"რუსთავი 2"-ის ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

"რუსთავი 2"-ის ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოფისთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. სამართალდამცავები ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა, სავარაუდოდ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ტელეკომპანიასთან სწორედ იმ მოსალოდნელი დაპირისპირების გამო არიან მობილიზებულნი, რაც გადაცემა "არჩევანის" სტუდიაში შეიძლება განვითარდეს.

როგორც ცნობილია, გადაცემაში მონაწილეობენ ერთის მხრივ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, რომლებმაც 2 დღის წინ გამართლეს პრემიერ-მინისტრის სახლთან საპროტესტო აქცია, ხოლო მეორე მხარეს სხედან "პატრიოტთა" ალიანსისა და "წინააღმდეგობის მოძრაობის" წარმომადგენლები. მათ შორის სიტუაცია გადაცემის მიმდინარეობისას ერთხელ უკვე დაიძაბა.

გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში ცოტა ხნის წინ შეხლა-შემოხლა მოხდა. პირდაპირ ეთერში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. წამყვანი გიორგი გაბუნია იძულებული გახდა დახმარებისთვის დაცვისთვის მიემართა და ეთერში სარეკლამო ჭრა გაეშვა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა