ვიქტორია ნულანდი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემსუბუქდება, ვიდრე უკრაინას უცხო ქვეყნის ჯარი არ დატოვებს

ვიქტორია ნულანდი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემსუბუქდება, ვიდრე უკრაინას უცხო ქვეყნის ჯარი არ დატოვებს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი მანამდე არ შემსუბუქდება, ვიდრე უკრაინის ტერიტორიას უცხო ქვეყნის ჯარი და შეიარაღება არ დატოვებს. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამშემწემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მისივე თქმით, სანქციები არ გადაიხედება, ვიდრე კიევი არ აღადგენს სუვერენიტეტს სახელმწიფო საზღვარზე და ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.

"დღეს ქაღალდზე არსებობს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება. უკრაინის დიდ ნაწილში სიშვიდეა, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკება დღემდე ირღვევა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ნაწილებში", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

აღმოსავლეთ უკრაინაში, კვირის დასაწყისში განმეორებით გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. თუმცა, მიუხედავად შეთანხმებისა, უკრაინული მედიის ცნობით, "ბოევიკები" ყოველდღიურად ხსნიან ცეცხლს უკრაინის სამთავრობო ძალების მიმართულებით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა