მეწყერის გამო ჩოხატაურში ხუთი ოჯახი ევაკუირებულია

მეწყერის გამო ჩოხატაურში ხუთი ოჯახი ევაკუირებულია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში მეწყერი რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა. დაზიანდა სოფლის ცენტრალური გზა და რამდენიმე ოჯახის კარმიდამო. დაზიანებული ადგილები გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.

"საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ჩამოწოლილი მეწყერი ხუთ ოჯახს უქმნის საფრთხეს. მთავარია, ადამიანები საფრთხეს ავაცილოთ და ამიტომ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ამ ოჯახების ევაკუირების შესახებ", - აღნიშნა გიორგი ჩხაიძემ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა