ჟურნალ "ელის" ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ ქალს, ალინა კაბაევას ეძღვნება.
სპორტული მიღწევების გარდა, ავტორიტეტულმა გამოცემამ ყურადღება დაუთმო ყოფილი ოლიმპიელი ჩემპიონის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ურთიერთობას და აგრეთვე იმას, რომ ტანმოვარჯიშის შვილების მამის ვინაობა უცნობია:
”პრაქტიკულად დასაწყისიდანვე კაბაევას პოლიტიკური კარიერა პუტინის "გარემოცვაში" აღმოჩნდა და სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა მასთან ერთად გლამურულ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე.
2008 წელს კაბაევამ ვაჟი გააჩინა, შვილის მამის სახელს საიდუმლოდ ინახავდა. 2012 წელს ყოფილი ტანმოვარჯიშე ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, რომ იქ ერთ-ერთ ძვირადღირებულ კლინიკაში მეორე შვილი გაეჩინა. მეორე ბავშვი გოგონა აღმოჩნდა. ამჯერადაც მამის სახელის გამხელაზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა უარი განაცხადა”, - ირწმუნება ფრანგული გამოცემა.
მომზადებულია glamurchik.tochka.net-ს მიხედვით.