ბრაზილიის პრეზიდენტად კვლავ დილმა რუსეფი აირჩიეს

ბრაზილიის პრეზიდენტად კვლავ დილმა რუსეფი აირჩიეს

ბრაზილიის პრეზიდენტად დილმა რუსეფი მეორე ვადით აირჩიეს. "ბიბისის" ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დილმა რუსეფმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 51% მიიღო. ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიის პრეზიდენტის მეტოქეს, მემარჯვენე ცენტრისტს აესიუ ნევესს არჩევნებში მონაწილეთა 48%-მა დაუჭირა მხარი.

"მინდა იმაზე უკეთესი პრეზიდენტი ვიყო, ვიდრე აქამდე ვიყავი", - აღნიშნა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დილმა რუსეფმა. დილმა რუსეფი ბრაზილიის პრეზიდენტად პირველად 2010 წელს აირჩიეს. ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას შორის მხარდაჭერა მან სოციალური პროგრამების გატარებით მოიპოვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა