ქობულეთში 86 წლის მოხუცს სცემეს

ქობულეთში 86 წლის მოხუცს სცემეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში 86 წლის მოხუცი კუკური გირკელიძე სცემეს. შემთხვევა 31 ოქტომბერს, საღამოს 23:00 საათზე, გირკელიძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა. მას სახლში უცნობი პირი შეუვარდა და სცემა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კუკური გირკელიძის შვილმა ჯემალ გირკელიძემ განუცხადა, დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, შოკური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

"ახლა იგი სტაბილურადაა. ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, შოკური თერაპიის განყოფილებაში", - აღნიშნა ჯემალ გირკელიძემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მისივე განმარტებით, მოხუცი უცნობმა პირმა სასიკვდილოდ სცემა.

"საქმეს პოლიცია იძიებს, მოხუცს სახლში შეუვარდა ვიღაც პირი, გირკელიძე სასიკვდილოდ არის ნაცემი", - აღნიშნა სულხან ევგენიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია