქრება, უსაფუძვლოა

საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიუხედავად ქვეყნის განვითარების კურსი და მთავრობის პოლიტიკა უცვლელი რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუ რაიმე პრობლემა შეექმნა ამ კურსის აღსრულებას, ეს არის მინისტრების გადადგომა. "მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ყველა გულშემატკივარს, მათ შორის უცხოეთში და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიუხედავად ქვეყნის განვითარების კურსი და მთავრობის პოლიტიკა რჩება უცვლელლი.

ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და პარლამენტს ეს კურსი განსაზღვრული აქვს არაერთხელ, მათ შორის ბოლოს, 2014 წლის ივლისში, როდესაც ჩვენ დავამტკიცეთ საქართველოს მთავარობის ახალი შემადგენლობა და მთავრობის საქმიანობის პროგრამა. ყოველგვარი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ რაიმე საფრთხე ემუქრება ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას, არის უსაფუძვლო. თუ რაიმე საფრთხე და პრობლემები შეექმნა ამ კურსის აღსრულებას, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში ამ მიმართულების წამყვანი მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებით, ამან შექმნა პრობლემები ამ კურსის აღსრულების მიმართულებით, რადგან წამყვანი სამინისტროები გარკვეული დროის განმავლობაში აღმოჩნდა ხელმძღვანელების გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამ თანამდებობებს დაიკავებენ შესაბამისი კვალიფიკაციის და ხედვების მქონე ადამიანები და ქვეყანა გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას", - აღნიშნა უსუფაშვილმა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრებს, რომლებმაც "ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანეს ქვეყნის წინსვლაში" სწორედ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით.

"მინდა გამოვთქვა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ მათთან ერთად კოალიცია "ქართულ ოცნებას", მთავრობას და პარლამენტს აღარ მოუწევს საქმიანობა. ჩვენ ამ მინისტრებთან ერთად დავამტკიცეთ მთავრობა და გვქონდა მათი იმედი. გვინდოდა ბოლომდე ემსახურათ ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის. ვისურვებდი, რომ ეს მოვლენები ასე ფორსირებულად არ განვითარებულიყო", - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ "თავისუფალი დემოკრატების" გასვლით მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა. მან ერთად ბრძოლოსთვის "თავისუფალ დემოკრატებს" მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობა იქნება სხვადასხვა საკითხებზე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა