სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კრემლის მორიგი გამარჯვება
კრემლის მორიგი გამარჯვება

ბლო­გე­ბი / კობა ლიკ­ლი­კა­ძე

რაც უნდა იმარ­თლონ თავი მოს­კოვ­ში "თბი­ლი­სო­ბა­ზე" ჩა­სულ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლებ­მა, რომ ქარ­თვე­ლი თვის­ტო­მის გა­სა­ხა­რად იმ­ღე­რეს და არა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გუ­ლის მო­სა­გე­ბად, ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა, რომ ამ სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბით კრემ­ლმა კი­დევ ერთ მო­რა­ლურ გა­მარ­ჯვე­ბას მი­აღ­წია "ერი­სი­ო­ნის" მოს­კო­ვუ­რი გას­ტრო­ლე­ბის შემ­დეგ.

შე­ვეც­დე­ბი და­ვა­სა­ბუ­თო, თუ რა­ტომ ვფიქ­რობ ასე.

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ა­ხერ­ხა და მოს­კოვ­ში ამ­ღე­რა პუ­ტი­ნის "პი­რად მტერ­თან", სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი - ლელა წურ­წუ­მია, ნინო ჩხე­ი­ძე და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი. ეს უკა­ნას­კნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ამ­დეც და შემ­დე­გაც, ქარ­თველ მსმე­ნელ­ში ასო­ცირ­დე­ბო­და, რო­გორც ქარ­თვე­ლი მარ­ლენ დიტ­რი­ხი, მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომამ­დე ქარ­თველ ჯა­რის­კაცს ამ­ხნე­ვებ­და სიმ­ღე­რით "ფსო­უს წყა­ლი". ომის შემ­დეგ კი ან­სამ­ბლ სტე­ფა­ნე­სა და 3 G-სთან ერ­თად სა­ხე­ლი გა­ით­ქვა "We Don't Wanna Put In"-ის შეს­რუ­ლე­ბით, რაც იმ დრო­ის მწვა­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ტი­რა იყო პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბა­ზე. ცნო­ბი­ლია, რომ 2009 წელს ევ­რო­კავ­ში­რის სა­მა­უ­წყებ­ლო ბი­უ­რომ სიმ­ღე­რის ავ­ტო­რებს პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი ტექ­სტის შეც­ვლა მოს­თხო­ვა და შემ­დეგ, ქარ­თვე­ლე­ბის პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო, ან­სამ­ბლს უარი უთხრა ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. თუმ­ცა, სიმ­ღე­რა "We Don't Wanna Put In" მა­ინც მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და მას­ზე რამ­დე­ნი­მე და­სავ­ლურ­მა წამ­ყვან­მა ტე­ლე­არ­ხმა სი­უ­ჟე­ტე­ბიც კი მო­ამ­ზა­და.

ცხა­დია, ერთი შლა­გე­რი­თა და რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტით იოლი არ არის ევ­რო­პა­ში სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭა. მაგ­რამ ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს და 3 G-ს შე­ეძ­ლოთ ერ­თგვარ "ყი­ნულმჭრე­ლად" გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ეს სიმ­ღე­რა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის ფონ­ზე და ახა­ლი რე­პერ­ტუ­ა­რით გა­სუ­ლიყ­ვნენ ევ­რო­პის სივ­რეც­ში. რო­გორც ეს, მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ გა­ა­კე­თეს უკ­რა­ი­ნულ­მა ან­სამ­ბლებ­მა "ოკე­ან ელ­ზიმ" და "პი­კა­რა­დი­ის­კა­ია ტერ­ცი­ამ", რომ­ლებ­საც არ­ნა­ხუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ჰქონ­დათ ჩე­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში და ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლე­ბენ გას­ტრო­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის სხვა ქვეყ­ნებ­ში.

აქ, ცხა­დია, საყ­ვე­დუ­რი უნდა ით­ქვას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მი­მარ­თაც, რომ­ლე­ბიც ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით ვერ ახერ­ხე­ბენ იმ­დენს, რომ ქარ­თუ­ლი ესტრა­დით და­ა­ინ­ტე­რე­სონ ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი; ვერ ახერ­ხე­ბენ იმას, რომ შე­უქ­მნან ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, გზა გა­უკ­ვა­ლონ და მხო­ლოდ მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტი­ე­ბის იმედ­ზე არ და­ტო­ვონ ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ მიმხვდა­რან, რომ არა­ნა­ი­რი თვის­ტო­მის გუ­ლის გა­სა­ხა­რად არ ღირს კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც შენი სამ­შობ­ლოს 20 პრო­ცენ­ტი აქვს მი­ტა­ცე­ბუ­ლი.

მახ­სოვს, პრა­ღა­ში კლუბ "სა­სა­ზუ­ში" 19 მარტს გა­მარ­თუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე კონ­ცერ­ტის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნუ­ლი ანამ­ბლის, "ოკე­ან ელ­ზის" წარ­მა­ტე­ბით აღელ­ვე­ბულ­მა სო­ლის­ტმა სვი­ა­ტოს­ლავ ვა­კარ­ჩუკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არა­სო­დეს იმ­ღე­რებს რუ­სეთ­ში, ვიდ­რე ყი­რი­მი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია!

ცხა­დია, ალ­ბათ არი­ან ისე­თი უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ახ­ლაც მარ­თა­ვენ კონ­ცერ­ტებს რუ­სეთ­ში. მაგ­რამ სა­კუ­თარ ხალ­ხს უყ­ვარს და ის­ტო­რია დი­დე­ბით ინა­ხავს მხო­ლოდ იმათ სა­ხე­ლებს, ვინც არ უმ­ღე­რის დამ­პყრო­ბელს! ან იმას, ვინც ვან კლი­ბერ­ნი­ვით მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მო­ე­დან­ზე იგებს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებს და ამით წარ­მო­ა­ჩენს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სი­დი­ა­დეს.

"თბი­ლი­სო­ბა" კი, რო­გორც დღე­სას­წა­უ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უქ­ნია ღმერ­თს და მოს­კოვ­ში მისი გა­მარ­თვა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის და­ბა­დე­ბის დღემ­დე ერთი კვი­რით ადრე ხომ სა­ერ­თოდ უგე­მოვ­ნო, სა­მარ­ცხვი­ნო კიჩი იყო, რომ­ლი­თაც ბა­ტონ­მა ხუ­ბუ­ტი­ამ და კომ­პა­ნი­ამ, მას­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ისეთ ქა­რაფ­შუ­ტა და უპ­რინ­ცი­პო ადა­მი­ა­ნე­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ისი­ნი ალ­ბათ დიდ­ხანს ვე­ღარ ჩა­მო­ი­რე­ცხა­ვენ ამ სირ­ცხვილს.

რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კრემლის მორიგი გამარჯვება

კრემლის მორიგი გამარჯვება

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

რაც უნდა იმართლონ თავი მოსკოვში "თბილისობაზე" ჩასულმა ქართველმა მომღერლებმა, რომ ქართველი თვისტომის გასახარად იმღერეს და არა რუსეთის ხელისუფლების გულის მოსაგებად, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამ სადღესასწაულო ღონისძიებით კრემლმა კიდევ ერთ მორალურ გამარჯვებას მიაღწია "ერისიონის" მოსკოვური გასტროლების შემდეგ.

შევეცდები დავასაბუთო, თუ რატომ ვფიქრობ ასე.

რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა და მოსკოვში ამღერა პუტინის "პირად მტერთან", საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული მომღერლები - ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე და ნინი ბადურაშვილი. ეს უკანასკნელი, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციამდეც და შემდეგაც, ქართველ მსმენელში ასოცირდებოდა, როგორც ქართველი მარლენ დიტრიხი, მომღერალი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქართველ ჯარისკაცს ამხნევებდა სიმღერით "ფსოუს წყალი". ომის შემდეგ კი ანსამბლ სტეფანესა და 3 G-სთან ერთად სახელი გაითქვა "We Don't Wanna Put In"-ის შესრულებით, რაც იმ დროის მწვავე მუსიკალური სატირა იყო პუტინის მმართველობაზე. ცნობილია, რომ 2009 წელს ევროკავშირის სამაუწყებლო ბიურომ სიმღერის ავტორებს პოლიტიზებული ტექსტის შეცვლა მოსთხოვა და შემდეგ, ქართველების პრინციპული პოზიციის გამო, ანსამბლს უარი უთხრა ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე. თუმცა, სიმღერა "We Don't Wanna Put In" მაინც მეტად პოპულარული გახდა და მასზე რამდენიმე დასავლურმა წამყვანმა ტელეარხმა სიუჟეტებიც კი მოამზადა.

ცხადია, ერთი შლაგერითა და რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტით იოლი არ არის ევროპაში სახელის მოხვეჭა. მაგრამ ნინი ბადურაშვილს და 3 G-ს შეეძლოთ ერთგვარ "ყინულმჭრელად" გამოეყენებინათ ეს სიმღერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ფონზე და ახალი რეპერტუარით გასულიყვნენ ევროპის სივრეცში. როგორც ეს, მაგალითად, ცოტა ხნის წინ გააკეთეს უკრაინულმა ანსამბლებმა "ოკეან ელზიმ" და "პიკარადიისკაია ტერციამ", რომლებსაც არნახული წარმატება ჰქონდათ ჩეხეთის დედაქალაქში და ასეთივე წარმატებით აგრძელებენ გასტროლებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.

აქ, ცხადია, საყვედური უნდა ითქვას საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიმართაც, რომლებიც ერთიანი ძალისხმევით ვერ ახერხებენ იმდენს, რომ ქართული ესტრადით დააინტერესონ ევროპის სახელმწიფოები; ვერ ახერხებენ იმას, რომ შეუქმნან ალტერნატივა, გზა გაუკვალონ და მხოლოდ მიხეილ ხუბუტიების იმედზე არ დატოვონ ქართველი მომღერლები, რომლებიც ვერ მიმხვდარან, რომ არანაირი თვისტომის გულის გასახარად არ ღირს კონცერტის ჩატარება იმ ქვეყანაში, რომელსაც შენი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს მიტაცებული.

მახსოვს, პრაღაში კლუბ "სასაზუში" 19 მარტს გამართული ბრწყინვალე კონცერტის შემდეგ უკრაინული ანამბლის, "ოკეან ელზის" წარმატებით აღელვებულმა სოლისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა განაცხადა, რომ არასოდეს იმღერებს რუსეთში, ვიდრე ყირიმი ოკუპირებულია!

ცხადია, ალბათ არიან ისეთი უკრაინელი მომღერლები, რომლებიც ახლაც მართავენ კონცერტებს რუსეთში. მაგრამ საკუთარ ხალხს უყვარს და ისტორია დიდებით ინახავს მხოლოდ იმათ სახელებს, ვინც არ უმღერის დამპყრობელს! ან იმას, ვინც ვან კლიბერნივით მოწინააღმდეგის მოედანზე იგებს საერთაშორისო კონკურსებს და ამით წარმოაჩენს საკუთარი ქვეყნის სიდიადეს.

"თბილისობა" კი, როგორც დღესასწაული, საქართველოში არ უქნია ღმერთს და მოსკოვში მისი გამართვა ვლადიმირ პუტინის დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ხომ საერთოდ უგემოვნო, სამარცხვინო კიჩი იყო, რომლითაც ბატონმა ხუბუტიამ და კომპანიამ, მასში მონაწილე ქართველი შემსრულებლები ისეთ ქარაფშუტა და უპრინციპო ადამიანებად წარმოაჩინეს, რომ ისინი ალბათ დიდხანს ვეღარ ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს.

რადიო "თავისუფლება"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა