სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ცოლის მოკვლა კრიმინალია" - საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთან
"ცოლის მოკვლა კრიმინალია" - საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

ნა­ხეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბა თეგ­ზე #ტრა­გე­დია ილი­ა­უ­ნი­ში

"ცო­ლის მოკ­ვლა კრი­მი­ნა­ლია" – ამ ლო­ზუნ­გით იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა. 30-მდე ახალ­გაზ­რდამ, სხვა­დას­ხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტმა დღეს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ამ სა­ხით გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წინ შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის პლა­კა­ტე­ბი გა­შა­ლეს: "ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა არ არის წმინ­და", "შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე, ნუ იქ­ნე­ბი შემ­დე­გი", "არ და­მა­ლო, ნუ იქ­ნე­ბი ჩუ­მად" და ა.შ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა გან­ცხა­დე­ბით, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, და­ნა­შა­უ­ლის წა­ხა­ლი­სე­ბაა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ მოხ­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია, გა­ტარ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და სა­თა­ნა­დოდ და­ი­სა­ჯონ მო­ძა­ლა­დე პი­რე­ბი, სა­ხელ­მწი­ფომ კი გა­მო­ი­ჩი­ნოს ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბა მო­ძა­ლა­დე­ე­ბის მი­მართ.

მო­მი­ტინ­გე­თა შე­ფა­სე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი არ უნდა აკე­თებ­დნენ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მსგავს გან­ცხა­დე­ბას. სა­უ­ბა­რია მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­მი­ნა­ლი არ გაზ­რდი­ლა, მხო­ლოდ ქმრე­ბი კლა­ვენ ცო­ლებს. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ქა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ არის. ეს არის ძა­ლა­დო­ბა ქა­ლებ­ზე, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი ქა­და­გე­ბით, პო­ლი­ცი­ის გულ­გრი­ლო­ბის და სხვა ფაქ­ტო­რე­ბით. ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძის თქმით, წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30-მდე ქა­ლია მოკ­ლუ­ლი.

ამას­თან, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მარ რუ­ხა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ეს აქ­ცია შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც არის. ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა ორ ადა­მი­ანს შო­რის პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბას სცდე­ბა და არ არის მხო­ლოდ ოჯა­ხის საქ­მე. მას­ში სა­ხელ­მწი­ფო უნდა ჩა­ე­რი­ოს. სა­ხელ­მწი­ფომ კი ეს თემა სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მი­ი­ღოს და კა­ნო­ნის დო­ნე­ზე მოხ­დეს ამ პრობ­ლე­მის და­რე­გუ­ლი­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ცოლის მოკვლა კრიმინალია" - საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

"ცოლის მოკვლა კრიმინალია" - საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში

"ცოლის მოკვლა კრიმინალია" – ამ ლოზუნგით იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. 30-მდე ახალგაზრდამ, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ჟურნალისტმა დღეს ილიას უნივერსიტეტში მომხდარი მკვლელობისა და თვითმკვლელობის ფაქტი ამ სახით გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროს წინ შემდეგი შინაარსის პლაკატები გაშალეს: "ოჯახური ძალადობა არ არის წმინდა", "შეეწინააღმდეგე, ნუ იქნები შემდეგი", "არ დამალო, ნუ იქნები ჩუმად" და ა.შ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადება, დანაშაულის წახალისებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვდნენ მოხდეს სამართალდამცავების მხრიდან ქალებზე ძალადობის პრევენცია, გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები და სათანადოდ დაისაჯონ მოძალადე პირები, სახელმწიფომ კი გამოიჩინოს ნულოვანი ტოლერანტობა მოძალადეების მიმართ.

მომიტინგეთა შეფასებით, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები არ უნდა აკეთებდნენ თეა წულუკიანის მსგავს განცხადებას. საუბარია მინისტრის განცხადებაზე, რომ საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა, მხოლოდ ქმრები კლავენ ცოლებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელმა ირაკლი ვაჭარაძემ განაცხადა, ქალების წინააღმდეგ მიმართული მკვლელობები ერთეული შემთხვევები არ არის. ეს არის ძალადობა ქალებზე, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა რელიგიური ქადაგებით, პოლიციის გულგრილობის და სხვა ფაქტორებით. ირაკლი ვაჭარაძის თქმით, წელს საქართველოში დაახლოებით 30-მდე ქალია მოკლული.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჟურნალისტმა თამარ რუხაძემ განაცხადა, ეს აქცია შეიძლება დაგვიანებულიც არის. ოჯახში ძალადობა ორ ადამიანს შორის პირად ურთიერთობას სცდება და არ არის მხოლოდ ოჯახის საქმე. მასში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. სახელმწიფომ კი ეს თემა სერიოზულად უნდა მიიღოს და კანონის დონეზე მოხდეს ამ პრობლემის დარეგულირება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია