"წმინდანების სახელები ქუჩებს არ უნდა ერქვას" - ცოტნე გამსახურდია მამა გაბრიელის გამზირს აპროტესტებს

"წმინდანების სახელები ქუჩებს არ უნდა ერქვას" - ცოტნე გამსახურდია მამა გაბრიელის გამზირს აპროტესტებს

გუშინ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარებული ბერი გაბრიელ სალოსის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ისნის რაიონში მდებარე წულაძის ქუჩის N23-ში ბერი გაბრიელის სახელობის ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ქ.ჩოლოყაშვილისა და ბ.ხმელნიცკის ქუჩის ნაწილს კი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სახელი რამდენიმე დღის წინ შეეცვალა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი ეწოდა. თემას სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია ეხმაურება.

"ჩემი აზრით, წმინდანების სახელები ქუჩებს არ უნდა ერქვას. მანქანებზე ნაირნაირი კონფიგურაციის ჯვრები აკრული არ უნდა იყოს... საკურთხეველი ტურისტულ ადგილად არ უნდა აქციონ... არა, განა იმიტომ რომ ფანატიკოსი ვარ! უბრალოდ, პროფანიზაციიდან უფრო ბნელი ფანატიზმი მოდის, ნახევრადმცოდნეობიდან, ვიდრე თუნდაც "სუფთად შენახული", საკრალური რელიიური ტრადიციიდან. აქედან იშვის სწორედ რელიგიის წარმართული გაგება, როდესაც "ღმერთი", თუნდაც მონოთეისტურ რელიგიაში, რეალურად წარმართულ, სურვილების აღმასრულებელ კერპად იქცევა. ამ დროს აქცენტი, მარკეტინგის გამოცდილი პრინციპების თანახმად, რაოდენობაზე კეთდება და პროფანული რელიგიაც ფრიიიად შემოსავლიანია შესაბამისად, მეტ ადამიანს უჩნდება მისი "მსახურების" სურვილი... პროფანიზაციის, ფანატიზმის ხარისხიც სულ უფრო იზრდება, ჩაკეტილი წრეა ერთგვარი. ფანატიზმს უკვე ლუკმაპურის დაკარგვის თუ იდუმალი ვნება-სურვილების აუსრულებლობის შიში კიდევ უფრო აძლიერებს და შედეგიც საზეზ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ნუ გეგონებათ, რომ დღეს ყოველ შესახვევში მდგომი ახალი ეკლესია ქრისტეს მოძღვრების ტრიუმფს ნიშნავს!

P.S. ჩემთვის დიდი ხნის ამოუხსნელი საიდუმლოა, როგორ მივიღეთ 90 % ათეისტისაგან 25 წელიწადში ამდენივე მორწმუნე. სასწაულებრივი ვერსიების წარმოდგენით თავს ნუ შეიწუხებთ", - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს