ხუთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში წუხანდელი ღამის განმავლობაში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში "სიჩუმის" რეჟიმის განმეორებითი გამოცხადების შემდეგ, შედარებით შემცირდა უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებისა და ბლოკპოსტების მისამართით ცეცხლის გახსნა. თუმცა, მისივე თქმით, დონეცკის აეროპორტზე თავდასხმები კვლავ გრძელდება. უკრაინული მედიის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში "სიჩუმის" რეჟიმი კიდევ ერთხელ წუხელ გამოცხადდა.