სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა" - დოდონა კიზირია ლალი ბადურაშვილს
"იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა" - დოდონა კიზირია ლალი ბადურაშვილს

იხი­ლეთ| ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლის გამო ლალი ბა­დუ­რაშ­ვილს შე­უ­რა­ცხყო­ფა სა­ხალ­ხოდ მი­ა­ყე­ნეს

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე პრო­ფე­სო­რი, დო­დო­ნა კი­ზი­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მსა­ხი­ობ ლალი ბა­დუ­რაშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო აკ­რი­ტი­კებს და ვრცელ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.

"მე­გობ­რე­ბო, ეგებ ვინ­მეს გაქვთ კავ­ში­რი ლალი ბა­დუ­რაშ­ვილ­თან. ეხლა ფე­ის­ბუკ­ზე რომ არის იმას­თან არა, არ ვიც­ნობ. აი, იმას­თან, მსა­ხი­ო­ბი რომ და­არ­ქვეს და "დი­დოდსტა­ტის მარ­ჯვე­ნა"-ში რომ შო­რე­ნას თა­მა­შობ­და. გე­ხოს­მებთ, რო­გორ არა, გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის სამი დახ­ვე­წი­ლი მე­თო­დი ჰქონ­და: გა­ხედ­ვა მარ­ჯვნივ (უზო­მო სი­ხა­რუ­ლი), გა­ხედ­ვა მარ­ცხნივ (უზო­მო სევ­და) და და­ხედ­ვა დაბ­ლა (მორ­ცხვი კეკ­ლუ­ცო­ბა). აი, სწო­რედ იმ ლა­ლის ეგებ რო­გორ­მე მი­აწ­ვდი­ნოთ ჩემი სტა­ტუ­სი. ფე­ის­ბუკ­ზე არ ჩანს და მი­სა­მარ­თი არ ვიცი.

ლალი, გე­ნაც­ვა­ლე, გახ­სო­ვარ? - დო­დო­ნა კი­ზი­რია. სა­ბავ­შვო ბაღ­ში ერ­თად დავ­დი­ო­დით და მერე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­შიც ერ­თად ვსწავ­ლობ­დით მე­ექ­ვსე კლა­სამ­დე. ყო­ველ­თვის ბრიყ­ვი იყა­ვი, ჩემო კარ­გო. "მე პტა­რა გოგო ვარ, გა­მოვ­დი­ვარ სცე­ნა­ზეც..." კი ვერ და­ი­ზე­პი­რე. ლა­მა­ზი იყა­ვი, ამას არ წა­გარ­თმევ. სი­ლა­მა­ზე გე­მოვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მახ­სოვს, ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონ­დი. ჰოდა, ამ სი­ლა­მა­ზე­ზე მინ­და სა­ბან­კო ტერ­მი­ნე­ბით აგიხ­სნა რა­ღაც. ძალ­ზე მარ­ტი­ვად, რად­გან რთულს შენ მა­ინც ვერ გა­ი­გებ.

აი, წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ბან­კში გაქვს საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა. შენ ეს თან­ხა ნელ-ნელა გა­მო­გაქვს, რად­გან ლა­მაზ ქალს დიდი ხარ­ჯე­ბი აქვს - ჩაც­მა, და­ხურ­ვა, გავ­ლა-გა­მოვ­ლა და ასე შემ­დეგ. ფუ­ლიც თან­და­თა­ნო­ბით ილე­ვა. თუ ამ თან­ხის რა­ღაც ნა­წილს ასე თუ ისე მომ­გე­ბი­ა­ნად არ და­ა­ბან­დებ, რათა პრო­ცენ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ნა­ხარ­ჯის ნა­წი­ლი აღიდ­გი­ნო და სი­ბე­რის­თვის გე­ყოს, მა­შინ ბან­კში აღა­რაფ­რი დაგ­რჩე­ბა - ფაფუ! ხარ ბანკრო­ტი.

ზუს­ტად ასე­ვეა სი­ლა­მა­ზეც. დრო მის მი­მართ და­უნ­დო­ბე­ლია და ნელ-ნელა ცვეთს და ხარ­ჯავს, მე­ტა­ფო­რუ­ლად რომ ვთქვათ. თუ სი­ცოხ­ლე­ში რა­ი­მე მომ­გე­ბი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ და­ა­ბან­დე - ცოდ­ნა, გა­ნათ­ლე­ბა, ნა­კი­თხო­ბა, თუ ნიჭი გაქვს, მისი გან­ვი­თა­რე­ბა. ნუ, შენ სამ­წუ­ხა­როდ ნიჭი არ გქო­ნია, მაგ­რამ დრო გქონ­და და სხვა რა­მის გა­კე­თე­ბა შე­გეძ­ლო. როცა ამ მხა­რეს უგუ­ლე­ბელ­ჰყოფ, ხარ ბანკრო­ტი ჭეშ­მა­რი­ტად ადა­მი­ა­ნუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თვით­შეგ­ნე­ბის მხრივ. აი, ეს ხარ შენ - სი­ლა­მა­ზე და­კარ­გე, ჭკუა არ მო­გე­მა­ტა. ალ­ბათ გე­გო­ნა, ყო­ველ­თვის კუდ­რა­ჭა, ლა­მა­ზი ლალი იქ­ნე­ბო­დი, არა?

ამ "ფე­ის­ბიკ­ზე" უამ­რა­ვი ლა­მა­ზი და მზე­თუ­ნა­ხა­ვი ქალი გა­ვი­ცა­ნი. ბევრთან შენ ახ­ლოც ვერ მოხ­ვალ, მაგ­რამ მთვა­რი ის არის, რომ მათ ღმერ­თის თუ გან­გე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი კა­პი­ტა­ლი კარ­გად გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ - არი­ან ჭკვი­ა­ნე­ბი, გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი. შენ კი იმ­დე­ნად უტვი­ნო ხარ, რომ არც კი გეს­მის შენი სი­ტყვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა - ბო­ლოს­და­ბო­ლოს მი­ახ­ვრი­ტეთ ეს ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი (რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ა­კაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი უნდა იყოს) და და­ვის­ვე­ნებ­თო. ასე­თი "სიბ­რძნე" თავ­გა­დაკ­ლუ­ლი მე­ოც­ნე­ბე­ე­ბის­გა­ნაც არ გა­მი­გო­ნია.

რამ გა­გა­ცო­ფა ასე, იმან რომ შენი ქა­ლიშ­ვი­ლი პრი­მა მომ­ღე­რა­ლი არ გა­ხა­დეს? ამის გამო, შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გქონ­დეს ათა­სო­ბით ადა­მი­ანს (ბევ­რნი ვართ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი) სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტებ­დი? მარ­თლა ასე­თი რეგ­ვე­ნი ხარ? თუ არ იცო­დი, რომ რეგ­ვე­ნი ხარ? აი, გე­უბ­ნე­ბი, რეგ­ვე­ნი კი არა, ხარ ერ­თუ­ჯრე­დი­ა­ნი არ­სე­ბა - ინ­ფუ­ზო­რია-ფოს­ტა­ლი. გახ­სოვს, სკო­ლა­ში ვის­წავ­ლეთ ამის შე­სა­ხებ? ამი­ტომ, გე­ნაც­ვა­ლე, თავს ნუ ირ­ცხვენ, პო­ლი­ტი­კა­ში ნუ ერე­ვი და გან­ცხა­დე­ბებს ნუ აკე­თებ. რა­ი­მე საქ­მე გა­ი­ჩი­ნე და გა­ერ­თე, სა­ნამ ჯერ კი­დევ ცო­ცხლე­ბი ვართ ამ ქვე­ყა­ნა­ზე.

აბა, ჰე! კარ­გად იყა­ვი", - წერს კი­ზი­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა" - დოდონა კიზირია ლალი ბადურაშვილს

"იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა" - დოდონა კიზირია ლალი ბადურაშვილს

იხილეთ| ინტერვიუ, რომლის გამო ლალი ბადურაშვილს შეურაცხყოფა სახალხოდ მიაყენეს

ამერიკაში მოღვაწე პროფესორი, დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში, მსახიობ ლალი ბადურაშვილს პოლიტიკური შეხედულებების გამო აკრიტიკებს და ვრცელ წერილს აქვეყნებს.

"მეგობრებო, ეგებ ვინმეს გაქვთ კავშირი ლალი ბადურაშვილთან. ეხლა ფეისბუკზე რომ არის იმასთან არა, არ ვიცნობ. აი, იმასთან, მსახიობი რომ დაარქვეს და "დიდოდსტატის მარჯვენა"-ში რომ შორენას თამაშობდა. გეხოსმებთ, როგორ არა, გრძნობების გამოხატვის სამი დახვეწილი მეთოდი ჰქონდა: გახედვა მარჯვნივ (უზომო სიხარული), გახედვა მარცხნივ (უზომო სევდა) და დახედვა დაბლა (მორცხვი კეკლუცობა). აი, სწორედ იმ ლალის ეგებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი სტატუსი. ფეისბუკზე არ ჩანს და მისამართი არ ვიცი.

ლალი, გენაცვალე, გახსოვარ? - დოდონა კიზირია. საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით და მერე საშუალო სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით მეექვსე კლასამდე. ყოველთვის ბრიყვი იყავი, ჩემო კარგო. "მე პტარა გოგო ვარ, გამოვდივარ სცენაზეც..." კი ვერ დაიზეპირე. ლამაზი იყავი, ამას არ წაგართმევ. სილამაზე გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მახსოვს, ყველას ძალიან მოსწონდი. ჰოდა, ამ სილამაზეზე მინდა საბანკო ტერმინებით აგიხსნა რაღაც. ძალზე მარტივად, რადგან რთულს შენ მაინც ვერ გაიგებ.

აი, წარმოიდგინე, რომ ბანკში გაქვს საკმაოდ დიდი თანხა. შენ ეს თანხა ნელ-ნელა გამოგაქვს, რადგან ლამაზ ქალს დიდი ხარჯები აქვს - ჩაცმა, დახურვა, გავლა-გამოვლა და ასე შემდეგ. ფულიც თანდათანობით ილევა. თუ ამ თანხის რაღაც ნაწილს ასე თუ ისე მომგებიანად არ დააბანდებ, რათა პროცენტების საშუალებით დანახარჯის ნაწილი აღიდგინო და სიბერისთვის გეყოს, მაშინ ბანკში აღარაფრი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი.

ზუსტად ასევეა სილამაზეც. დრო მის მიმართ დაუნდობელია და ნელ-ნელა ცვეთს და ხარჯავს, მეტაფორულად რომ ვთქვათ. თუ სიცოხლეში რაიმე მომგებიან საქმიანობაში არ დააბანდე - ცოდნა, განათლება, ნაკითხობა, თუ ნიჭი გაქვს, მისი განვითარება. ნუ, შენ სამწუხაროდ ნიჭი არ გქონია, მაგრამ დრო გქონდა და სხვა რამის გაკეთება შეგეძლო. როცა ამ მხარეს უგულებელჰყოფ, ხარ ბანკროტი ჭეშმარიტად ადამიანური, სოციალური თვითშეგნების მხრივ. აი, ეს ხარ შენ - სილამაზე დაკარგე, ჭკუა არ მოგემატა. ალბათ გეგონა, ყოველთვის კუდრაჭა, ლამაზი ლალი იქნებოდი, არა?

ამ "ფეისბიკზე" უამრავი ლამაზი და მზეთუნახავი ქალი გავიცანი. ბევრთან შენ ახლოც ვერ მოხვალ, მაგრამ მთვარი ის არის, რომ მათ ღმერთის თუ განგების მიერ მიცემული კაპიტალი კარგად გამოუყენებიათ - არიან ჭკვიანები, გონებაგახსნილები, საინტერესოდ მოაზროვნეები. შენ კი იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა - ბოლოსდაბოლოს მიახვრიტეთ ეს ნაციონალები (რასაკვირველია, სააკაშვილი პირველი უნდა იყოს) და დავისვენებთო. ასეთი "სიბრძნე" თავგადაკლული მეოცნებეებისგანაც არ გამიგონია.

რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს? ამის გამო, შესაძლებლობა რომ გქონდეს ათასობით ადამიანს (ბევრნი ვართ ნაციონალები) სასიკვდილოდ გაიმეტებდი? მართლა ასეთი რეგვენი ხარ? თუ არ იცოდი, რომ რეგვენი ხარ? აი, გეუბნები, რეგვენი კი არა, ხარ ერთუჯრედიანი არსება - ინფუზორია-ფოსტალი. გახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ ამის შესახებ? ამიტომ, გენაცვალე, თავს ნუ ირცხვენ, პოლიტიკაში ნუ ერევი და განცხადებებს ნუ აკეთებ. რაიმე საქმე გაიჩინე და გაერთე, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ ამ ქვეყანაზე.

აბა, ჰე! კარგად იყავი", - წერს კიზირია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს