ლუგანსკის ოლქში, სმელოეს რაიონში, უკრაინელმა სამხედროებმა 32-ე ბლოკი დატოვეს. ამ ბლოკპოსტისთვის ბრძოლა რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, ბლოკპოსტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს 10 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამასთან, ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით, ბლოკპოსტიდან გასულ კვირას გარდაცვლილი 8 სამხედროს ცხედარი გამოიტანეს. "უნიანის" ინფორმაციით, 32-ე ბლოკპოსტის პირადი შემადგენლობა უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. გუშინ "ბოევიკებმა" უკრაინის სამთავრობო ძალებს ულტიმატუმი წაუყენეს 28 ოქტომბრამდე 32 -ე ბლოკპოსტი დაეტოვებინათ.