პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოების წინაშე 2-წლიანი ანგარიში წარადგინა, რომელშიც ამ დროის მანძილზე მთავრობის მიღწევებსა და განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.
ღარიბაშვილის სატელევიზიო გამოსვლა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სოციალურ ქსელებში მომენტალურად იქცა გამოხმაურებების საგნად.
გოგა ხაჩიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა":
ღარიბაშვილმა გამოსვლა რომ დაიწყო, გადავწყვიტე მისი ნათქვამი 3 "საუკეთესო" ტყუილის ჩამონათვალი გამეკეთებინა.
5 წუთი არ იყო გასული, რომ გადაწყვეტილება შევცვალე და ათ "საუკეთესო" ტყუილზე ჩამოვყალიბდი.
10 წუთში მეგობრებს და კოლეგებს მოვუძახე დასახმარებლად - მოდით, დამეხმარეთ, ღარიბაშვილის 100 "საუკეთესო" ტყუილის ჩამონათვალი გამაკეთებინეთთქო.
30 წუთი გავიდა, 100-მა "საუკეთესო" ტყუილმაც დაკარგა აზრი, დავიღალეთ, რესურსი არ გვყოფნის.
ამის აღწერა შეუძლებელია.
შენ გაიმარჯვე, ჰაკიმ!
ირაკლი ვაჭარაძე, "იდენტობა":
ეს კაცი არავის გიყვართ? ცოდოა, რეებს ამბობს, რეებს :(((((( დაუყვავეთ, უთხარით, რომ მედიას ნუ ეკონტაქტება წინასწარ დაწერილი ტექსტების გარეშე. დავიწვი ამის საცოდაობით.
ციტატა ღარიბაშვილის გამოსვლიდან:
"ოცი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა, რატომღაც არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მე ეს ძალიან მახარებს. პირველად, ოცი წლის განმავლობაში გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი. სწორედ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი. ეს მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, ეს მოიტანა თავისუფლებამ, მეგობრებო. იმიტომ, რომ რეგიონებში, სოფლებში, ქალაქში, როცა მოხუცებულებს, ბებიებს, ბაბუებს, პაპებს... შვილიშვილი მიდის სახლში და აღარ იჭერენ მას უსამართლოდ, უკანონოდ, მას ნაკლებად მოუწევს ნერვიულობა, ნაკლები სტრესი აქვს მას და, ბუნებრივია, ეს არის ყველაფერი ის, რაც აისახება მათ ჯანმრთელობაზეც"...
ტორესა მოსი, მწერალი:
პრემიერის გამოსვლიდან რამდენიმე ამონარიდს გავეცანი და ერთი თხოვნა მაქვს, მანდ მთავრობაში რას ეწევით ამისთანას, ჩვენც მოგვაწევინეთ, ერთად მაინც გვეგონოს რომ ყველაფერი კარგადაა და წინ წავედით, თორემ ესე ძალიან ნერვების მომშლელია. აბა ერთი თქვენ დაგსვან და ფხიზელი თვალით გაყურებინონ ამ ყველაფერს. ეს მაინც ქენით ბიჯო :)))
თამარა ჩარგოლეიშვილი, "ტაბულა":
"წინა ხელისუფლების" ჩრდილი დაახრჩობს. მხოლოდ ეს დასკვნა შემიძლია გამოვიტანო 40 წუთიანი სიტყვიდან.
სალომე ბარკერი, "ტაბულა":
- ალო, ბტნბძნ, როგორი იყო?
- კარგი იყო ირაკლი, კარგი.
- არაა, ბტნბძნ მითხარით, რამე ხო არ გამომრჩა?
- ისე ბიჭო, ერთი-ორი ანეკდოტიც რომ ჩაგემატებინა, არ იქნებოდა ურიგო. მაგრამ ასეც კარგი იყო. ეკასაც მოეწონა.
- მდლბ ბტნ ბძნ.
- არაფრის ირაკლი. ჰო მართლა, მაილი ნახე მერე და უსუფას გადაუფორვარდე, ახალი სტატია მაქვს მაგის სახელით, დააბეჭდინოს სადმე.