სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს
პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს

პარ­ლა­მენ­ტი "ელექტრო­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტო­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს­ვე იმ­სჯე­ლებს. ამის შე­სა­ხებ დღე­ვან­დელ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს­ვე იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის შე­ნიშ­ვნე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის ან ვე­ტოს დაძ­ლე­ვის თა­ო­ბა­ზე.

"პრე­ზი­დენ­ტმა გა­მო­ი­ყე­ნა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა, ვეტო და­ა­დო კა­ნონპ­რო­ექტს და გა­მო­აგ­ზავ­ნა პარ­ლა­მენ­ტში თა­ვი­სი შე­ნიშ­ვნე­ბით. შე­ნიშ­ნე­ბის და­სა­ბუ­თე­ბის ნა­წილ­ზე ახლა არ შევ­ჩერ­დე­ბი, თა­ვად არ­სობ­რი­ვი მხა­რე კი გახ­ლავთ ის, რომ პრე­ზი­დენ­ტი გვთა­ვა­ზობს, რომ ის ვადა, რო­მე­ლიც ხვალ იწუ­რე­ბა, გაგ­რძელ­დეს 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე და არა 28 თე­ბერ­ვლამ­დე. სა­უ­ბა­რია გა­და­დე­ბის ვა­დის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე და არა სხვა რა­ი­მე სა­კი­თხზე. შე­მო­სუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ე­ცა იუ­რი­დი­ულ კო­მი­ტეტს, რო­გორც ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი. იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტი იმ­სჯე­ლებს ამ სა­კი­თხზე როცა შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი, რო­მე­ლიც მომხსე­ნე­ბე­ლია და რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის­კენ უკვე მო­ე­მარ­თე­ბა. ასე რომ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ჩვენ დღეს­ვე გან­ვი­ხი­ლოთ ეს სა­კი­თხი და მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ან პრე­ზი­დენ­ტის შე­ნიშ­ვნე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ან ვე­ტოს დაძ­ლე­ვის თა­ო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, სიჩ­ქა­რე ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ 1-ელი ნო­ემ­ბე­რი ხვალ არის."თუ რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ვყა­ლიბ­დე­ბით ერ­თობ­ლი­ვად, უმ­ჯო­ბე­სია ის დღეს იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს სპი­კერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს

პარლამენტი "ელექტროული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს. ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, სავარაუდოდ, დღესვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარების ან ვეტოს დაძლევის თაობაზე.

"პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციური უფლება, ვეტო დაადო კანონპროექტს და გამოაგზავნა პარლამენტში თავისი შენიშვნებით. შენიშნების დასაბუთების ნაწილზე ახლა არ შევჩერდები, თავად არსობრივი მხარე კი გახლავთ ის, რომ პრეზიდენტი გვთავაზობს, რომ ის ვადა, რომელიც ხვალ იწურება, გაგრძელდეს 1-ელ დეკემბრამდე და არა 28 თებერვლამდე. საუბარია გადადების ვადის ხანგრძლივობაზე და არა სხვა რაიმე საკითხზე. შემოსული კანონპროექტი განსახილველად გადაეცა იურიდიულ კომიტეტს, როგორც ამას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი. იურიდიული კომიტეტი იმსჯელებს ამ საკითხზე როცა შემოგვიერთდება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელიც მომხსენებელია და რომელიც ქუთაისისკენ უკვე მოემართება. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ჩვენ დღესვე განვიხილოთ ეს საკითხი და მივიღოთ გადაწყვეტილება ან პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარების თაობაზე ან ვეტოს დაძლევის თაობაზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სიჩქარე ამ საკითხთან მიმართებაში განპირობებულია იმით, რომ 1-ელი ნოემბერი ხვალ არის."თუ რაიმე გადაწყვეტილებაზე ვყალიბდებით ერთობლივად, უმჯობესია ის დღეს იქნას მიღებული", - აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა