კრედიტი სულის სანაცვლოდ - საფინანსო კომპანიის შოკისმომგვრელი შეთავაზება

კრედიტი სულის სანაცვლოდ - საფინანსო კომპანიის შოკისმომგვრელი შეთავაზება

რიგაში უჩვეული საფინანსო დაწესებულება გაჩნდა, რომელიც ლატვიის ნებისმიერი მოქალაქისთვის, სურვილის შემთხვევაში, კრედიტს გასცემს. როგორც წესი, ასეთი ოპერაციების დროს კონტრაქტი იდება. სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ამბავი - ფულის სანაცვლოდ საფინანსო დაწესებულება არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანის სულს იბარებს. ანუ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი გარკვეული დროის შემდეგ, არ დაფარავს კრედიტს, საფინანსო დაწესებულება მისი სულის მფლობელი გახდება.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ფირმის თანამშრომელმა აღნიშნა, რომ სულების შესყიდვაში ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს - "ბიზნესი ბიზნესია. ჩვენ ადამიანებს მატერიალურ და ხელშესახებ ფულად თანხას ვაძლევთ. თუკი, რომელიმე მათგანი საკუთარ სულს უფრთხილდება, მაშინ აუცილებლად დააბრუნებს მიღებულ თანხას. მე მგონია, რომ ყველაფერი სამართლიანად არის მოწყობილი. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს