ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი, ჟურნალ Vanity fair-ს ახალი ნომრის ყდაზე პოზირებს. ფოტოზე ვარსკვლავი თავშეკავებული რკინის ლედის იმიჯით არის აღბეჭდილი. მას თითქმის არ აქვს მაკიაჟი და ტანსაცმელიც ძალიან მოკრძალებულად გამოიყურება - უბრალო თეთრი პერანგი.
გადაღებების დროს მსახიობმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსის კარიერაზე ხშირად ფიქრობს:
”როდესაც ჰუმანიტარული საქმიანობით ხარ დაკავებული, ხვდები, რომ პოლიტიკასაც უნდა მიაქციო ყურადღება. იმიტომ რომ, თუ გინდა რადიკალური ცვლილებების მიღწევა, პასუხისმგებლობა გელის წინ. თუმცა არ ვიცი, რომელ ამპლუაში უფრო სარგებლის მომტანი ვიქნები, მე მსახიობობით ვშოულობ ფულს, ამიტომ ეს ჩემი მიზნის განხორციელებას ართულებს”, - განაცხადა მსახიობმა.
აღსანიშნავია, რომ ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩია. როდესაც მას კითხეს, მზად იყო თუ არა პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად, ჯოლიმ უპასუხა: ”მე მზად ვარ ამისთვის”.
მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.