სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს და ქართველი მომღერლები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
შსს და ქართველი მომღერლები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ას იწყებს. კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, დღეს ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ან­დე­ნენ და სიმ­ღე­რა ჩა­წე­რეს. მათ შო­რის არი­ან: ნინო ქა­თა­მა­ძე, ნატო მე­ტო­ნი­ძე, მაია ჯა­ბუა, ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე, მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, სოფო გე­ლო­ვა­ნი, ნინი წიკ­ლა­უ­რი, მაკა ზამ­ბა­ხი­ძე, ჯგუ­ფი "ფორ­ტე", ოთო ნემ­სა­ძე, ვაჟა მა­ნია, აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე, გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი, სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე, ბა­კურ ბურ­დუ­ლი, ზუ­რაბ ხა­ჩი­ძე.

"ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედი, ჩვენ ხომ ვი­ცით ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი, მათი ნა­თე­სა­ვე­ბი რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ. მე მახ­სოვს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის, ქალ­ბა­ტო­ნის ცრემ­ლი, რო­მე­ლიც ჩემს სახ­ლში და­მა­ლუ­ლა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­რი­გე­ბი­ან ამ სი­ტუ­ა­ცი­ას, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­უს­რუ­ლე­ბი­ათ ამ აგ­რე­სი­ა­ში. არ მინ­და ასე ხდე­ბო­დეს", - აღ­ნიშ­ნა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ნინო ქა­თა­მა­ძემ.

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კომ­პო­ზი­ცი­ის ავ­ტო­რი კომ­პო­ზი­ტო­რი რუსა მორ­ჩი­ლა­ძეა. იგი კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

"მე მი­მი­ღია ასეთ პრო­ექ­ტებ­ში მო­ა­ნა­წი­ლე­ო­ბა, ნამ­დვი­ლად შე­დეგ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან. როცა შენი მუ­სი­კით გინ­და მიხ­ვი­დე ამ პრობ­ლე­მას­თან, ვფიქ­რობ ხმა ად­ვი­ლად მი­საწ­ვდე­ნია", - აღ­ნიშ­ნა რუსა მორ­ჩი­ლა­ძემ.

სიმ­ღე­რა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ინ­დუსტრია "არტ პა­ლა­სის" მხარ­და­ჭე­რით, სტუ­დია "ბრა­ვო რე­კორდსში" ჩა­ი­წე­რა. "ბრა­ვო რე­კორდსის" პრე­ზი­დენ­ტი ზაზა შენ­გე­ლია ფიქ­რობს, რომ სიმ­ღე­რა პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა­ში გარ­კვე­ულ წვლილს შე­ი­ტანს.

"ალ­ბათ, ყვე­ლა მუ­სი­კოსს უნდა ჰქონ­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა, უნდა ეხ­მა­უ­რე­ბო­დეს ისეთ მოვ­ლე­ნებს, რო­გო­რიც ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბაა. ეს მტკივ­ნე­უ­ლი პრობ­ლე­მაა, ძა­ლი­ან მწვა­ვედ დგას სა­ქარ­თვე­ლო­ში და ძა­ლი­ან კარ­გია, რომ მომ­ღერ­ლე­ბი ამ სიმ­ღე­რით თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რე­ბენ. რა თქმა უნდა, მათი მე­სი­ჯი გარ­კვე­ულ­წი­ლად მი­აღ­წევს მსმე­ნე­ლის გუ­ლამ­დე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზაზა შენ­გე­ლი­ამ.

კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე რე­ჟი­სორ­მა ზაზა ორაშ­ვილ­მა დღეს­ვე კლი­პი გა­და­ი­ღო. მომ­ღერ­ლებს ვი­დე­ორ­გოლ­ში სა­გან­გე­ბოდ შექ­მნი­ლი მა­ი­სუ­რე­ბი აც­ვი­ათ წარ­წე­რით - "არა ძა­ლა­დო­ბას".

"ვი­დე­ოს მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლია - არა ძა­ლა­დო­ბას! პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ ასე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში,ერთი ვი­დეო ნა­წარ­მო­ე­ბით არ აღ­მო­ი­ფხვრე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლამ ჩვე­ნი წილი უნდა შე­ვი­ტა­ნოთ, რომ ეს პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე აღარ იდ­გეს", - აღ­ნიშ­ნა ზაზა ორაშ­ვილ­მა. (ფო­ტო­გა­ლე­რეა)

ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბით ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ვი­დეო რგო­ლის ხილ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ექ­ნე­ბა.

შს სა­მი­ნის­ტრო სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან ერ­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ას რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­წყებს. შს სა­მი­ნის­ტროს გა­ნათ­ლე­ბის, ჯან­დაც­ვის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბიც შე­უ­ერ­თდე­ბი­ან. კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი არის ფე­ის­ბუქ აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბა, თე­მა­ზე სა­უ­კე­თე­სო სი­უ­ჟე­ტის, სტა­ტი­ის და რა­დიო გა­და­ცე­მის შე­საქ­მნე­ლად.

ნა­ხეთ ვი­დეო

ანა მარ­შა­ნია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შსს და ქართველი მომღერლები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

შსს და ქართველი მომღერლები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას იწყებს. კამპანიის ფარგლებში, დღეს ქართველი მომღერლები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდენენ და სიმღერა ჩაწერეს. მათ შორის არიან: ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, მაია ჯაბუა, ნატალია ქუთათელაძე, მარიკო ებრალიძე, ნუცა ბუზალაძე, სოფო გელოვანი, ნინი წიკლაური, მაკა ზამბახიძე, ჯგუფი "ფორტე", ოთო ნემსაძე, ვაჟა მანია, აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი მახარაშვილი, სოფო ტოროშელიძე, ბაკურ ბურდული, ზურაბ ხაჩიძე.

"ძალიან ემოციურია ამ ადამიანების ბედი, ჩვენ ხომ ვიცით ჩვენი მშობლები, მათი ნათესავები როგორ ცხოვრობდნენ. მე მახსოვს ბევრი ადამიანის, ქალბატონის ცრემლი, რომელიც ჩემს სახლში დამალულა. ჩვეულებრივად შერიგებიან ამ სიტუაციას, მთელი ცხოვრება დაუსრულებიათ ამ აგრესიაში. არ მინდა ასე ხდებოდეს", - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბრისას ნინო ქათამაძემ.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კომპოზიციის ავტორი კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეა. იგი კონკრეტული პრობლემის გარშემო საზოგადოების გაერთიანების ეფექტურობაზე საუბრობს.

"მე მიმიღია ასეთ პროექტებში მოანაწილეობა, ნამდვილად შედეგზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელოვნების წარმომადგენლები ერთიანდებიან. როცა შენი მუსიკით გინდა მიხვიდე ამ პრობლემასთან, ვფიქრობ ხმა ადვილად მისაწვდენია", - აღნიშნა რუსა მორჩილაძემ.

სიმღერა სახელოვნებო ინდუსტრია "არტ პალასის" მხარდაჭერით, სტუდია "ბრავო რეკორდსში" ჩაიწერა. "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია ფიქრობს, რომ სიმღერა პრობლემის გადაწყვეტაში გარკვეულ წვლილს შეიტანს.

"ალბათ, ყველა მუსიკოსს უნდა ჰქონდეს სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა, უნდა ეხმაურებოდეს ისეთ მოვლენებს, როგორიც ოჯახური ძალადობაა. ეს მტკივნეული პრობლემაა, ძალიან მწვავედ დგას საქართველოში და ძალიან კარგია, რომ მომღერლები ამ სიმღერით თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ. რა თქმა უნდა, მათი მესიჯი გარკვეულწილად მიაღწევს მსმენელის გულამდე. დარწმუნებული ვარ, ამას გამოხმაურება ექნება", - განაცხადა ზაზა შენგელიამ.

კომპოზიციაზე რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა დღესვე კლიპი გადაიღო. მომღერლებს ვიდეორგოლში საგანგებოდ შექმნილი მაისურები აცვიათ წარწერით - "არა ძალადობას".

"ვიდეოს მთავარი სათქმელია - არა ძალადობას! პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ ასეთი აქტუალურია საქართველოში,ერთი ვიდეო ნაწარმოებით არ აღმოიფხვრება, მაგრამ ყველამ ჩვენი წილი უნდა შევიტანოთ, რომ ეს პრობლემა საქართველოს წინაშე აღარ იდგეს", - აღნიშნა ზაზა ორაშვილმა. (ფოტოგალერეა)

ქართველი მომღერლების შესრულებით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ვიდეო რგოლის ხილვის შესაძლებლობა საზოგადოებას უახლოეს მომავალში ექნება.

შს სამინისტრო სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას რამდენიმე დღეში დაიწყებს. შს სამინისტროს განათლების, ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებიც შეუერთდებიან. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი არის ფეისბუქ აქტივობები, ასევე ჟურნალისტებისთვის კონკურსის გამოცხადება, თემაზე საუკეთესო სიუჟეტის, სტატიის და რადიო გადაცემის შესაქმნელად.

ნახეთ ვიდეო

ანა მარშანია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია