სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გვითხრან, ბიჭს ტყვია თავში რატომ დაახალეს" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული 21 წლის მირზა ბუჩუაძის ოჯახის წევრები
"გვითხრან, ბიჭს ტყვია თავში რატომ დაახალეს" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული 21 წლის მირზა ბუჩუაძის ოჯახის წევრები

პო­ლი­ცი­ე­ლის ტყვი­ით მოკ­ლუ­ლი 21 წლის მირ­ზა ბუ­ჩუ­ა­ძის ოჯა­ხი დამ­ნა­შა­ვის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს. ტრა­გე­დია 3 აგ­ვის­ტოს 16 სა­ათ­ზე ქუ­თა­ის­ში, ახალ­გაზ­რდულ პარკთან მოხ­და. მირ­ზას პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა მოს­თხო­ვეს, ის მო­თხოვ­ნას არ და­ე­მორ­ჩი­ლა, რის გა­მოც ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ტყვია თავ­ში მოხ­ვდა, დაჭ­რილ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ავ­ტო­მან­ქა­ნა სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს შე­ე­ჯა­ხა. ჭრი­ლო­ბა სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა, მირ­ზა გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან ერთ სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ბუ­ჩუ­ა­ძის ახ­ლობ­ლებ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ფან­ჯრე­ბიც კი ჩა­ამ­ტვრი­ეს.

შს სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა: "იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში დევ­ნას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე მხი­ლე­ბუ­ლი მირ­ზა ბუ­ჩუ­ა­ძის მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი არ და­ე­მორ­ჩი­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­თხოვ­ნას და სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით სცა­და პო­ლი­ცი­ე­ლებს დას­ჯა­ხე­ბო­და. ამის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ბუ­ჩუ­ა­ძის მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ის­რო­ლა, რა­საც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოჰ­ყვა".

გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, მირ­ზა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მო­თხოვ­ნას იმი­ტომ არ და­ე­მორ­ჩი­ლა, რომ მარ­თვის მოწ­მო­ბა არ ჰქონ­და. ისი­ნი ქურ­დო­ბა­ში მირ­ზას მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ.

სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ნა­შა­უ­ლი გარ­დაც­ვლი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ უბან­ში მოხ­და და პო­ლი­ცი­ამ ეჭვი მას­ზე მი­ი­ტა­ნა. რა სამ­ხი­ლი ჰქონ­დათ, ეს გა­მო­ძი­ე­ბით გა­ირ­კვე­ვა. მე­ზო­ბე­ლი ადას­ტუ­რებს, რომ იმ დღეს მირ­ზას პო­ლი­ცი­ამ შინ მი­ა­კი­თხა, მაგ­რამ ბიჭი არ დახ­ვდათ, მას ეძებ­დნენ...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"გვითხრან, ბიჭს ტყვია თავში რატომ დაახალეს" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული 21 წლის მირზა ბუჩუაძის ოჯახის წევრები

"გვითხრან, ბიჭს ტყვია თავში რატომ დაახალეს" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული 21 წლის მირზა ბუჩუაძის ოჯახის წევრები

პოლიციელის ტყვიით მოკლული 21 წლის მირზა ბუჩუაძის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ტრაგედია 3 აგვისტოს 16 საათზე ქუთაისში, ახალგაზრდულ პარკთან მოხდა. მირზას პოლიციელებმა მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, ის მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც ცეცხლი გაუხსნეს. ტყვია თავში მოხვდა, დაჭრილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, მირზა გონზე მოუსვლელად საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა. ბუჩუაძის ახლობლებმა საავადმყოფოში ფანჯრებიც კი ჩაამტვრიეს.

შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება: "იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბუჩუაძის მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დასჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა ბუჩუაძის მანქანის მიმართულებით გაისროლა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა".

გარდაცვლილის ახლობლების მტკიცებით, მირზა პოლიციელების მოთხოვნას იმიტომ არ დაემორჩილა, რომ მართვის მოწმობა არ ჰქონდა. ისინი ქურდობაში მირზას მონაწილეობას გამორიცხავენ.

სავარაუდოდ, დანაშაული გარდაცვლილის საცხოვრებელ უბანში მოხდა და პოლიციამ ეჭვი მასზე მიიტანა. რა სამხილი ჰქონდათ, ეს გამოძიებით გაირკვევა. მეზობელი ადასტურებს, რომ იმ დღეს მირზას პოლიციამ შინ მიაკითხა, მაგრამ ბიჭი არ დახვდათ, მას ეძებდნენ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ