სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მამაკაცმა უნდა შეიგნოს, რომ ის საკუთარი ცოლის ან ყოფილი ცოლის მეპატრონე არ არის" - ცნობილი ადამიანები "ილიაუნის" ტრაგედიაზე
"მამაკაცმა უნდა შეიგნოს, რომ ის საკუთარი ცოლის ან ყოფილი ცოლის მეპატრონე არ არის" - ცნობილი ადამიანები "ილიაუნის" ტრაგედიაზე

ნა­ხეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბა თეგ­ზე #ტრა­გე­დია ილი­ა­უ­ნი­ში

"ილი­ა­უ­ნი­ში" მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას ცნო­ბი­ლი "ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი" ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

ნინო და­ნე­ლია, ჟურ­ნა­ლის­ტი და მე­დი­აკ­რი­ტი­კო­სი:

"ქა­ლე­ბო, გვე­ყო ეს უბე­დუ­რე­ბა! და­ვიც­ვათ თავი და ერ­თმა­ნე­თი. გა­ვი­დეთ ქუ­ჩა­ში, მო­ვიხ­მოთ წე­სი­ე­რი კა­ცე­ბი და ვა­ი­ძუ­ლოთ ეს სუ­ლე­ლი მთავ­რო­ბა, რომ ირე­ა­გი­როს! ამ სუ­ლელ მი­ნისტრს კი გა­ვა­გე­ბი­ნოთ, რომ "უბ­რა­ლოდ ქმრე­ბი კლა­ვენ ცო­ლებს" არ უნდა თქვას! ეს ნათ­ქვა­მი კა­ტას­ტრო­ფაა და ამი­სათ­ვის წე­სი­ერ ქვეყ­ნებ­ში მას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა მო­უ­წევ­და. ჩვენ არ ვართ წე­სი­ე­რი ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თავი უნდა და­ვიც­ვათ ამ მო­ძა­ლა­დე კრი­მი­ნა­ლე­ბი­სა და მათი დამ­ცვე­ლე­ბის­გან! ფსიხ!

ჯერ ქა­ლებს ვუშ­ვე­ლოთ და ქვე­ყა­ნას ქა­ლე­ბი უშ­ვე­ლი­ან... ქა­ლე­ბი უნდა გა­ვი­დეთ ქუ­ჩა­ში და წე­სი­ე­რი კა­ცე­ბი ამოგ­ვი­დე­ქით მხარ­ში".

ნეს­ტან კირ­თა­ძე, "ქარ­თულ, აფხა­ზუ­რი და ოსუ­რი ევ­რო­პუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მოძ­რა­ო­ბის" პრე­ზი­დენ­ტი:

"სას­ტი­კი ძა­ლა­დო­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რი მკვლე­ლო­ბე­ბის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი

ქრო­ნი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ყო­ველ­დღე სი­სას­ტი­კი­სა და მკვლე­ლო­ბე­ბის და­უს­რუ­ლე­ბელ ქრო­ნი­კას აქ­ვეყ­ნე­ბენ, კი­დევ ერთი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ამ წამს გავ­რცელ­და.

კვლავ ყო­ფილ­მა ქმარ­მა მოკ­ლა ...

ვი­ღაც სტა­ტის­ტი­კას და­დებს ახლა, ვი­ღაც სრუ­ლი­ად გულ­წრფელ ემო­ცი­ას...

და მა­ინც რა ხდე­ბა?

დე­დის გი­ნე­ბი­დან - დე­დე­ბი­სა და ქა­ლე­ბის მა­სობ­რივ მკვლე­ლო­ბა­ზე ისე გა­და­ვიდ­ნენ მა­მა­კა­ცე­ბი, რომ ეს ყო­ველ­დღი­ურ შემ­ზა­რავ რე­ა­ლო­ბად იქცა.

მკვლე­ლო­ბა შვი­ლე­ბის წინ, მკვლე­ლო­ბა სა­ჯა­როდ, სა­ხალ­ხოდ,

მკვლე­ლო­ბა მი­პარ­ვით, ყო­ფი­ლი და ჯერ კი­დევ ქმრე­ბი უს­წორ­დე­ბი­ან მე­უღ­ლე­ებს და რა­ტომ?

გარ­და რი­ტო­რი­კუ­ლი შე­კი­თხვი­სა ამ მა­სობ­რივ სი­სას­ტი­კე­ზე ააქვს პა­სუ­ხი ვი­მეს?!

ფსი­ქო­ლო­გებს, სო­ი­ო­ლო­გებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ეკ­ლე­სი­ას....

თუ ჯერ შე­სა­ფე­რი გრან­ტი არ მი­გი­ღი­ათ ბა­ტო­ნე­ბო?!

თუ სხვი­სი ჭი­რის ქარ­თუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­აა უფრო ძლი­ე­რი, თუ ასე­თი ვენ­დე­ტა ყო­ვე­დღი­უ­რი ყო­ფის ნა­წი­ლად უნდა იქ­ცეს?????

ხვალ გვი­ან იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან გვი­ან....".

ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"თუ მე­ძუ­ძურ დე­დას რძე არ აქვს, გა­საშ­ვე­ბია სახ­ლი­დან. ძრო­ხა რომ არ იწ­ვე­ლე­ბა, კლა­ვენ. ქალი ძრო­ხაა" სა­მე­დი­ცი­ნოს ერთ-ერთი ქალი ლექ­ტო­რი, დღეს უთ­ქვამს სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დრო­სო წერს ფბ მომ­ხმა­რე­ბე­ლი Mariam Kasrashvili.

სა­ნამ ეს ლექ­ტო­რი ქალი ქა­ლებს სი­ტყვე­ბით კლავ­და, ამა­სო­ბა­ში ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყო­ფი­ლი ქმა­რი რე­ა­ლუ­რად კლავ­და ყო­ფილ ცოლს და მერე თა­ვიც მო­იკ­ლა იქვე.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი მი­შას დევ­ნით არის გარ­თუ­ლი, უსუ­ფაშ­ვი­ლი ბი­ძი­ნას ქე­ბით".

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი:

"ის სა­ში­ნე­ლე­ბა, რომ გახ­შირ­და ქმრე­ბის მიერ ცო­ლე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბი ან მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, ცხა­დია, მრა­ვალ ინერ­ცი­ას, მათ შო­რის ქა­ლის გა­ნივ­თე­ბის პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა და იმით, რომ სიყ­ვა­რუ­ლი უკონ­ტრო­ლოა და ტრა-ლა-ლა ძნე­ლად მარ­თლდე­ბა. ბო­დიშს კი ვიხ­დი ამ რთულ წუ­თებ­ში (...) ლი­რი­კუ­ლი გა­დახ­ვე­ვის­თვის, მაგ­რამ გა­ლა­კტი­ო­ნის "და სიყ­ვა­რუ­ლის ასე მოთ­მე­ნა" უფრო მა­ღა­ლი ამ­ბა­ვი მგო­ნია. და მით უფრო ამაზ­რზე­ნია - "რა იცი რა გა­უ­კე­თა და რო­გორ გა­ამ­წა­რა, ეგებ ღირ­სი იყო". ამ წუ­თებ­ში ბლო­მად წა­ვა­წყდი ასეთ კო­მენ­ტა­რებს, ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში. ჩემი სტა­ტუ­სიც ამ კო­მენ­ტა­ტო­რებს ეძღვნე­ბა და არა ტრა­გე­დი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს".

რა­მაზ გი­გა­უ­რი, ას­ტრო­ლო­გი:

"ნელ-ნელა ქრის­ტი­ა­ნულ-ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტურ-სა­დის­ტურ ქვეყ­ნად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით თუ რა გვჭირს?!

ეს არის სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა და სა­ჭი­რო­ებს სის­ტე­მურ მიდ­გო­მას.

მა­მა­კაც­მა უნდა შე­იგ­ნოს, რომ ის სა­კუ­თა­რი ცო­ლის ან ყო­ფი­ლი ცო­ლის მე­პატ­რო­ნე არ არის. ამის ჩაწ­ნეხ­ვა მა­მა­კა­ცე­ბის ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ნე­ბით თუ ძა­ლით რო­გორ­ღაც უნდა მოხ­დეს.

ქვე­ყა­ნა­ში არის უმ­ძი­მე­სი ემო­ცი­უ­რი ფონი და ამას უნდა შეც­ვლა. ეს უნდა გა­ი­აზ­როს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და უნდა გა­დად­გას ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში უა­რე­სი შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა.

P.S. ახლა გა­მო­ვიდ­ნენ და იქა­და­გონ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა, რომ "ქა­ლის თავი არის მა­მა­კა­ცი" და არა ღმერ­თი. ჯერ კაცი თა­ვი­სი თავი უნდა იყოს, სხვი­სი "თავი" რომ გახ­დეს".

მაკა წივ­წი­ვა­ძეს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ "ილი­ა­უნ­ში" ყო­ფილ­მა ქმარ­მა ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა. ის "ბრი­ტა­ნუ­ლი საბ­ჭოს" თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, რო­მე­ლიც "ილი­ა­უ­ნის" სტუ­დენ­ტებს ინ­გლი­სურ ენას ას­წავ­ლი­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ყო­ფილ­მა ქმარ­მა ლექ­ცი­ი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით თა­ვის არე­ში რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

წივ­წი­ვა­ძე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ "რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში" გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა, ექი­მე­ბის შე­ფა­სე­ბით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო, რის გა­მოც პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მამაკაცმა უნდა შეიგნოს, რომ ის საკუთარი ცოლის ან ყოფილი ცოლის მეპატრონე არ არის" - ცნობილი ადამიანები "ილიაუნის" ტრაგედიაზე

"მამაკაცმა უნდა შეიგნოს, რომ ის საკუთარი ცოლის ან ყოფილი ცოლის მეპატრონე არ არის" - ცნობილი ადამიანები "ილიაუნის" ტრაგედიაზე

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში

"ილიაუნიში" მომხდარ მკვლელობას ცნობილი "ფეისბუქ-მომხმარებლები" ეხმაურებიან.

ნინო დანელია, ჟურნალისტი და მედიაკრიტიკოსი:

"ქალებო, გვეყო ეს უბედურება! დავიცვათ თავი და ერთმანეთი. გავიდეთ ქუჩაში, მოვიხმოთ წესიერი კაცები და ვაიძულოთ ეს სულელი მთავრობა, რომ ირეაგიროს! ამ სულელ მინისტრს კი გავაგებინოთ, რომ "უბრალოდ ქმრები კლავენ ცოლებს" არ უნდა თქვას! ეს ნათქვამი კატასტროფაა და ამისათვის წესიერ ქვეყნებში მას თანამდებობიდან გადადგომა მოუწევდა. ჩვენ არ ვართ წესიერი ქვეყანა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავი უნდა დავიცვათ ამ მოძალადე კრიმინალებისა და მათი დამცველებისგან! ფსიხ!

ჯერ ქალებს ვუშველოთ და ქვეყანას ქალები უშველიან... ქალები უნდა გავიდეთ ქუჩაში და წესიერი კაცები ამოგვიდექით მხარში".

ნესტან კირთაძე, "ქართულ, აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის" პრეზიდენტი:

"სასტიკი ძალადობა და ყოველდღიური მკვლელობების დაუსრულებელი

ქრონიკა საქართველოში

სოციალური ქსელები ყოველდღე სისასტიკისა და მკვლელობების დაუსრულებელ ქრონიკას აქვეყნებენ, კიდევ ერთი მკვლელობის შესახებ ამ წამს გავრცელდა.

კვლავ ყოფილმა ქმარმა მოკლა ...

ვიღაც სტატისტიკას დადებს ახლა, ვიღაც სრულიად გულწრფელ ემოციას...

და მაინც რა ხდება?

დედის გინებიდან - დედებისა და ქალების მასობრივ მკვლელობაზე ისე გადავიდნენ მამაკაცები, რომ ეს ყოველდღიურ შემზარავ რეალობად იქცა.

მკვლელობა შვილების წინ, მკვლელობა საჯაროდ, სახალხოდ,

მკვლელობა მიპარვით, ყოფილი და ჯერ კიდევ ქმრები უსწორდებიან მეუღლეებს და რატომ?

გარდა რიტორიკული შეკითხვისა ამ მასობრივ სისასტიკეზე ააქვს პასუხი ვიმეს?!

ფსიქოლოგებს, სოიოლოგებს, სამართალდამცავებს, საზოგადოებას, ეკლესიას....

თუ ჯერ შესაფერი გრანტი არ მიგიღიათ ბატონებო?!

თუ სხვისი ჭირის ქართული ფილოსოფიაა უფრო ძლიერი, თუ ასეთი ვენდეტა ყოვედღიური ყოფის ნაწილად უნდა იქცეს?????

ხვალ გვიან იქნება, ძალიან გვიან....".

ირაკლი ვაჭარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელი:

"თუ მეძუძურ დედას რძე არ აქვს, გასაშვებია სახლიდან. ძროხა რომ არ იწველება, კლავენ. ქალი ძროხაა" სამედიცინოს ერთ-ერთი ქალი ლექტორი, დღეს უთქვამს სტუდენტებისთვის, პრაქტიკული მეცადინეობის დროსო წერს ფბ მომხმარებელი Mariam Kasrashvili.

სანამ ეს ლექტორი ქალი ქალებს სიტყვებით კლავდა, ამასობაში ილიას უნივერსიტეტში ყოფილი ქმარი რეალურად კლავდა ყოფილ ცოლს და მერე თავიც მოიკლა იქვე.

ღარიბაშვილი კი მიშას დევნით არის გართული, უსუფაშვილი ბიძინას ქებით".

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:

"ის საშინელება, რომ გახშირდა ქმრების მიერ ცოლების მკვლელობები ან მკვლელობის მცდელობები, ცხადია, მრავალ ინერციას, მათ შორის ქალის განივთების პრობლემას უკავშირდება და იმით, რომ სიყვარული უკონტროლოა და ტრა-ლა-ლა ძნელად მართლდება. ბოდიშს კი ვიხდი ამ რთულ წუთებში (...) ლირიკული გადახვევისთვის, მაგრამ გალაკტიონის ,,და სიყვარულის ასე მოთმენა'' უფრო მაღალი ამბავი მგონია. და მით უფრო ამაზრზენია - "რა იცი რა გაუკეთა და როგორ გაამწარა, ეგებ ღირსი იყო''. ამ წუთებში ბლომად წავაწყდი ასეთ კომენტარებს, ინფორმაციის კომენტარებში. ჩემი სტატუსიც ამ კომენტატორებს ეძღვნება და არა ტრაგედიის მონაწილეებს".

რამაზ გიგაური, ასტროლოგი:

"ნელ-ნელა ქრისტიანულ-ფუნდამენტალისტურ-სადისტურ ქვეყნად ჩამოვყალიბდით თუ რა გვჭირს?!

ეს არის სისტემური პრობლემა და საჭიროებს სისტემურ მიდგომას.

მამაკაცმა უნდა შეიგნოს, რომ ის საკუთარი ცოლის ან ყოფილი ცოლის მეპატრონე არ არის. ამის ჩაწნეხვა მამაკაცების ქვეცნობიერში ნებით თუ ძალით როგორღაც უნდა მოხდეს.

ქვეყანაში არის უმძიმესი ემოციური ფონი და ამას უნდა შეცვლა. ეს უნდა გაიაზროს ხელისუფლებამ და უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში უარესი შედეგები იქნება.

P.S. ახლა გამოვიდნენ და იქადაგონ სასულიერო პირებმა, რომ "ქალის თავი არის მამაკაცი" და არა ღმერთი. ჯერ კაცი თავისი თავი უნდა იყოს, სხვისი "თავი" რომ გახდეს".

მაკა წივწივაძეს რამდენიმე საათის წინ "ილიაუნში" ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ის "ბრიტანული საბჭოს" თანამშრომელი იყო, რომელიც "ილიაუნის" სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლიდა.

არსებული ინფორმაციით, ის ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

წივწივაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გადაიყვანა, თუმცა, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს