სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საშინელებათა ფილმები, რომლებიც ჰელოუინზე უნდა ნახოთ
საშინელებათა ფილმები, რომლებიც ჰელოუინზე უნდა ნახოთ

დღეს ჰე­ლო­უ­ი­ნია, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სა­შიშ კოს­ტუ­მებ­ში ეწყო­ბი­ან და მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბის მი­ღე­ბას ცდი­ლო­ბენ. ჩვენ წარ­მო­გიდ­გენთ იმ ფილ­მე­ბის სიას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა დღე­ვან­დელ დღეს და რომ­ლე­ბის ნახ­ვაც სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­გა­ტა­რე­ბი­ნებთ ჰე­ლო­უ­ი­ნის სა­ღა­მოს.

 

The shining

სტენ­ლი კუბ­რი­კის კლა­სი­კუ­რი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მი ჟან­რის ეტა­ლო­ნი და სა­ზა­რე­ლი მო­მენ­ტე­ბის სა­ბა­დოა. გრძელ კო­რი­დო­რებ­ში ვე­ლო­სი­პე­დით გა­და­ად­გი­ლე­ბა ისე, თით­ქოს უკან ბო­რო­ტი ძა­ლე­ბის მთე­ლი არ­მია მოგ­ყვე­ბა, შეშ­ლი­ლი ჯეკ ნი­კოლ­სო­ნი ნა­ჯა­ხით ხელ­ში, პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი შელი დუ­ვა­ლი, თოვ­ლი­ან ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი დენი ლო­ი­დი და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ლიფ­ტი­დან სის­ხლის ჩანჩქე­რი. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ნა­თე­ბა" ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მია.

The orphanage

მექ­სი­კას ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან ცოტა ფილ­მი თუ უწარ­მო­ე­ბია, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე შთამ­ბეჭ­და­ვია, რო­გორც The orphanage. აქ არის დე­ტექ­ტი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბი, ზე­ბუ­ნებ­რი­ვი მის­ტი­კა და გა­უ­ნე­ლე­ბე­ლი ინ­ტე­რე­სი იმის გა­გე­ბი­სა, თუ რა ხდე­ბა, რა­ტომ ხდე­ბა და ვინ აკე­თებს ამ ყვე­ლა­ფერს.

Halloween

ალ­ბათ იდე­ა­ლუ­რი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მი, რო­მე­ლიც ჰე­ლო­უ­ინ­ზე შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ, არის ჯონ კარ­პენ­ტე­რის "ჰე­ლო­უ­ი­ნი". სა­ერ­თოდ, სწო­რედ აქე­დან წა­მო­ვი­და ტრა­დი­ცია შემ­ზა­რა­ვი ის­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ ფილ­მე­ბი გა­და­ე­ღოთ ყო­ველ წელს. ამი­ტომ, თუ ჯერ არ გი­ნა­ხავთ, აუ­ცი­ლებ­ლად უყუ­რეთ.

Let the right one in

შვე­დუ­რი ფილ­მი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ვამ­პი­რუ­ლი თე­მა­ტი­კა გა­დაყ­ვა­ნი­ლია უფრო მე­ტად დრა­მა­ტულ მე­დი­უმ­ში, მაგ­რამ და­ძა­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო და სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ეპი­ზო­დე­ბი აქ გა­ცი­ლე­ბით ბევ­რია.

The exorcist

პირ­ვე­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მი, რო­მე­ლიც ოს­კარ­ზე წა­რად­გი­ნეს. ემო­ცი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­გა­შის გა­მომ­წვე­ვი სი­უ­ჟე­ტი სა­უ­კე­თე­სოდ ახ­დენს რე­ლი­გი­უ­რი და ამო­უც­ნო­ბი­სად­მი ში­შის ილუსტრა­ცი­ას. რე­ლე­ვან­ტუ­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბი და გრი­მი თქვენ­ში მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვას უპ­რობ­ლე­მოდ მო­ა­ხერ­ხებს.

Cabin in the woods

რე­ა­ლუ­რად "koteji tyeSi" "ჰო­რორ­ზე" მე­ტად ამ ჟან­რის დე­კონ­სტრუქ­ცი­აა. სცე­ნა­რის­ტებ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მის სი­უ­ჟე­ტის ერთ ფილმში ამოხ­სნა მო­ა­ხერ­ხეს. ამის შემ­დეგ შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის სუ­რათს უყუ­რო ისე, რომ არ გა­ავ­ლო პა­რა­ლე­ლი ამ ფილმთან. გარ­და იმი­სა, რომ დრიუ გო­და­რის სუ­რა­თი სავ­სეა ნო­ვა­ტო­რუ­ლი იდე­ე­ბით, ამას­თან, ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი და სა­სა­ცი­ლო სა­ნა­ხა­ვია. და ეს უახ­ლე­სი წარ­სუ­ლის ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი კი­ნო­პა­რა­დოქ­სია.

The thing

ჯონ კარ­პენ­ტე­რი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რია. მისი ფილ­მოგ­რა­ფია იდე­ა­ლუ­რი შე­სა­ვა­ლია ამ ჟან­რის გა­საც­ნო­ბად. "რა­ღაც" ძა­ლი­ან ატ­მოს­ფე­რუ­ლი და ცივი ფილ­მია, ანუ მოქ­მე­დე­ბა ან­ტარ­ქტი­და­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ოც­რად მის­ტი­კუ­რი, ამო­უც­ნო­ბი და ვი­ზუ­ა­ლუ­რად შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა და­სას­რულს დიდი დი­ლე­მის წი­ნა­შე დაგ­ტო­ვებთ და კარ­გა ხანს გა­ფიქ­რებთ იმა­ზე, თუ რო­გო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია უნდა მის­ცეთ და­სას­რულს.

Evil dead 2

"ბო­რო­ტი მკვდრე­ბი" რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და ნო­ვა­ტო­რუ­ლი ფილ­მია. რე­ჟი­სორ­მა სემ რე­ი­მიმ მო­ა­ხერ­ხა და მი­ზე­რუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში გა­და­ი­ღო ბრწყინ­ვა­ლე სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მი, რო­მე­ლიც ერთ სცე­ნა­ში ძრწოლ­ვას, მე­ო­რე­ში კი შე­უ­ჩე­რე­ბელ ხარ­ხარს იწ­ვევს. თან ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ფილ­მი სიქ­ვე­ლია და თან თით­ქმის იდენ­ტუ­რად იმე­ო­რებს პირ­ველ­წყა­როს სი­უ­ჟეტს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ფილ­მი მო­უ­ლოდ­ნე­ლი ეპი­ზო­დე­ბით, სა­ში­ში მო­მენ­ტე­ბით და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი სი­უ­ჟე­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბით არის და­ხუნძლუ­ლი.

Alien

რიდ­ლი სკოტ­მა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რი სრუ­ლი­ად ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნა, რო­დე­საც მოქ­მე­დე­ბა ღია კოს­მოს­ში გა­და­ი­ტა­ნა. კლა­უსტრო­ფო­ბი­უ­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი, ამო­უც­ნო­ბის შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი შიში და და­ძა­ბუ­ლო­ბის გრძნო­ბა ფილ­მის თან­მდე­ვი ფაქ­ტო­რე­ბია. სპეც-ეფექ­ტე­ბი და დე­კო­რა­ცი­ე­ბი დღემ­დე არ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლა და ისევ ცო­ცხალ სა­ნა­ხა­ო­ბას გვთა­ვა­ზობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საშინელებათა ფილმები, რომლებიც ჰელოუინზე უნდა ნახოთ

საშინელებათა ფილმები, რომლებიც ჰელოუინზე უნდა ნახოთ

დღეს ჰელოუინია, მთელ მსოფლიოში ადამიანები საშიშ კოსტუმებში ეწყობიან და მძაფრი ემოციების მიღებას ცდილობენ. ჩვენ წარმოგიდგენთ იმ ფილმების სიას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება დღევანდელ დღეს და რომლების ნახვაც სასიამოვნოდ გაგატარებინებთ ჰელოუინის საღამოს.

 

The shining

სტენლი კუბრიკის კლასიკური საშინელებათა ფილმი ჟანრის ეტალონი და საზარელი მომენტების საბადოა. გრძელ კორიდორებში ველოსიპედით გადაადგილება ისე, თითქოს უკან ბოროტი ძალების მთელი არმია მოგყვება, შეშლილი ჯეკ ნიკოლსონი ნაჯახით ხელში, პანიკაში ჩავარდნილი შელი დუვალი, თოვლიან ლაბირინთში მორბენალი დენი ლოიდი და რასაკვირველია, ლიფტიდან სისხლის ჩანჩქერი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”ნათება” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ფილმია.

The orphanage

მექსიკას ბოლო წლებში ძალიან ცოტა ფილმი თუ უწარმოებია, რომელიც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც The orphanage. აქ არის დეტექტიური ელემენტები, ზებუნებრივი მისტიკა და გაუნელებელი ინტერესი იმის გაგებისა, თუ რა ხდება, რატომ ხდება და ვინ აკეთებს ამ ყველაფერს.

Halloween

ალბათ იდეალური საშინელებათა ფილმი, რომელიც ჰელოუინზე შეგიძლიათ ნახოთ, არის ჯონ კარპენტერის ”ჰელოუინი”. საერთოდ, სწორედ აქედან წამოვიდა ტრადიცია შემზარავი ისტორიების შესახებ ფილმები გადაეღოთ ყოველ წელს. ამიტომ, თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად უყურეთ.

Let the right one in

შვედური ფილმი თანამედროვე საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ვამპირული თემატიკა გადაყვანილია უფრო მეტად დრამატულ მედიუმში, მაგრამ დაძაბული ატმოსფერო და სულისშემძვრელი ეპიზოდები აქ გაცილებით ბევრია.

The exorcist

პირველი საშინელებათა ფილმი, რომელიც ოსკარზე წარადგინეს. ემოციური და ფსიქოლოგიური განგაშის გამომწვევი სიუჟეტი საუკეთესოდ ახდენს რელიგიური და ამოუცნობისადმი შიშის ილუსტრაციას. რელევანტური ვიზუალური ეფექტები და გრიმი თქვენში მძაფრი ემოციების გამოწვევას უპრობლემოდ მოახერხებს.

Cabin in the woods

რეალურად “koteji tyeSi” "ჰორორზე" მეტად ამ ჟანრის დეკონსტრუქციაა. სცენარისტებმა აბსოლუტურად ყველა საშინელებათა ფილმის სიუჟეტის ერთ ფილმში ამოხსნა მოახერხეს. ამის შემდეგ შეუძლებელია საშინელებათა ჟანრის სურათს უყურო ისე, რომ არ გაავლო პარალელი ამ ფილმთან. გარდა იმისა, რომ დრიუ გოდარის სურათი სავსეა ნოვატორული იდეებით, ამასთან, ძალიან მხიარული და სასაცილო სანახავია. და ეს უახლესი წარსულის ყველაზე მშვენიერი კინოპარადოქსია.

The thing

ჯონ კარპენტერი საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია. მისი ფილმოგრაფია იდეალური შესავალია ამ ჟანრის გასაცნობად. ”რაღაც” ძალიან ატმოსფერული და ცივი ფილმია, ანუ მოქმედება ანტარქტიდაზე მიმდინარეობს. საოცრად მისტიკური, ამოუცნობი და ვიზუალურად შთამბეჭდავი სანახაობა დასასრულს დიდი დილემის წინაშე დაგტოვებთ და კარგა ხანს გაფიქრებთ იმაზე, თუ როგორი ინტერპრეტაცია უნდა მისცეთ დასასრულს.

Evil dead 2

”ბოროტი მკვდრები” რევოლუციური და ნოვატორული ფილმია. რეჟისორმა სემ რეიმიმ მოახერხა და მიზერული ბიუჯეტის ფარგლებში გადაიღო ბრწყინვალე საშინელებათა ფილმი, რომელიც ერთ სცენაში ძრწოლვას, მეორეში კი შეუჩერებელ ხარხარს იწვევს. თან ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ფილმი სიქველია და თან თითქმის იდენტურად იმეორებს პირველწყაროს სიუჟეტს. მიუხედავად ამისა, ფილმი მოულოდნელი ეპიზოდებით, საშიში მომენტებით და არაპროგნოზირებადი სიუჟეტური განვითარებით არის დახუნძლული.

Alien

რიდლი სკოტმა საშინელებათა ჟანრი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა, როდესაც მოქმედება ღია კოსმოსში გადაიტანა. კლაუსტროფობიული შეგრძნებები, ამოუცნობის შემაძრწუნებელი შიში და დაძაბულობის გრძნობა ფილმის თანმდევი ფაქტორებია. სპეც-ეფექტები და დეკორაციები დღემდე არ მოძველებულა და ისევ ცოცხალ სანახაობას გვთავაზობს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს