უახლოესი ორი დღის განმავლობაში მთელ საქართველოში იწვიმებს, – ამის შესახებ Ambebi.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა:
"1-ლი ნოემბრის ღამეს მთელ საქართველოში მოიმატებს ცივი ჰაერის მასების გავრცელება და იწვიმებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა. ხვალიდან მთელ საქართველოში გაძლიერდება ქარი, მათ შორის დედაქალაქშიც. იქროლებს ქარი 15-20 მ/წმ-ში. ასეთი ამინდი შენარჩუნდება 3 ნოემბრამდე.
3 ნოემბრის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში შეწყდება წვიმა. 3 ნოემბრის ღამით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურის -1 გრადუსამდე დაცემა".