რუსეთი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ჰუმანიტარული დახმარების შესახებ საკითხს განიხილავს

რუსეთი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ჰუმანიტარული დახმარების შესახებ საკითხს განიხილავს

რუსეთის ხელისუფლება განიხილავს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების თხოვნას სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "რუსეთის ხელისუფლებას ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების წარმომადგენლები მომართავენ თხოვნით, სადაც ნათქვამია, რომ რეგიონში საგანგებო სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა და ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე არიან", - ნათქვამია რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთმა პირველი "ჰუმანიტარული კოლონა" უკრაინაში 22 აგვისტოს გააგზავნა. რუსულმა სატვირთოებმა საზღვარი უკრაინის ხელისუფლების თანხმობისა და "წითელი ჯვრის" წარმომადგენელთა თანხლების გარეშე გადაკვეთა. მეორე "ჰუმანიტარული ავტოკოლონა" რუსეთმა უკრაინაში 13 სექტემბერს გააგზავნა, დაახლოებით 200 სატვირთო კი უკრაინის ტერიტორიაზე 20 სექტემბერს შევიდა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მეოთხე "ჰუმანიტარული კოლონის" შესვლის შესახებ განაცხადი არ შესულა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა