მამის მიერ მანქანაზე გაყიდული 28 წლის ლელას ტრაგიკული ამბავი

მამის მიერ მანქანაზე გაყიდული 28 წლის ლელას ტრაგიკული ამბავი

საქართველოში ქალებზე გახშირებული ძალადობის შემდეგ რედაქციაში უამრავი ადამიანი დაგვიკავშირდა და გვთხოვეს, მათი ამბებიც გამოგვექვეყნებინა. 26 წლის ბელამ ძალადობას თავი იტალიაში გაქცევით დააღწია. უკვე ექვსი წელია, იქ ლეგალურად ცხოვრობს და ყველაზე დიდ პრობლემად ის მიაჩნია, რომ საქართველოში დატოვებულ შვილს წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ერთი კვირით ნახულობს.

ლელა:

- 16 წლის ვიყავი, როდესაც ერთ საღამოს მამამ გამომიცხადა, რომ ერთ კვირაში მეზობელ გელას უნდა დავენიშნე და მალე ქორწილიც გვექნებოდა. ის ღამე ტირილში გავათენე, რადგან ჩემზე 12 წლით უფროსი მეზობელი არ მიყვარდა და საერთოდ, გათხოვებას სულაც არ ვჩქარობდი. ეს ადამიანი ლამის ბავშვობიდან დამდევდა და რამდენიმეჯერ ჩემი მოტაცებაც სცადა. დედას ვთხოვდი, მამისთვის აზრი შეეცვლევინებინა, რადგან ვერ ვხვდებოდი, როგორ დაითანხმა გელამ მამაჩემი ქორწინებაზე.

- მეუღლის გადაწყვეტილება დედამ როგორ მიიღო?

- მას მთელი ცხოვრება არავინ არაფერს ეკითხებოდა. ოჯახში უფროსი ყოველთვის მამა იყო. დედას ვეხვეწებოდი, რომ არ გავეთხოვებინე, მაგრამ ისიც ჩემთან ერთად ტიროდა. ჩვენ რა შეგვეძლო. ერთ კვირაში ნიშნობა შედგა, მაგრამ სიძემ ვერ მოითმინა და იმ საღამოსვე წამიყვანა სახლში. ქორწილი აღარ გადაგვიხდია, რადგან დედამთილ-მამამთილმა გადაწყვიტეს, რომ ზედმეტი ხარჯი აღარ გვჭირდებოდა.

კოშმარი გათხოვების პირველივე დღიდან დაიწყო. ქმარი არ მიყვარდა, უფრო მეტიც, მძულდა და ისევ მიტრიალებდა იმაზე ფიქრი, როგორ დაითანხმა გელამ მამაჩემი. ერთ დღეს მშობლებთან სახლში მისულს ეზოში ახალი მანქანა დამხვდა. დედას ჩემი მისვლა არ ესი-ამოვნა, თვალს ვერ მისწორებდა. მერე გამომიტყდა, რომ მანქანა მამაჩემს ჩემმა ქმარმა უყიდა. ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი და ნერვიულობისგან მუცელი მომეშალა.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს