სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით ყალ­ბი ფუ­ლის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე ხუთი მო­ქა­ლა­ქე - ვლა­დი­მერ ჩხიკ­ვა­ძე, გაგა ჩხიკ­ვა­ძე, შალ­ვა ჩხიკ­ვა­ძე, თე­ო­ნა კი­ლა­ძე და მაკა ტყაბ­ლა­ძე და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კით, სკა­ნე­რით, სა­ღე­ბა­ვე­ბი­თა და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ახ­დენ­დნენ დიდი ოდე­ნო­ბით ყალ­ბი 100 ლა­რი­ა­ნი კუ­პი­უ­რე­ბის დამ­ზა­დე­ბას, რა­საც შემ­დგომ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში ასა­ღებ­დნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლებს და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში თან ჰქონ­დათ ყალ­ბი 100 ლა­რი­ა­ნი კუ­პი­უ­რე­ბი. გარ­და ამი­სა, ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია ყალ­ბი ფული მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან და სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი­დან. გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც ხდე­ბო­და ყალ­ბი კუ­პი­უ­რე­ბის დამ­ზა­დე­ბა.

და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 212-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ხუთი მოქალაქე - ვლადიმერ ჩხიკვაძე, გაგა ჩხიკვაძე, შალვა ჩხიკვაძე, თეონა კილაძე და მაკა ტყაბლაძე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები კომპიუტერული ტექნიკით, სკანერით, საღებავებითა და სხვა საშუალებებით ახდენდნენ დიდი ოდენობით ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადებას, რასაც შემდგომში საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქალაქში არსებულ სავაჭრო ობიექტებში ასაღებდნენ.

ბრალდებულებს დაკავების მომენტში თან ჰქონდათ ყალბი 100 ლარიანი კუპიურები. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი ფული მათი საცხოვრებელი სახლებიდან და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან. გამოძიების მიერ ასევე ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლითაც ხდებოდა ყალბი კუპიურების დამზადება.

დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ