სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მოხეში მცხოვრები მუსლიმები ადიგენის პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ
მოხეში მცხოვრები მუსლიმები ადიგენის პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ

მო­ხე­ში მცხოვ­რე­ბი მუს­ლი­მე­ბი და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი ადი­გე­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან მი­ვიდ­ნენ. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ იქამ­დე არ და­იშ­ლე­ბი­ან , ვიდ­რე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ მოხ­დე­ბა. ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში სო­ფელ მო­ხე­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი 14 ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მი იმ­ყო­ფე­ბა. სო­ფელ მო­ხე­ში პო­ლი­ცი­ა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან 11 პო­ლი­ცი­ის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვი­სათ­ვის, სამი კი, წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის მუხ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

სო­ფელ მო­ხე­ში მცხოვ­რე­ბი მუს­ლი­მე­ბის ნა­წი­ლი ამ დრომ­დე შეკ­რე­ბი­ლია სოფ­ლის ცენ­ტრში კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მუს­ლი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ მე­ჩე­თი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. მათ სამი თვის წინ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ნო­ბის გა­და­ცე­მის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თეს. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში სოფ­ლის რამ­დე­ნი­მე კულ­ტუ­რუ­ლი უწყე­ბა, მათ შო­რის ბიბ­ლი­ო­თე­კა უნდა გან­თავ­სდეს. მა­თი­ვე თქმით, ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ შე­სა­ბა­მი­სი დე­მონ­ტა­ჟის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი სახ­ლის შე­ნო­ბას­თან შეკ­რე­ბი­ლე­ბი არი­ან მო­ხე­ში მცხოვ­რე­ბი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მუს­ლი­მე­ბის მო­თხოვ­ნას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან და აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში მე­ჩე­თი არ გან­თავ­სდე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის წინ სოფ­ლის ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბა ქარ­თულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას ეკუთ­ვნო­და და წირ­ვა ლოც­ვაც აღევ­ლი­ნე­ბო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მოხეში მცხოვრები მუსლიმები ადიგენის პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ

მოხეში მცხოვრები მუსლიმები ადიგენის პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ

მოხეში მცხოვრები მუსლიმები და დაკავებულების ახლობლები ადიგენის პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან , ვიდრე დაკავებულების გათავისუფლება არ მოხდება. ადიგენის რაიონის პოლიციის შენობაში სოფელ მოხეში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული 14 ადგილობრივი მუსლიმი იმყოფება. სოფელ მოხეში პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას დაკავებული პირებიდან 11 პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის, სამი კი, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული.

სოფელ მოხეში მცხოვრები მუსლიმების ნაწილი ამ დრომდე შეკრებილია სოფლის ცენტრში კულტურის ყოფილი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუსლიმები აცხადებენ, რომ აღნიშნულ შენობაში რამდენიმე ათეული წლის წინ მეჩეთი იყო განთავსებული. მათ სამი თვის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის გადაცემის მოთხოვნით მიმართეს. თუმცა, ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შენობაში სოფლის რამდენიმე კულტურული უწყება, მათ შორის ბიბლიოთეკა უნდა განთავსდეს. მათივე თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესაბამისი დემონტაჟის სამუშაოები დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კულტურის ყოფილი სახლის შენობასთან შეკრებილები არიან მოხეში მცხოვრები მართლმადიდებლები, რომლებიც მუსლიმების მოთხოვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნულ შენობაში მეჩეთი არ განთავსდება. ადგილობრივი მართლმადიდებლები ამბობენ, რომ რამდენიმე საუკუნის წინ სოფლის ცენტრში არსებული ნაგებობა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნოდა და წირვა ლოცვაც აღევლინებოდა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა