"ალასანია რეალურად ოპოზიციაში წასვლისთვის და პრეზიდენტობისთვის ემზადება" - ნინო შავგულიძე

"ალასანია რეალურად ოპოზიციაში წასვლისთვის და პრეზიდენტობისთვის ემზადება" - ნინო შავგულიძე

მსახიობი ნინო შავგულიძე სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

"თავიდანვე, აი იმ დროიდან, როდესაც პირველი ეგრეთ წოდებული დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა საქართველოში, არა ერთი ადამიანი გარკვეულ ამინდს ქმნიდა ალასანიასთან დაკავშირებით და წინასწარ დაიწყო მითქმა მოთქმა, რომ ალასანიას მალე მოხსნიან და მის მინისტრობას დიდი დღე არ უწერია. ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია! მარიონეტები არიან პოლიტიკოსები, მინისტრები, პარლამენტის წევრები.

მოსაზრება ერთი: ყველაფერი ფარსია და ალასანია რეალურად ოპოზიციაში წასვლისთვის და პრეზიდენტობისთვის ემზადება.

მოსაზრება ორი: ალასანიას გუნდით გააძლიერა ოცნებამ ოპოზიცია, ასე ვთქვათ გამოიყენა დროებით და შემდგომ მოისროლა.

მოსაზრება სამი: პრემიერ-მინისტრს გულზე მოხვდა მისი პოლიტიკური განცხადება (04.11.14)

მოსაზრება ოთხი: ჩორტ ევო ზნაეტ! (პა რუსკი)...", - დაწერა ნინო შავგულიძემ.

მსახიობის პოსტი ერთ-ერთმა მეგობარმა გააპროტესტა, რაც ნინოს უპასუხოდ არ დაუტოვებია:

- მსახიობი ისეთივე მოქალაქეა თავისი ქვეყნის, როგორიც თქვენ ბრძანდებით მიხეილ. მეც ისევე მინდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება, როგორც თქვენ. და მე, მიუხედავად იმისა, რომ "მსახიობი" ვარ, მაქვს უფლება ჩემი აზრი გამოვთქვა. მითუმეტეს, ჩემი პირადი სოციალური ქსელის კედელზე! და თუ გსურთ ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის ჩამკვდარი ხელოვნება საქართველოში, პირადში მომწერეთ და ვეცდები კარგად აგიხსნათ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს