სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ მოარგო ჟიგოლოს როლი ერეკლე გეწაძეს და სად დარბოდა კილტით
ვინ მოარგო ჟიგოლოს როლი ერეკლე გეწაძეს და სად დარბოდა კილტით

ერეკ­ლე გე­წა­ძე მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის და­სის წევ­რია. იმავდრო­უ­ლად, მო­ნა­წი­ლე­ობს თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკლში "ცხო­ვე­ლე­ბის ფერ­მა". ის მსა­ხი­ო­ბე­ბის - ზურა გე­წა­ძი­სა და ნა­ნუ­კა ლი­თა­ნიშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვა­ჟია და აქვე იმა­საც გე­ტყვით, რომ "ცხო­ვე­ლე­ბის ფერ­მა­ში" ოჯა­ხის სწო­რედ ეს სამი წევ­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. ახ­ლა­ხან რე­ჟი­სორ­მა ოთარ შა­მა­თა­ვამ გა­და­ი­ღო სე­რი­ალ­ში "ფსი­ქო­პატ­თა თა­მა­შე­ბი", რო­მე­ლიც მაია ბურ­ჭუ­ლა­ძის თა­ნა­მედ­რო­ვე დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის წიგ­ნის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა. სა­უ­ბა­რი სწო­რედ ამ თე­მით და­ვი­წყეთ...

- ერეკ­ლე, დღე­დღე­ზე "იმე­დის" ეთერ­ში სე­რი­ა­ლი "ფსი­ქო­პატ­თა თა­მა­შე­ბი" და­ი­წყე­ბა. რო­გორც ვიცი, ერთ-ერთ სე­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ...

- თითო სე­რი­ა­ში ერთი ამ­ბა­ვია მო­თხრო­ბი­ლი, ანუ ერ­თმა­ნეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ეპო­ზო­დე­ბი არ არის. სე­რი­ალ­ში ვას­რუ­ლებ მა­სა­ჟის­ტი, ჟი­გო­ლო ან­რის როლს. თან ბა­ი­კე­რია, მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა. და­დის ხან­ში შე­სულ ქა­ლებ­თან, მა­საჟს უკე­თებს, ალ­ბათ, სხვა რა­მე­საც და ამით აკე­თებს ფულს (იღი­მის).

- ანუ სექ­სუ­ა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს...

- კი, ასე­თი პერ­სო­ნა­ჟია. თუ რაში სჭირ­დე­ბა ფული, მა­ყუ­რე­ბე­ლი სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟე­ტი­დან შე­ი­ტყობს.

- თე­ატ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ჩე­ნი­ლი მსა­ხი­ო­ბი მა­შინ­ვე ხდე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი. მა­ყუ­რე­ბე­ლი იწყებს მის გა­ი­გი­ვე­ბას პერ­სო­ნაჟ­თან. რა სა­ერ­თოს ნა­ხა­ვენ ამ შემ­თხვე­ვა­ში?

- ვე­რა­ნა­ირ სა­ერ­თოს. სე­რი­ალ­ში ნა­წი­ლობ­რივ შეც­ვლი­ლი მაქვს იმი­ჯი, თმა შეკ­რუ­ლი და ნა­ხევ­რად აწე­უ­ლი, ბლან­ჟეს ვა­ტა­რებ. რა­ხან ჟი­გო­ლოა, მისი იმი­ჯი ქა­ლებ­ზე უნდა ყო­ფი­ლი­ყო გათ­ვლი­ლი.

- თმა სე­რი­ა­ლის­თვის გა­ი­ზარ­დე თუ რამე სპექ­ტაკ­ლის­თვის?

- ორი­ვე მი­ზე­ზით. სე­რი­ა­ლის­თვის და ნინი ჩაკ­ვე­ტა­ძის სპექ­ტაკ­ლის­თვის, ესაა ოს­კარ უა­ილ­დის "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრე­ტი". მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში ხუთ ძა­ლი­ან მა­გარ მსა­ხი­ობ­თან ერ­თად, დო­რი­ან გრე­ის როლს ვას­რუ­ლებ. სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა ახ­ლა­ხან გვქონ­და და ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა.

- მა­ნამ­დე თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში "ცხო­ვე­ლე­ბის ფერ­მა" და­იდ­გა...

- დიახ, რო­მელ­შიც სამ როლს ვთა­მა­შობ. თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მოწ­ვე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი გაი მას­ტერ­სო­ნი. მის კას­ტინგზე მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბებს რამ­დე­ნი­მე ცხო­ვე­ლი უნდა გა­ნე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნათ. პირ­ვე­ლი­ვე შეს­ვლა­ზე ხუთი ცხო­ვე­ლი გან­ვა­სა­ხი­ე­რე: მა­მა­ლი, ძაღ­ლი, ყვა­ვი, აფ­თა­რი და ინ­და­უ­რი (იღი­მის). ცხო­ვე­ლი­დან ცხო­ველ­ზე სწრა­ფად გა­დავ­დი­ო­დი და ცოტა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა. მგო­ნი, ამის გამო მომ­ცა სპექ­ტაკლში სამი როლი, აქე­დან ერთი ადა­მი­ა­ნია - ფერ­მე­რი, გარ­და ამი­სა, ძაღლსა და ცხენს გან­ვა­სა­ხე­რებ.

- ამა­ვე სპექ­ტაკლში დედ-მა­მას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ. არ ვიცი, მსოფ­ლი­ო­ში არის თუ არა მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი...

- მეტ­საც გე­ტყვით, წლე­ვან­დელ ედინ­ბურ­გის ფეს­ტი­ვალ­ზე ეს სპექ­ტაკ­ლი 24-ჯერ ზე­დი­ზედ ვი­თა­მა­შეთ, ბოლო წარ­მოდ­გე­ნა­ზე "ექ­სპე­რი­მენ­ტი" ჩა­ვა­ტა­რეთ და ჩვენს ოჯახს კი­დევ ერთი წევ­რი და­ე­მა­ტა, ჩემი პა­ტა­რა და ნუცა გე­წა­ძე. მან გო­ჭის როლი ითა­მა­შა და ბო­ლოს ედინ­ბურ­გის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ოჯა­ხის ოთხი წევ­რი ვი­დე­ქით.

- ერეკ­ლე, მუ­სი­კით ხარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი და კომ­პო­ზი­ცი­ებს ქმნი...

- ეს გა­ტა­ცე­ბა შემ­თხვე­ვით "აღ­მო­ვა­ჩი­ნე". ყვე­ლა­ფე­რი იქი­დან და­ი­წყო, რომ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მაჩ­ვე­ნა პროგ­რა­მა "ბლე­ტო­ნი", რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ჟან­რის მუ­სი­კის შექ­მნის დიდი რე­სურ­სი აქვს. ექ­სპე­რი­მენ­ტებს შევ­ყე­ვი და ბო­ლოს აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია. ამ ამ­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ის იყო, რომ სინ­თე­ზა­ტო­რი მა­ჩუ­ქეს. ახლა უკვე შე­მიძ­ლია შევ­ქმნა თით­ქმის ყვე­ლა ჟან­რის მუ­სი­კა. ნა­მუ­შე­ვა­რი მაქვს მძი­მე როკ­ზეც, ჰიპ-პოპ­ზე და ა.შ. გა­ვა­ფორ­მე ორი სტუ­დენ­ტუ­რი სპექ­ტაკ­ლი, რომ­ლე­ბიც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, რე­ჟი­სორ­მა ანი ხი­და­შელ­მა დად­გა და ახლა მე­სა­მე­ზე მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ მოარგო ჟიგოლოს როლი ერეკლე გეწაძეს და სად დარბოდა კილტით

ვინ მოარგო ჟიგოლოს როლი ერეკლე გეწაძეს და სად დარბოდა კილტით

ერეკლე გეწაძე მუსიკისა და დრამის თეატრის დასის წევრია. იმავდროულად, მონაწილეობს თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლში ''ცხოველების ფერმა''. ის მსახიობების - ზურა გეწაძისა და ნანუკა ლითანიშვილის უფროსი ვაჟია და აქვე იმასაც გეტყვით, რომ ''ცხოველების ფერმაში'' ოჯახის სწორედ ეს სამი წევრია დაკავებული. ახლახან რეჟისორმა ოთარ შამათავამ გადაიღო სერიალში ''ფსიქოპატთა თამაშები'', რომელიც მაია ბურჭულაძის თანამედროვე დეტექტიური ჟანრის წიგნის მიხედვით შეიქმნა. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ...

- ერეკლე, დღედღეზე ''იმედის'' ეთერში სერიალი ''ფსიქოპატთა თამაშები'' დაიწყება. როგორც ვიცი, ერთ-ერთ სერიაში მონაწილეობ...

- თითო სერიაში ერთი ამბავია მოთხრობილი, ანუ ერთმანეთზე დამოკიდებული ეპოზოდები არ არის. სერიალში ვასრულებ მასაჟისტი, ჟიგოლო ანრის როლს. თან ბაიკერია, მოტოციკლით გადაადგილდება. დადის ხანში შესულ ქალებთან, მასაჟს უკეთებს, ალბათ, სხვა რამესაც და ამით აკეთებს ფულს (იღიმის).

- ანუ სექსუალურ მომსახურებას სთავაზობს...

- კი, ასეთი პერსონაჟია. თუ რაში სჭირდება ფული, მაყურებელი სერიალის სიუჟეტიდან შეიტყობს.

- თეატრისგან განსხვავებით, ტელევიზიით გამოჩენილი მსახიობი მაშინვე ხდება პოპულარული. მაყურებელი იწყებს მის გაიგივებას პერსონაჟთან. რა საერთოს ნახავენ ამ შემთხვევაში?

- ვერანაირ საერთოს. სერიალში ნაწილობრივ შეცვლილი მაქვს იმიჯი, თმა შეკრული და ნახევრად აწეული, ბლანჟეს ვატარებ. რახან ჟიგოლოა, მისი იმიჯი ქალებზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.

- თმა სერიალისთვის გაიზარდე თუ რამე სპექტაკლისთვის?

- ორივე მიზეზით. სერიალისთვის და ნინი ჩაკვეტაძის სპექტაკლისთვის, ესაა ოსკარ უაილდის ''დორიან გრეის პორტრეტი''. მუსიკისა და დრამის თეატრში ხუთ ძალიან მაგარ მსახიობთან ერთად, დორიან გრეის როლს ვასრულებ. სპექტაკლის პრემიერა ახლახან გვქონდა და ძალიან კარგად ჩაიარა.

- მანამდე თუმანიშვილის თეატრში ''ცხოველების ფერმა'' დაიდგა...

- დიახ, რომელშიც სამ როლს ვთამაშობ. თუმანიშვილის თეატრის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა მსახიობი და რეჟისორი გაი მასტერსონი. მის კასტინგზე მონაწილე მსახიობებს რამდენიმე ცხოველი უნდა განესახიერებინათ. პირველივე შესვლაზე ხუთი ცხოველი განვასახიერე: მამალი, ძაღლი, ყვავი, აფთარი და ინდაური (იღიმის). ცხოველიდან ცხოველზე სწრაფად გადავდიოდი და ცოტა გაოგნებული დარჩა. მგონი, ამის გამო მომცა სპექტაკლში სამი როლი, აქედან ერთი ადამიანია - ფერმერი, გარდა ამისა, ძაღლსა და ცხენს განვასახერებ.

- ამავე სპექტაკლში დედ-მამასთან ერთად მონაწილეობ. არ ვიცი, მსოფლიოში არის თუ არა მსგავსი პრეცედენტი...

- მეტსაც გეტყვით, წლევანდელ ედინბურგის ფესტივალზე ეს სპექტაკლი 24-ჯერ ზედიზედ ვითამაშეთ, ბოლო წარმოდგენაზე ''ექსპერიმენტი'' ჩავატარეთ და ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი წევრი დაემატა, ჩემი პატარა და ნუცა გეწაძე. მან გოჭის როლი ითამაშა და ბოლოს ედინბურგის თეატრის სცენაზე ოჯახის ოთხი წევრი ვიდექით.

- ერეკლე, მუსიკით ხარ გატაცებული და კომპოზიციებს ქმნი...

- ეს გატაცება შემთხვევით ''აღმოვაჩინე''. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ჩემმა მეგობარმა მაჩვენა პროგრამა ''ბლეტონი'', რომელსაც სხვადასხვა ჟანრის მუსიკის შექმნის დიდი რესურსი აქვს. ექსპერიმენტებს შევყევი და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ამ ამბის განვითარება. ის იყო, რომ სინთეზატორი მაჩუქეს. ახლა უკვე შემიძლია შევქმნა თითქმის ყველა ჟანრის მუსიკა. ნამუშევარი მაქვს მძიმე როკზეც, ჰიპ-პოპზე და ა.შ. გავაფორმე ორი სტუდენტური სპექტაკლი, რომლებიც ჩემმა მეგობარმა, რეჟისორმა ანი ხიდაშელმა დადგა და ახლა მესამეზე მივიღე შემოთავაზება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება