ლევან ჯავახიშვილი ''იმედიდან'' წამოსვლის დეტალებზე - ''თეა სიჭინავაც დაიჩაგრა...''

ლევან ჯავახიშვილი ''იმედიდან'' წამოსვლის დეტალებზე - ''თეა სიჭინავაც დაიჩაგრა...''

რამდენიმე დღის წინ ''ქრონიკის'' წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა ''იმედი'' დატოვა, რის შესახებაც საზოგადოებას საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდიდან აცნობა. ჟურნალისტმა ახალ სპორტულ ტელევიზიაში გადაინაცვლა, სადაც ისევ საინფორმაციო გადაცემის წამყვანად მოგვევლინება.

- ამ არხზე პრიორიტეტი იქნება ქართული სპორტის პრობლემატიკა და არა მხოლოდ ანგარიშები. ძალიან მინდა, ახლა ეთერში ვიყოთ, თუნდაც იმის გამო, რაც ჭიდაობის ფედერაციაში ხდება, ეს არაა ზედაპირული დაპირისპირება და სამწუხაროდ, ქართული არხები მხოლოდ ცემა-ტყეპას აშუქებენ, არც ერთი არ ჩადის სიღრმეში, რათა გავიგოთ, რეალურად რა ხდება ზემოხსენებულ ფედერაციაში. ჩვენი საინფორმაციო გამოშვება მაყურებელს ახალ ამბებს მიაწვდის სხვადასხვა თემაზე, პოლიტიკაზე, მაგრამ მეტი ყურადღება დაეთმობა სპორტს. სამწუხაროდ, დღეს ქართული სპორტიც პოლიტიკაა. პატარა ტელევიზია ვართ, მაგრამ გუნდი კარგი ადამიანებისგან შედგება, რაც მთავარია, ეს არხი არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს არ გაატარებს.

- ლევან, ''იმედში'' მუშაობის ორი პერიოდი გქონდათ...

- ზაზა შენგელიას დროს ვმუშაობდი ''პირველ არხზე'', რომელიც მაშინ სახელმწიფო ტელევიზია გახლდათ. 2002 წლიდან ''იმედში'' ვიყავი, ეთერში 2003 წელს გავედით, შემდეგ იყო 2007 წლის საშინელი პერიოდი, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა, თითქმის 4 წელი. ეს გახლდათ დეპრესიული მდგომარეობა, გაცრუებული იმედები და თავზე დამხობილი ყველაფერი... 2013 წელს ''იმედში'' დაბრუნება აღვიქვი, როგორც ოჯახში დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა.

- რა გახდა ამ არხის დატოვების მიზეზი?

- შემოთავაზება.

- შემოთავაზება შეიძლება, სხვა დროსაც გქონოდათ, მაგრამ...

- მე ''იმედელი'' ვარ!.. რომ გავიდეს 5-10 წელი და მითხრან, ჩვენთან დაბრუნდიო, აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ჩემი წამოსვლა არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდებოდა, თუმცა, როცა არხის მენეჯმენტი, რბილად რომ ვთქვათ, უშვებს შენთვის მიუღებელ შეცდომებს, წამოსვლის გა-დაწყვეტილებას იღებ და მეც ასე მოვიქეცი.

- ამ შეცდომაში იგულისხმება ის, რომ აღარ იყავით ''ქრონიკის'' წამყვანი?

- არა, მე მიმყავდა ''ქრონიკის'' დღის გამოშვებები. გარდა ამისა, არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს მე და თეა სიჭინავა დაპირისპირებულები ვართ, პირიქით, ჩვენ დღემდე ძველი ''იმედელები'' და მეგობრები ვართ. ჩემი აზრით,

როცა არხის მენეჯმენტი, რბილად რომ ვთქვათ, უშვებს შენთვის მიუღებელ შეცდომებს, წამოსვლის გადაწყვეტილებას იღებ და მეც ასე მოვიქეცი თეაც დაიჩაგრა, რადგან მას სერიოზული საავტორო გადაცემა ჰქონდა, რომელიც უცბად დაიხურა, რა მოსაზრებებით მოხდა ეს, ნამდვილად არ ვიცი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება