ლუგანსკში 100-მდე უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩავარდა

ლუგანსკში 100-მდე უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩავარდა

ლუგანსკში 100-მდე უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩავარდა. ლუგანსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის გენადი მოსკალის თქმით , ბახმუტის რაიონში "ბოევიკებმა" ალყაში მოაქციეს ასამდე უკრაინელი სამხედრო, არიან მოკლულები და დაშავებულები. გენადი მოსკალის განცხადებით, ამ დროისთვის ლუგანსკის ოლქში კრიტიკული ვითარებაა. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, რადგან საბრძოლო შეტაკებების ადგილთან მიახლოება ვერ ხერხდება, ვინაიდან "ბოევიკები" მძიმე ტექნიკას იყენებენ.

როგორც გენადი მოსკალმა აღნიშნა, ეუთო-ს წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბარი უშედეგოდ დასრულდა. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვერ შეძლებს ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის დათანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა