სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი მარგველაშვილი მთავრობას და პარლამენტს მიმართავს - პრეზიდენტის საგანგებო განცხადება
გიორგი მარგველაშვილი მთავრობას და პარლამენტს მიმართავს - პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს მი­მარ­თავს.

რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღეს სა­ღა­მოს გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი, რომ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ისეთ ერს, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია ძა­ლი­ან მტკი­ცე არ­ჩე­ვა­ნი თა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ში.

"ეს არ­ჩე­ვა­ნი არის ის ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც არა ჩვენ ან რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ გა­ა­კე­თა, არა­მედ გა­ა­კე­თეს ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა. ამ არ­ჩე­ვა­ნის სამ­სა­ხუ­რი არის დიდი პა­ტი­ვი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კურ­სის ცვლი­ლე­ბა არის რე­ა­ლუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი. მაგ­რამ, ამას­თან ერ­თად, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ის­ვას კი­თხვა, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნად ვემ­სა­ხუ­რე­ბით თი­თო­ე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ჩვე­ნი ერის ნე­ბას და ამ კი­თხვას უნდა გა­ე­ცეს ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხე­ბი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი უნდა იყოს უაღ­რე­სად ეფექ­ტი­ა­ნი, კონ­სტი­ტი­უ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე გან­ხი­ლულ იქ­ნას სა­კი­თხი ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­სა და ნა­ტოს-თან არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის ეფექ­ტი­ა­ნი იმპლე­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ხსე­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხის გან­ხილ­ვას და­ვეს­წრე­ბი მე და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი.

აგ­რეთ­ვე ვთხოვ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, უახ­ლო­ე­სი პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მის დღის წეს­რიგ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს პრე­ზი­დენ­ტის სა­გან­გე­ბო მი­მარ­თვა პარ­ლა­მენ­ტი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიორგი მარგველაშვილი მთავრობას და პარლამენტს მიმართავს - პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

გიორგი მარგველაშვილი მთავრობას და პარლამენტს მიმართავს - პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მთავრობას და პარლამენტს მიმართავს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსები არიან ბედნიერები, რომ ემსახურებიან ისეთ ერს, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე არჩევანი თავის ღირებულებებში.

"ეს არჩევანი არის ის ევროპული არჩევანი, რომელიც არა ჩვენ ან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა, არამედ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა. ამ არჩევანის სამსახური არის დიდი პატივი. შესაბამისად, საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება არის რეალურად შეუძლებელი. მაგრამ, ამასთან ერთად, სრულიად შესაძლებელია დაისვას კითხვა, რამდენად ეფექტიანად ვემსახურებით თითოეული პოლიტიკოსი ჩვენი ერის ნებას და ამ კითხვას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სამსახური უნდა იყოს უაღრესად ეფექტიანი, კონსტიტიუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მივმართავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს - საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოს-თან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და უშიშროების საბჭოს მდივანი.

აგრეთვე ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, უახლოესი პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოებისადმი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა