ალექსანდრე მაშკევიჩს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდნენ

ალექსანდრე მაშკევიჩს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდნენ

60 წლის მაშკევიჩი ისრაელის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა, მისი ქონება კი "ფორბსის" ბოლო მონაცემებით 2,1 მილიარდ დოლარს შეადგენს

კვირის დასაწყისში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მეგობარი და თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ისრაელის ყველაზე მდიდარი მოქალაქე, მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩი ესტუმრა. ექსპრემიერის მაგნატი მეგობრის ვიზიტი და მისი სტუმრობა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, შესაძლოა, საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო, რომ არა გარცელებული ინფორმაცია ალექსანდრე მაშკევიჩის მიერ ქართული ფარმაცევტული ბაზრით დაინტერესების შესახებ.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, შესაძლოა ალქსანდრე მაშკევიჩმა საქართველოში 100 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელოს, თუმცა კონკრეტულად როდის და რა სფეროში, ეს ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ფარმაცევტული ბაზრით არის დაინტერესებული. ამის შესახებ გასულ წელს რუსული "ფორბსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავად საქართველოს პრემიერმაც კი აღნიშნა. თუმცა, იქვე განმარტა, რომ მის მეგობარს ყოფილმა ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია