სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ევროპელ კონსერვატორებს ხელისუფლებაში ძველი მთავრობის დაბრუნება სურთ" - ინტერვიუ ევროსაბჭოს მომხსენებელ მიქაელ იენსენთან
"ევროპელ კონსერვატორებს ხელისუფლებაში ძველი მთავრობის დაბრუნება სურთ" - ინტერვიუ ევროსაბჭოს მომხსენებელ მიქაელ იენსენთან

1-ელ ოქ­ტომ­ბერს ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­სა­ხებ. ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ამ­ჟა­მად არ­სე­ბულ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­შიც იჩი­ნა თავი - მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი მას არ ეთან­ხმე­ბოდ­ნენ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კი მხარს უჭერ­და.

რე­ზო­ლუ­ცი­ას არ ეთან­ხმე­ბოდ­ნენ თა­ვად ევ­რო­საბ­ჭოს მომხსე­ნებ­ლე­ბიც - ლატ­ვი­ე­ლი ბო­რის სი­ლე­ვი­ჩი და და­ნი­ე­ლი მი­ქა­ელ აას­ტრუპ იენ­სე­ნი. თვლიდ­ნენ, რომ რე­ზო­ლუ­ცი­ის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მომ­ხრე პარ­ტი­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი (ძი­რი­თა­დად, კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი მმარ­თვე­ლი გუნ­დის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის მი­მართ) რე­ზო­ლუ­ცი­ის ბა­ლანსს არ­ღვევ­და - სი­ლე­ვი­ჩის სი­ტყვებს თუ მო­ვიყ­ვანთ, "ასე­თი რე­ზო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ვერ და­ეხ­მა­რე­ბო­და".

თუ რაში გა­მო­ი­ხა­ტა მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის "ცალ­მხრი­ვო­ბა" და "ბა­ლან­სის" დარ­ღვე­ვა, ამა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რა" ბო­რის სი­ლე­ვი­ჩის კო­ლე­გა­სა და თა­ნა­მომხსე­ნე­ბელს, მი­ქა­ელ იენ­სენს ესა­უბ­რა.

- ევ­რო­პის საბ­ჭო­ში მოხ­სე­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობ­დით. პო­ზი­ტი­ურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე სხვებ­თან უკვე ისა­უბ­რეთ, ისიც გვი­თხა­რით, რას თვლით დღეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მთა­ვარ პრობ­ლე­მად?

- ჩემი აზ­რით, უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­აა. ევ­რო­პა­ში, მათ შო­რის ჩემს სამ­შობ­ლო­ში, უმ­რავ­ლე­სო­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, ერ­თად გა­ნი­ხი­ლა­ვენ პრობ­ლე­მებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" შო­რის ჯერ კი­დევ ნაპ­რა­ლია.

არ­ჩევ­ნე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ პო­ლა­რი­ზე­ბა ამ ორ პარ­ტი­ას შო­რის ჯერ კი­დევ თვალ­სა­ჩი­ნოა.

- მო­აქვს თუ არა ამას სი­კე­თე ქვეყ­ნის­თვის?

- პო­ლა­რი­ზე­ბა არა­ვის­თვის, არც ერთი მხა­რის­თვის არ არის სა­სი­კე­თო - არც პარ­ტი­ე­ბის­თვის, არც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის და არც ქვეყ­ნის­თვის.

- რო­გორც თქვენ, ასე­ვე თქვე­ნი კო­ლე­გა ბო­რის სი­ლე­ვი­ჩი, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ მა­ლავ­დით რე­ზო­ლუ­ცი­ის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ის მი­ღე­ბის გამო. რა იყო მი­ზე­ზი?

- მე თავი შე­ვი­კა­ვე ხმის მი­ცე­მის­გან, სი­ლე­ვიჩ­მა კი პირ­და­პირ წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ხმა. ჩემი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ ის პო­ლა­რი­ზე­ბაა, რა­ზეც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ეს პო­ლა­რი­ზე­ბა ევ­რო­პის კონ­სერ­ვა­ტი­ულ პარ­ტი­ებს "გა­დას­დო" - შე­დე­გად კი "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია" და ბრი­ტა­ნე­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ, რო­გორც პი­რად სა­უ­ბარ­ში თა­ვად­ვე მი­თხრეს, ჩემი თა­ნა­მომხსე­ნებ­ლის­თვის ჭკუა ეს­წავ­ლე­ბი­ნათ. სა­ხე­ლებს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, მაგ­რამ ეს უნდა მეთ­ქვა, რად­გან ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ იმით, რაც მო­ვის­მი­ნე - ეს არ არის ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

შე­დე­გად მი­ვი­ღეთ რე­ზო­ლუ­ცია, რო­მე­ლიც არ იყო და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი - გან­სა­კუთ­რე­ბით მისი ბოლო ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ერ­თობ ნე­გა­ტი­უ­რი აქ­ცენ­ტე­ბით მთავ­რდე­ბო­და, ნაც­ვლად პო­ზი­ტი­უ­რი­სა, რო­გორც ჩვენ ამას ვა­პი­რებ­დით. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა ჩრდი­ლავ­და ყვე­ლა სხვა პო­ზი­ტი­ურ ას­პექტს, თუმ­ცა მე ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ასეთ მიდ­გო­მას. რა­შიც ვე­თან­ხმე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და რაც და­ვა­ფიქ­სი­რეთ კი­დეც მოხ­სე­ნე­ბა­ში, არის ის, რომ შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი მი­უ­ღე­ბე­ლია. მაგ­რამ - და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - თუ კა­ნო­ნი და­არ­ღვიე, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ვინ ხარ, თუნ­დაც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი. კა­ნონ­ზე მაღ­ლა არა­ვინ დგას! თუ კა­ნო­ნი და­არ­ღვიე, პა­სუ­ხიც უნდა აგო!

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ევროპელ კონსერვატორებს ხელისუფლებაში ძველი მთავრობის დაბრუნება სურთ" - ინტერვიუ ევროსაბჭოს მომხსენებელ მიქაელ იენსენთან

"ევროპელ კონსერვატორებს ხელისუფლებაში ძველი მთავრობის დაბრუნება სურთ" - ინტერვიუ ევროსაბჭოს მომხსენებელ მიქაელ იენსენთან

1-ელ ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ. ქართულ პოლიტიკაში ამჟამად არსებულმა დაპირისპირებამ რეზოლუციაშიც იჩინა თავი - მმართველი გუნდის წევრები მას არ ეთანხმებოდნენ, "ნაციონალური მოძრაობა" კი მხარს უჭერდა.

რეზოლუციას არ ეთანხმებოდნენ თავად ევროსაბჭოს მომხსენებლებიც - ლატვიელი ბორის სილევიჩი და დანიელი მიქაელ აასტრუპ იენსენი. თვლიდნენ, რომ რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე პარტიების ძალისხმევით შეტანილი ცვლილებები (ძირითადად, კრიტიკული შენიშვნები მმართველი გუნდის პოლიტიკური კურსის მიმართ) რეზოლუციის ბალანსს არღვევდა - სილევიჩის სიტყვებს თუ მოვიყვანთ, "ასეთი რეზოლუცია საქართველოს ვერ დაეხმარებოდა".

თუ რაში გამოიხატა მიღებული რეზოლუციის "ცალმხრივობა" და "ბალანსის" დარღვევა, ამაზე "კვირის პალიტრა" ბორის სილევიჩის კოლეგასა და თანამომხსენებელს, მიქაელ იენსენს ესაუბრა.

- ევროპის საბჭოში მოხსენების მომზადებისას საქართველოს სტუმრობდით. პოზიტიურ შთაბეჭდილებებზე სხვებთან უკვე ისაუბრეთ, ისიც გვითხარით, რას თვლით დღეს საქართველოსთვის მთავარ პრობლემად?

- ჩემი აზრით, უმთავრესი პრობლემა პოლიტიკური პოლარიზაციაა. ევროპაში, მათ შორის ჩემს სამშობლოში, უმრავლესობა და უმცირესობა თანამშრომლობენ, ერთად განიხილავენ პრობლემებს, საქართველოში კი "ქართულ ოცნებასა" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის ჯერ კიდევ ნაპრალია.

არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ პოლარიზება ამ ორ პარტიას შორის ჯერ კიდევ თვალსაჩინოა.

- მოაქვს თუ არა ამას სიკეთე ქვეყნისთვის?

- პოლარიზება არავისთვის, არც ერთი მხარისთვის არ არის სასიკეთო - არც პარტიებისთვის, არც ქართველი ხალხისთვის და არც ქვეყნისთვის.

- როგორც თქვენ, ასევე თქვენი კოლეგა ბორის სილევიჩი, უკმაყოფილებას ვერ მალავდით რეზოლუციის საბოლოო ვერსიის მიღების გამო. რა იყო მიზეზი?

- მე თავი შევიკავე ხმის მიცემისგან, სილევიჩმა კი პირდაპირ წინააღმდეგ მისცა ხმა. ჩემი უკმაყოფილების მიზეზი სწორედ ის პოლარიზებაა, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს პოლარიზება ევროპის კონსერვატიულ პარტიებს "გადასდო" - შედეგად კი "ევროპის სახალხო პარტია" და ბრიტანელი კონსერვატორები ცდილობდნენ, როგორც პირად საუბარში თავადვე მითხრეს, ჩემი თანამომხსენებლისთვის ჭკუა ესწავლებინათ. სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს უნდა მეთქვა, რადგან ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რაც მოვისმინე - ეს არ არის ნაყოფიერი თანამშრომლობა.

შედეგად მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც არ იყო დაბალანსებული - განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილი, რომელიც ერთობ ნეგატიური აქცენტებით მთავრდებოდა, ნაცვლად პოზიტიურისა, როგორც ჩვენ ამას ვაპირებდით. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაპატიმრება ჩრდილავდა ყველა სხვა პოზიტიურ ასპექტს, თუმცა მე ვერ დავეთანხმები ასეთ მიდგომას. რაშიც ვეთანხმები "ნაციონალურ მოძრაობას" და რაც დავაფიქსირეთ კიდეც მოხსენებაში, არის ის, რომ შერჩევითი სამართალი მიუღებელია. მაგრამ - და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - თუ კანონი დაარღვიე, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხარ, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი. კანონზე მაღლა არავინ დგას! თუ კანონი დაარღვიე, პასუხიც უნდა აგო!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა