მამაკაცი ამბობს, რომ პირველი სექსი უცხოპლანეტელთან ჰქონდა (+ ფოტო)

მამაკაცი ამბობს, რომ პირველი სექსი უცხოპლანეტელთან ჰქონდა (+ ფოტო)

”ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ვაჟიშვილობა უცხოპლანეტელ ქალთან დავკარგე”, - ამბობს მხატვარი დევიდ ჰაგინსი.

70 წლის ჰაგინსი თავის გამოცდილებას ნახატებში ასახავს. ის ირწმუნება, რომ მრავალი უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი უნახავს წლების განმავლობაში. ზოგი ნაცრისფერი იყო, ზოგი - თმიანი, ზოგი - მწერის მაგვარი. ჰაგინსი ამბობს, რომ არცერთი ეს შეხვედრა საშიში არ ყოფილა, ხოლო რამდენიმე მათგანმა სექსუალური ხასიათიც კი შეიძინა. უცხოპლანეტელებთან შეხვედრის სცენების ხატვით ჰაგინსი კათარზისს განიცდის.

ჰაგინსი ამბობს, რომ პირველ უცხოპლანეტელს, რომელთანაც სექსი ჰქონდა, კრესენტი ერქვა. იხსენებს, რომ ჩვიდმეტი წლის იყო, როდესაც ნიუ ჯერსის ტყეში სეირნობდა და უცებ ჰუმანოიდი უცხოპლანეტელი შენიშნა დიდი შავი თვალებით და პარიკით. ასე შედგა მათი ურთიერთობა. ჰაგინსი აღნიშნავს, რომ კრესენტი ერთადერთი უცხოპლანეტელი არ ყოფილა, რომელთანაც მას სექსი ჰქონდა.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს