სიშიშვლე ''ნიჭიერში'' დიდი დოზით რომ იქნება, ამაში ჩვენი რეპორტაჟებით უკვე დარწმუნდით.
ახლა ორ ნომერზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. ერთ-ერთი ამერიკული ''ნიჭიერის'' ანოლოგი იყო. ალბათ გინახავთ, ორი პირსახოცაფარებული ბიჭი, სრულიად შიშვლები, პირსახოცებს რომ ცვლიან, ატრიალებენ და ამას ისე ახერხებენ, რომ სასირცხვო ადგილები არ გამოაჩინონ.
ასეთივე ნომრის გამეორება სცადეს ქართველმა ბიჭებმაც. მართალი გითხრათ, თავიდან ეს ხალათიანი და პირსახოციანი ბიჭები რომ დავინახე, ვიფიქრე, ბანაობას აპირებდნენ სცენაზე, მაგრამ საბოლოოდ სახალისო ნომრით მოახერხეს ჟიურისთვის თავის მოწონება და მაყურებლის აყოლიებაც.
ია ფარულავა, როგორც ყოველთვის, კრიტიკული იყო. ჯერ დალაქული პირსახოცები დაიწუნა, შემდეგ კი ჰკითხა, მარცხის შემთხვევაში როგორ მოიქცეოდნენ.