სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საკრუიზო ხომალდ "კარნივალ მეჯიკზე" ებოლას შემთხვევა არ დადასტურდა
საკრუიზო ხომალდ "კარნივალ მეჯიკზე" ებოლას შემთხვევა არ დადასტურდა

საკ­რუ­ი­ზო ხო­მალდ "კარ­ნი­ვალ მე­ჯიკ­ზე" ებო­ლას ვირუ­სის შემ­თხვე­ვა არ და­დას­ტურ­და, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უცხო­ურ მე­დი­ა­ში უკვე გავ­რცელ­და.

"იმ ადა­მი­ანს, ვინც გემ­ზე ჰყავ­დათ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იზო­ლი­რე­ბუ­ლი, ჩა­უ­ტარ­და სის­ხლის ანა­ლი­ზი და და­დას­ტურ­და, რომ პა­სუ­ხი ებო­ლა­ზე უარ­ყო­ფი­თია", -გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ საკ­რუ­ზიო ხო­მალ­დზე მყო­ფებს, რო­მელ­თა შო­რის არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი საფრ­თხე ამ მხრივ არ ემუქ­რე­ბათ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბი­დან აწარ­მო­ე­ბენ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე მო­ნი­ტო­რინგს, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ებო­ლა­თი და­სე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი ოთხი ქვეყ­ნი­დან შე­მო­დის. რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ეს ქვეყ­ნე­ბია: ნი­გე­რია, ლი­ბე­რია, სი­ე­რა-ლე­ო­ნე და გვი­ნეა.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ ოთხი ქვეყ­ნი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ებო­ლა, ხოლო ნი­გე­რი­ამ უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა შე­ა­ჩე­რა. "ამ ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბი­დან დღემ­დე შე­მო­სუ­ლია 86 ადა­მი­ა­ნი. აქე­დან უმ­რავ­ლე­სო­ბა, ერ­თის გარ­და, იყ­ვნენ ნი­გე­რი­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. ერთი იყო ლი­ბე­რი­ა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც იქ მუ­შა­ობ­და.

ამ ადა­მი­ა­ნებს სა­ზღვარ­ზე ურიგ­დე­ბათ სა­მახ­სოვ­რო ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენა­ზე, სა­დაც ჩა­მოთ­ვლი­ლია ის სიმპტო­მე­ბი, რაც ებო­ლას ახა­სი­ა­თებს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ ან დარ­ე­კონ მი­თი­თე­ბულ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე.

ამ და­ა­ვა­დე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი არის 21 დღე და ამ პე­რი­ოდ­ში მათ­ზე ხდე­ბა ეპიდ­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ პე­რი­ო­დუ­ლად, ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი მათ ურე­კავთ და მო­ი­კი­თხავს რა­ი­მე სიმპტო­მი, ხომ არ გა­მოჩ­ნდა. 21 დღის შემ­დეგ ისი­ნი იხ­სნე­ბი­ან ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­დან. უმ­რავ­ლე­სო­ბა უკვე მო­იხ­სნა ამ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­დან და ამ ეტაპ­ზე 13 ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ 1-ელ ოქ­ტომ­ბერს მი­ი­ღო გან­კარ­გუ­ლე­ბა ებო­ლას­თან ბრძო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბია გა­წე­რი­ლი.

"ეს გახ­ლავთ სა­მოქ­მე­დო დო­კუ­მენ­ტი დღეს ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლი­თაც ხდე­ბა პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვის, რომ­ლის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან ნაკ­ლე­ბია", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ|

-ხა­თუ­ნა გო­გი­ტი­ძე – ჩემ­მა შვილ­მა გუ­შინ სა­ღა­მოს და­მი­რე­კა და მი­თხრა, კა­რან­ტინ­ზე ვდგე­ბი­თო

-ხო­მალ­დზე, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ ებო­ლას შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, სა­ქარ­თვე­ლოს 4 მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საკრუიზო ხომალდ "კარნივალ მეჯიკზე" ებოლას შემთხვევა არ დადასტურდა

საკრუიზო ხომალდ "კარნივალ მეჯიკზე" ებოლას შემთხვევა არ დადასტურდა

საკრუიზო ხომალდ "კარნივალ მეჯიკზე" ებოლას ვირუსის შემთხვევა არ დადასტურდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში უკვე გავრცელდა.

"იმ ადამიანს, ვინც გემზე ჰყავდათ გარკვეული პერიოდი იზოლირებული, ჩაუტარდა სისხლის ანალიზი და დადასტურდა, რომ პასუხი ებოლაზე უარყოფითია", -განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ საკრუზიო ხომალდზე მყოფებს, რომელთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეები საფრთხე ამ მხრივ არ ემუქრებათ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან აწარმოებენ იმ ადამიანებზე მონიტორინგს, ვინც საქართველოში ებოლათი დასენიანებული ოთხი ქვეყნიდან შემოდის. როგორც ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს ქვეყნებია: ნიგერია, ლიბერია, სიერა-ლეონე და გვინეა.

გამყრელიძის განმარტებით, ამ ოთხი ქვეყნიდან განსაკუთრებით სამშია გავრცელებული ებოლა, ხოლო ნიგერიამ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩერა. "ამ ქვეყნებიდან საქართველოში აგვისტოს შუა რიცხვებიდან დღემდე შემოსულია 86 ადამიანი. აქედან უმრავლესობა, ერთის გარდა, იყვნენ ნიგერიელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უნივერსიტეტებში. ერთი იყო ლიბერიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც იქ მუშაობდა.

ამ ადამიანებს საზღვარზე ურიგდებათ სამახსოვრო ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც ჩამოთვლილია ის სიმპტომები, რაც ებოლას ახასიათებს და საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ ან დარეკონ მითითებულ ტელეფონებზე.

ამ დაავადების მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი არის 21 დღე და ამ პერიოდში მათზე ხდება ეპიდზედამხედველობა, რაც გულისხმობს იმას, რომ პერიოდულად, ჩვენი ეპიდემიოლოგი მათ ურეკავთ და მოიკითხავს რაიმე სიმპტომი, ხომ არ გამოჩნდა. 21 დღის შემდეგ ისინი იხსნებიან ზედამხედველობიდან. უმრავლესობა უკვე მოიხსნა ამ ზედამხედველობიდან და ამ ეტაპზე 13 ადამიანი რჩება ზედამხედველობის ქვეშ", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ 1-ელ ოქტომბერს მიიღო განკარგულება ებოლასთან ბრძოლის ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომელშიც სხვადასხვა უწყებების მოვალეობებია გაწერილი.

"ეს გახლავთ სამოქმედო დოკუმენტი დღეს ქვეყანაში, რომლითაც ხდება პრევენცია შესაძლო შემთხვევის, რომლის ალბათობა ძალიან ნაკლებია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაგაინტერესებთ|

-ხათუნა გოგიტიძე – ჩემმა შვილმა გუშინ საღამოს დამირეკა და მითხრა, კარანტინზე ვდგებითო

-ხომალდზე, სადაც სავარაუდოდ ებოლას შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია