მარტის შემდეგ დონეცკის ოლქში 21 ბავშვი დაიღუპა

მარტის შემდეგ დონეცკის ოლქში 21 ბავშვი დაიღუპა

მარტის შემდეგ მხოლოდ დონეცკის ოლქში 1 498 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 21 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ეუთო-ს მონიტორინგის ჯგუფი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე 20 ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის და გარდაცვლილთა იდენტიფიკაციის პროცესი წესების დაცვით ხორციელდება. გაერო-ს ბოლო მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში აპრილიდან მოყოლებული 6 ოქტომბრის ჩათვლით, სულ მცირე 3 660 ადამიანი დაიღუპა, 8 756 კი დაიჭრა.

აღმოსავლეთ უკრაინაში, კვირის დასაწყისში განმეორებით გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. თუმცა, მიუხედავად შეთანხმებისა, უკრაინული მედიის ცნობით, "ბოევიკები" ყოველდღიურად ხსნიან ცეცხლს უკრაინის სამთავრობო ძალების მიმართულებით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა