თამუნა მუსერიძის ძმა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

თამუნა მუსერიძის ძმა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

თამუნა მუსერიძეს მხოლოდ ერთი დედმამიშვილი ჰყავს - გიორგი მუსერიძე, რომელიც მუსიკითაა გატაცებული. ერთ დროს მას დიდ საფეხბურთო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა საბედისწერო შემთხვევისა და სიზარმაცის გამო სპორტს ჩამოშორდა. გიორგის შარი ყოველთვის თან დასდევს. ისეთ ამბებში ეხვევა, რომლისგანაც თავი რომ დააღწიოს, უფროს დას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

- გიორგი, რამდენი წელია შენსა და თამუნას შორის სხვაობა?

- თამუნა ჩემზე შვიდი წლით უფროსია.

- გარეგნულად ძალიან განსხვავებული და-ძმა ხართ.

- ამბობენ, რომ მე მამას ვგავარ, თამუნა - დედას. თუმცა არ ვიცი, ეს რამდენად ახლოსაა სიმართლესთან.

- ხასიათით ჰგავხართ ერთმანეთს?

- ხასიათით საერთოდ არ ვგავართ მე და თამუნა.

- რადგან ასაკით უმცროსი ხარ, ბავშვობაში ყველაფერს უჯერებდი დას?

- ბავშვობაში არასდროს არაფერს ვუჯერებდი.

- რომ გაიზარდე, ამ მხრივ გამოსწორდი?

- რაღაც-რაღაცებში ვუჯერებ ოჯახის წევრებს.

- თამუნასთან ხშირად გიჩხუბია?

- დღემდე ვჩხუბობთ, მაგრამ პრობლემები როცა მქონდა, თამუნა აგვარებდა ხოლმე.

- როგორც ვიცი, სპორტით აქტიურად იყავი დაკავებული.

- დაახლოებით თვრამეტ წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი. მანამდე ქართულ ცეკვაზე დავდიოდი, მაგრამ როდესაც არჩევანის წინ დავდექი, ფეხბურთელი გავმხდარიყავი თუ მოცეკვავე, ფეხბურთი ავირჩიე.

- სპორტს რატომ დაანებე თავი?

- ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა და ამის გამო თამაშს თავი დავანებე. დიდხანს ვერ ვივარჯიშე და მერე დამეზარა კიდეც ისევ ფორმაში ჩადგომა.

- როგორც ვიცი, ფეხზე შეგექმნა პრობლემა.

- ფეხზეც მქონდა პრობლემა და მერე დამჭრეს. ტყვია გაიშალა და ახლა სხეულში 23 ნამსხვრევი მაქვს. რვა ამომიღეს. ჩემთვის ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება…, ტყვიის ერთი ნაწილი გულში მაქვს.

- შეგიძლია, გაგვიმხილო რატომ დაგჭრეს?

- ამას ვერ გეტყვი. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ჩვეულებრივი ქუჩური გარჩევა იყო. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა 18 წლის ვიყავი. ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა. ფეხბურთი დღემდე ძალიან მიყვარს. ბევრჯერ მიფიქრია, რომ არ დავჭრილიყავი, კვლავ ამ სპორტში ვიქნებოდი-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება