სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დედოფლისწყაროში 13 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა
დედოფლისწყაროში 13 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა

დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ონ­ში 13 წლის ბიჭ­მა ცო­ლად 14 წლის გო­გო­ნა მო­იყ­ვა­ნა. ბავ­შვებ­მა სკო­ლა­ში სწავ­ლა შე­წყვი­ტეს. არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მშობ­ლებ­მა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მათ შვი­ლებს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვართ და და­ო­ჯა­ხე­ბას და­თან­ხმდნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, ქორ­წი­ნე­ბა და­იშ­ვე­ბა 18 წლის ასა­კი­დან. 16 წელს მიღ­წე­უ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რის ქორ­წი­ნე­ბა და­იშ­ვე­ბა მშობ­ლე­ბის ან მზრუნ­ვე­ლის წი­ნას­წა­რი წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბით. 14 წლის ასაკ­ში კა­ნო­ნი ქორ­წი­ნე­ბას სა­ერ­თოდ არ ცნობს.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, კა­ხეთ­ში მა­ღა­ლია ად­რე­ულ ასაკ­ში და­ო­ჯა­ხე­ბის რი­ცხვი. ამ მი­ზე­ზით ხში­რია სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო ან­გა­რიშ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2011 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2013 წლის იან­ვრამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებ­ში სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე 7 367 გო­გო­ნამ შე­წყვი­ტა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, რისი მი­ზე­ზიც უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, ად­რე­ულ ასაკ­ში და­ო­ჯა­ხე­ბაა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დედოფლისწყაროში 13 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა

დედოფლისწყაროში 13 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა

დედოფლისწყაროს რაიონში 13 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა. ბავშვებმა სკოლაში სწავლა შეწყვიტეს. არასრულწლოვნების მშობლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ მათ შვილებს ერთმანეთი უყვართ და დაოჯახებას დათანხმდნენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. 14 წლის ასაკში კანონი ქორწინებას საერთოდ არ ცნობს.

ამის მიუხედავად, კახეთში მაღალია ადრეულ ასაკში დაოჯახების რიცხვი. ამ მიზეზით ხშირია სკოლის მიტოვების ფაქტები, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ ტერიტორიულ ერთეულებში.

საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, რისი მიზეზიც უმრავლეს შემთხვევაში, ადრეულ ასაკში დაოჯახებაა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა