სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბეწვზე გადავრჩით - კინაღამ მატარებელმა გაგვიტანა" - გიორგი ნაზღაიძის ახალი თავგადასავალი
"ბეწვზე გადავრჩით - კინაღამ მატარებელმა გაგვიტანა" - გიორგი ნაზღაიძის ახალი თავგადასავალი

ცოტა ხნის წინ თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე და გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე აჭა­რა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, კერ­ძოდ, ბა­თუმ­ში, მათ რუსი რე­ჟი­სო­რი, კი­ნო­ში იღებ­და. ფილ­მს "სექსთა ომი" ჰქვია. გი­ორ­გიმ და თა­მუ­ნამ ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი შე­ას­რუ­ლეს და ამ ორ­დღი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არ არი­ან. თუმ­ცა გი­ორ­გის სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი შე­ემ­თხვა იქ, პრაქ­ტი­კუ­ლად, სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა... ამა­ზე ცოტა ქვე­მოთ, მა­ნამ­დე კი, იმ გა­და­ღე­ბის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ფილმში ჯერ თა­მუ­ნა მი­იწ­ვი­ეს და შემ­დეგ მეც აღ­მოვ­ჩნდი იქ, რად­გა­ნაც ქარ­თვე­ლი ბიჭი უნ­დო­დათ, მა­ღა­ლი, სიმ­პა­თი­უ­რი (სი­ცი­ლით ამ­ბობს) და ჩემი თავი უკვე თა­მუ­ნამ წა­რუდ­გი­ნა.

მოკ­ლედ, ფილ­მის რა­ღაც კად­რე­ბი აჭა­რა­ში, გა­და­ი­ღეს, რად­გა­ნაც ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი უნ­დო­დათ. ისე, ამ შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა უკვე მე­ო­რედ იმუ­შა­ვა ბა­თუმ­ში, ოღონდ, იმ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ამ­ბა­ვი არ გა­უხ­მა­უ­რე­ბი­ათ. არც ამის გახ­მა­უ­რე­ბას აპი­რებ­დნენ, უბ­რა­ლოდ, მე და თა­მუ­ნამ მა­ლუ­ლად გა­და­ვი­ღეთ გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან ფო­ტო­ე­ბი და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დებ­ზე ავ­ტვირ­თეთ... ასეა ხოლ­მე, ჩა­მო­დი­ან, იღე­ბენ და მი­დი­ან. და­მა­ტე­ბით მსა­ხი­ო­ბე­ბი თუ სჭირ­დე­ბათ, აქვე აჰ­ყავთ. ამ ფილ­მის პრე­მი­ე­რა 4 თვე­ში უნდა შედ­გეს. ისე, კარ­ტებს დი­დად არ ხსნი­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი. ჩვენ სცე­ნა­რის მხო­ლოდ ის ნა­წი­ლი გაგ­ვაც­ნეს, რო­მე­ლიც უნდა გვე­თა­მა­შა...

- რა ჟან­რის ფილ­მია?

- თუ შე­იძ­ლე­ბა, ასე ით­ქვას, - კო­მე­დი­ურ-ზღაპ­რულ-თა­ნა­მედ­რო­ვე... მას­ში რუსი კო­მე­დი­ვუ­მე­ნი თა­მა­შობს, ცნო­ბი­ლი გმი­რია, რო­მე­ლიც მათ მსა­ხი­ო­ბებ­ში შე­ვი­ცა­ნი...

- თა­მუ­ნას რა როლი აქვს?

- მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი აქვს. XXI სა­უ­კუ­ნის "ბა­ბა­ი­ა­გაა". ცოტა უც­ნა­უ­რი ფილ­მი კია, სუ­პერ­მე­ნიც მო­ნა­წი­ლე­ობს.

- და შენ ხარ ის სუ­პერ­მე­ნი?

- არა, მე ერთ-ერთი მებ­რძო­ლის მე­გო­ბა­რი ვარ. მოკ­ლედ, დიდი არა­ფე­რი, პა­ტა­რა რო­ლე­ბი ვი­თა­მა­შეთ. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი უკვე წა­ვი­და...

- შე­საძ­ლე­ბე­ლია კი­დევ გა­თა­მა­შონ?

- არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ისევ დაგ­ვი­ძა­ხონ, რად­გან პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა.

- რო­გო­რი იყო რუ­სებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- სა­ერ­თოდ, როცა უცხო­ე­ლებ­თან ვმუ­შა­ობ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბა მსა­ხი­ო­ბებს და დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს მათ, გრძნობ, რომ გვედ­ში გიდ­გა­ნან. ასე იყო ამ რუ­სუ­ლი ჯგუ­ფის შემ­თხვე­ვა­შიც. მსგავ­სი მიდ­გო­მა ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში მომ­წონს...

- ე.ი. მსა­ხი­ო­ბებს აფა­სე­ბენ.

- ყვე­ლა­ნა­ი­რად აფა­სე­ბენ, რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, ისე - მო­რა­ლუ­რად.

- რუ­სებ­მა ჰო­ნო­რა­რი უკვე გა­და­გი­ხა­დეს?

- რაც ვი­თა­მა­შეთ, იმის ჰო­ნო­რა­რი უკვე და­ი­რი­ცხა, ანუ გა­დახ­დი­ლია (სიც­ლი­ლით ამ­ბობს).

- ისე შენ და თა­მუ­ნა დუ­ეტ­ში კარ­გად მუ­შა­ობთ...

- ჰო, შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ (სი­ცი­ლით ამ­ბობს). თა­ვი­დან­ვე შე­ვე­წყვეთ. როცა სად­მე ცალ-ცალ­კე მივ­დი­ვართ, ორი­ვეს გვე­კი­თხე­ბი­ან, - თა­მუ­ნა სად არის? გი­ორ­გი სად არი­სო?

- სა­მო­მავ­ლოდ ტე­ლე­დუ­ეტ­ზე ხომ არ ფიქ­რობთ?

- გვაქვს სურ­ვი­ლი და გეგ­მაც, რომ ჩვე­ნი ტე­ლე­დუ­ე­ტი შედ­გეს, რა­დი­ო­დუ­ე­ტი კი გვქონ­და, რო­დე­საც რა­დი­ო­ში ერ­თად მიგ­ვყავ­და გა­და­ცე­მა. ისე, პროგ­რა­მაც გვაქვს და თან, ისე­თი პრო­ექ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა გვინ­და, რო­მე­ლიც ტე­ლე­სივ­რცე­ში არც ყო­ფი­ლა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი... მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, გა­სა­ქა­ნი არ გვაქვს.

- ისიც ფაქ­ტია, რომ თა­მუ­ნას­თან ერ­თად, ყო­ველ­თვის რა­ღაც ამ­ბავ­სა თუ სკან­დალ­ში ეხ­ვე­ვი ხოლ­მე. ამ გა­და­ღე­ბებ­ზე რა­ი­მე მსგავ­სი ხომ არ მომ­ხდა­რა?

- ჩვენ­თან ერ­თად ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ფო­ტოგ­რა­ფი - სან­დრო ბი­თა­რიშ­ვი­ლიც იყო. გა­და­ღე­ბე­ბი ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­თან მი­დი­ო­და, ახ­ლოს ლი­ან­და­გე­ბიც იყო, ჰოდა, მე და სან­დრომ (იქ თა­მუ­ნა არ ყო­ფი­ლა) ფო­ტო­სე­სია მო­ვა­წყეთ, სა­დაც მა­გა­რი ამ­ბა­ვი გა­დაგ­ვხდა: ისე გა­ვერ­თეთ, რომ გა­დაგ­ვა­ვი­წყდა, რკი­ნიგ­ზა­ზე რომ ვი­ყა­ვით. უეც­რად ვიგ­რძე­ნი, რომ მა­ტა­რე­ბე­ლი მო­დი­ო­და, ლი­ან­და­გე­ბი ამოძ­რავ­და. მოკ­ლედ, სა­ში­ნე­ლი გან­საც­დე­ლი გვქონ­და, მა­ტა­რე­ბე­ლი ისეთ სი­ახ­ლო­ვე­ში იყო, რომ უკვე სიგ­ნალს გვაძ­ლევ­და. გი­ჟი­ვით გა­ვი­ქე­ცი და სა­დღაც ხე­ებ­ში შევ­ვარ­დი და იქი­დან სან­დროს გან­წი­რუ­ლი ვე­ძახ­დი, - ჩა­ქა­რა, ჩქა­რა-მეთ­ქი. არა­და, სან­დრო იმ პე­რი­ოდ­ში ლი­ან­და­გე­ბი­დან აპა­რა­ტუ­რის აკ­რე­ფით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რა­საც დრო სჭირ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, რო­გორც იქნა, აიღო ის აპა­რა­ტუ­რა იქი­დან, გად­მოხ­ტა და მა­ტა­რე­ბელ­მაც გა­ი­ა­რა.

მოკ­ლედ, გა­დავ­რჩით... თა­მუ­ნამ ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო, მი­თხრა, - უჩე­მოდ რო­გორ მოხ­და ეს ამ­ბა­ვიო... მა­გა­რი გან­საც­დე­ლი კი იყო, ბეწ­ვზე გა­დავ­რჩით, მაგ­რამ დღეს უკვე მხი­ა­რუ­ლად ვყვე­ბით იმას, რაც მოხ­და...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბეწვზე გადავრჩით - კინაღამ მატარებელმა გაგვიტანა" - გიორგი ნაზღაიძის ახალი თავგადასავალი

"ბეწვზე გადავრჩით - კინაღამ მატარებელმა გაგვიტანა" - გიორგი ნაზღაიძის ახალი თავგადასავალი

ცოტა ხნის წინ თამუნა მუსერიძე და გიორგი ნაზღაიძე აჭარაში იმყოფებოდნენ, კერძოდ, ბათუმში, მათ რუსი რეჟისორი, კინოში იღებდა. ფილმს "სექსთა ომი" ჰქვია. გიორგიმ და თამუნამ ეპიზოდური როლები შეასრულეს და ამ ორდღიანი შემოქმედებითი პროცესით  უკმაყოფილოები არ არიან. თუმცა გიორგის საოცარი ამბავი შეემთხვა იქ, პრაქტიკულად, სიკვდილს გადაურჩა... ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი, იმ გადაღების შესახებ გიორგი ნაზღაიძე გვესაუბრება:

- ფილმში ჯერ თამუნა მიიწვიეს და შემდეგ მეც აღმოვჩნდი იქ, რადგანაც ქართველი ბიჭი უნდოდათ, მაღალი, სიმპათიური (სიცილით ამბობს) და ჩემი თავი უკვე თამუნამ წარუდგინა.

მოკლედ, ფილმის რაღაც კადრები აჭარაში, გადაიღეს, რადგანაც ზღვისპირა ქალაქი უნდოდათ. ისე, ამ შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე მეორედ იმუშავა ბათუმში, ოღონდ, იმ პროექტის შესახებ ამბავი არ გაუხმაურებიათ. არც ამის გახმაურებას აპირებდნენ, უბრალოდ, მე და თამუნამ მალულად გადავიღეთ გადასაღები მოედნიდან ფოტოები და "ფეისბუქის" პირად გვერდებზე ავტვირთეთ... ასეა ხოლმე, ჩამოდიან, იღებენ და მიდიან. დამატებით მსახიობები თუ სჭირდებათ, აქვე აჰყავთ. ამ ფილმის პრემიერა 4 თვეში უნდა შედგეს. ისე, კარტებს დიდად არ ხსნიდა შემოქმედებითი ჯგუფი. ჩვენ სცენარის მხოლოდ ის ნაწილი გაგვაცნეს, რომელიც უნდა გვეთამაშა...

- რა ჟანრის ფილმია?

- თუ შეიძლება, ასე ითქვას, - კომედიურ-ზღაპრულ-თანამედროვე... მასში რუსი კომედივუმენი თამაშობს, ცნობილი გმირია, რომელიც მათ მსახიობებში შევიცანი...

- თამუნას რა როლი აქვს?

- მეორეხარისხოვანი როლი აქვს. XXI საუკუნის "ბაბაიაგაა". ცოტა უცნაური ფილმი კია, სუპერმენიც მონაწილეობს.

- და შენ ხარ ის სუპერმენი?

- არა, მე ერთ-ერთი მებრძოლის მეგობარი ვარ. მოკლედ, დიდი არაფერი, პატარა როლები ვითამაშეთ. გადამღები ჯგუფი უკვე წავიდა...

- შესაძლებელია კიდევ გათამაშონ?

- არ ვიცი, შეიძლება ისევ დაგვიძახონ, რადგან პროექტზე მუშაობა გრძელდება.

- როგორი იყო რუსებთან თანამშრომლობა?

- საერთოდ, როცა უცხოელებთან ვმუშაობ, შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან სერიოზულად ეკიდება მსახიობებს და დიდ ყურადღებას აქცევს მათ, გრძნობ, რომ გვედში გიდგანან. ასე იყო ამ რუსული ჯგუფის შემთხვევაშიც. მსგავსი მიდგომა ნებისმიერ სფეროში მომწონს...

- ე.ი. მსახიობებს აფასებენ.

- ყველანაირად აფასებენ, როგორც მატერიალურად, ისე - მორალურად.

- რუსებმა ჰონორარი უკვე გადაგიხადეს?

- რაც ვითამაშეთ, იმის ჰონორარი უკვე დაირიცხა, ანუ გადახდილია (სიცლილით ამბობს).

- ისე შენ და თამუნა დუეტში კარგად მუშაობთ...

- ჰო, შეხმატკბილებულები ვართ (სიცილით ამბობს). თავიდანვე შევეწყვეთ. როცა სადმე ცალ-ცალკე მივდივართ, ორივეს გვეკითხებიან, - თამუნა სად არის? გიორგი სად არისო?

- სამომავლოდ ტელედუეტზე ხომ არ ფიქრობთ?

- გვაქვს სურვილი და გეგმაც, რომ ჩვენი ტელედუეტი შედგეს, რადიოდუეტი კი გვქონდა, როდესაც რადიოში ერთად მიგვყავდა გადაცემა. ისე, პროგრამაც გვაქვს და თან, ისეთი პროექტების გაკეთება გვინდა, რომელიც ტელესივრცეში არც ყოფილა, განსხვავებული... მაგრამ ამ ეტაპზე გაჩერებულები ვართ, გასაქანი არ გვაქვს.

- ისიც ფაქტია, რომ თამუნასთან ერთად, ყოველთვის რაღაც ამბავსა თუ სკანდალში ეხვევი ხოლმე. ამ გადაღებებზე რაიმე მსგავსი ხომ არ მომხდარა?

- ჩვენთან ერთად ჩვენი მეგობარი ფოტოგრაფი - სანდრო ბითარიშვილიც იყო. გადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მიდიოდა, ახლოს ლიანდაგებიც იყო, ჰოდა, მე და სანდრომ (იქ თამუნა არ ყოფილა) ფოტოსესია მოვაწყეთ, სადაც მაგარი ამბავი გადაგვხდა: ისე გავერთეთ, რომ გადაგვავიწყდა, რკინიგზაზე რომ ვიყავით. უეცრად ვიგრძენი, რომ მატარებელი მოდიოდა, ლიანდაგები ამოძრავდა. მოკლედ, საშინელი განსაცდელი გვქონდა, მატარებელი ისეთ სიახლოვეში იყო, რომ უკვე სიგნალს გვაძლევდა. გიჟივით გავიქეცი და სადღაც ხეებში შევვარდი და იქიდან სანდროს განწირული ვეძახდი, - ჩაქარა, ჩქარა-მეთქი. არადა, სანდრო იმ პერიოდში ლიანდაგებიდან აპარატურის აკრეფით იყო დაკავებული, რასაც დრო სჭირდებოდა. მოკლედ, როგორც იქნა, აიღო ის აპარატურა იქიდან, გადმოხტა და მატარებელმაც გაიარა.

მოკლედ, გადავრჩით... თამუნამ ეს ამბავი რომ გაიგო, მითხრა, - უჩემოდ როგორ მოხდა ეს ამბავიო... მაგარი განსაცდელი კი იყო, ბეწვზე გადავრჩით, მაგრამ დღეს უკვე მხიარულად ვყვებით იმას, რაც მოხდა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება