ჯეიმს ბონდის ახალი გოგონა ფრანგი მსახიობი ლეა სედიუ გახდება

ჯეიმს ბონდის ახალი გოგონა ფრანგი მსახიობი ლეა სედიუ გახდება

ჯეიმს ბონდის 24-ე ეპიზოდში ბონდის პარტნიორის როლს, ფრანგი მსახიობი ლეა სედიუ შეასრულებს, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს კინოფილმის პროდიუსერებთან. ამგვარად, ლეა შეუერთება მსახიობებს - დენიელ კრეიგს, რალფ ფაინს, ბენ უიშოუს და ნაომი ჰარისს, რომლებიც ასევე მონაწილეობენ ფილმში.

ცნობილია, რომ "აგენტი 007"-ის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის პრემიერა 2015 წლის 6 ნოემბერს არის დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, გადაღებები უკვე დეკემბერში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ლეა სეიდუ მაყურებელმა ეროტიკულ დრამაში - "ადელის ცხოვრებაში" შესრულებული როლით გაიცნო. 2013 წელს ფილმმა კანის ფესტივალზე "ოქროს პალმის რტო" მოიპოვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება