თუ დღეს თბილისის ქუჩებში აღმოსავლურ სამოსში გამოწყობილი გოგონების დანახვამ თქვენი ყურადღება მიიქცია და მათ გაესაუბრეთ, უკვე გეცოდინებათ, რომ ისინი აუცილებლად მოგიყვებოდნენ "იმპერატორის მეუღლის" შესახებ.
"იმპერატორის მეუღლე" ასე ქვია სერიალს, რომელის პრომო აქცია პალიტრა TV-მ დღეს თბილისის ქუჩებში მოაწყო. აღმოსავლურ ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილმა მსახიობებმა მოქალაქეებს სერიალის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
ვინაიდან საქართველოში გამორჩეულად მოსწონთ ისტორიული სერიალები, ''პალიტრა TV'' მაყურებელს მე-14 საუკუნის მონღოლეთის, ჩინეთისა და კორეის ისტორიას კიდევ ერთხელ გაახსენებს და შაბათ-კვირას ეკრანებთან კორეული სერიალის საყურებლად იწვევს.
თბილისელები ქართულ სატელევიზიო სივრცეში კორეული სერიალის გამოჩენას დადებითად შეხვდნენ. მათი უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ სიუჟეტის გარდა, საინტერესო და ახალი იქნება კორეული ტრადიციები და ზოგადად აღმოსავლური ისტორიის ეკრანიზაცია.
''იმპერატორის მეუღლე" ეს არის ისტორიული საგა ჩვეულებრივი კორეელი გოგონას - კის შესახებ, რომელიც ბედის საოცარი ლაბირინთების წყალობით, მონღოლეთის იუანის დინასტიის იმპერატრიცა გახდა. სერიალში ნაჩვენებია, როგორ იბრძვის კის გულის დასაპყრობად ორი ძმა... ერთგულება, ღალატი, სიყვარული და შურისძიება. სერიალი ყველა ამ თემას აერთიანებს.
სერიალის შემქმნელებმა იზრუნეს იმაზე, რომ მათი პროდუქცია ხარისხიანი გამოსულიყო და ეს ეხება არა მხოლოდ კარგად შერჩეულ სამსახიობო ანსამბლს, მსახიობებს, რომლებიც აზიური სამყაროს ვარსკვლავები არიან, არამედ ვიზუალურ მხარესაც. მაგალითად, სრულად აღადგინეს და ძველი ტექნოლოგიით დაამუშავეს კოსტიუმები, რომლებიც მეთოთხმეტე საუკუნეში სამეფო გვარის წარმომადგენლებს ეცვათ.
''იმპერატორის მეუღლე'' უახლესი, 2014 წლის სერიალია, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და მრავალ ქვეყანაში უჩვენებენ. მათ შორის საქართველოც იქნება...
"იმპერატორის მეუღლის" პირველის სერიის ნახვა პალიტრა TV-ის მაყურებელს დღეს, შაბათს 21:00 საათზე შეეძლებათ.